68 წლის ვეტერინარი ქედიდან 22 სოფელს ემსახურება: „პენსია არ გეკუთვნისო“

„22 სოფელი მაბარია. დილას 5 საათზე უნდა დავიწყო მუშაობა, ვიდრე საქონელს საძოვარზე გაუშვებენ. საღამოობით ვმუშაობ ასევე გვიანობამდე, რომ მოვასწრო ყველასთან მისვლა,“ – თავის სამუშაოს აღწერს ვახტანგ ბერიძე. ის ექიმი-ვეტერინარია და ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხვდით. ვახტანგ ბერიძე უკვე 44 წელია ექიმ-ვეტერინარად მუშაობს, მას აქეთ, რაც უმაღლესი დაასრულა და ქედაში დაბრუნდა. მისი ყოველდღიურობა აჩვენებს: რატომ გახდა მილევადი …

„მთელ პენსიას ბანკის სესხში ვიხდი“ – პენსიონერი, რომელიც სამუშაოს ეძებს [ვიდეო]

67 წლის პენსიონერმა, მერი ჯიჯავაძემ, რომელიც წლებია თურქეთში, ჩაის მკრეფავად მუშაობდა, პანდემიის გამო შემოსავლის ეს წყარო დაკარგა და ახლა აქ ცდილობს სამუშაოს პოვნას და სესხის გადახდას, რომელიც უსახსრობის გამო გამოიტანა ბანკიდან. მერი სოციალურად დაუცველია. „17 წელი თურქეთში ვიმუშავე, ჩაის ვკრეფდი. 2020 წელს გამიჭირდა და ავიღე სესხი, თურქეთში სამუშაოდ კი ვერ წავედი პანდემიის გამო. ახლა ხან …

პენსიონერმა ბანკიდან 1800 ლარი აიღო და 3510 უნდა დააბრუნოს – რატომ არ ცვლიან კანონს

„საპენსიო სესხის აღების შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 30-დან 35 %-მდე,“ – გიპასუხებთ „ლიბერთი ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორი, თუკი ათასობით პენსიონერის რიგს შეუერთდებით და თქვენც საპენსიო სესხის აღებას გადაწყვეტთ. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და საპენსიო სესხი დაახლოებით 10 %-ით გაიაფდა, პენსიონერებს, რომლებიც ძირითადად მიზერული პენსიის ამარად არიან, ყველაზე მეტის გადახდა უწევთ სესხში. არაპენსიონერისთვის …

უსინათლო ქალი ბათუმში: კომპენსაცია არ მომცეს

ბათუმში მცხოვრებმა მარტოხელა პენსიონერმა ქალმა, რომელსაც უსინათლობის გამო პირველი ჯგუფის ინვალიდობის სტატუსიც აქვს, მთავრობის მიერ მისთვის გამოყოფილი ერთი თვის კომპენსაცია ვერ მიიღო. საუბარია 100-ლარიან კომპენსაციაზე, რომელიც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღონ. უსინათლო და მარტოხელა ქალმა, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, გვითხრა, რომ არ უნდა საჯაროდ გამოჩენა, რადგან შესაძლოა მის ნათესავებს ამან …

Exit mobile version