საპენსიო სესხზე გაზრდილი პროცენტი შეღავათის მოტივით – ომბუდსმენის წინადადება „ლიბერთი ბანკს“

კორონავირუსის პანდემიის დროს „ლიბერთი ბანკმა“, მთავრობის რეკომენდაციით, პენსიონერებს სესხები რამდენიმე თვით ისე გადაუვადა, რომ ხანდაზმული ჯგუფისთვის არაფერი უკითხავთ. შედეგად, პენსიონერებს სესხის ვადა გაუხანგრძლივდათ, რამაც მათზე დარიცხული პროცენტის გაზრდა გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანის, 79 წლის პენსიონერის – შალვა ჩაჩავას შესახებ „ბათუმელები“ გასული წლის ივლისში წერდა. მაშინ შალვა ჩაჩავა ჰყვებოდა, რომ „ლიბერთი ბანკისგან“ ისესხა 4650 ლარი, უნდა დაეფარა …

პენსიონერმა სოცსააგენტოს დავა მოუგო – კომპენსაცია 10 ათასი ლარი

ბათუმის მუსიკალური ცენტრის თანამშრომელმა, ქეთევან მღებრიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც მას სახელმწიფო პენსია შეუწყვიტა მუსიკალურ ცენტრში მუშაობის გამო, სასამართლო დავა მოუგო. ქეთევან მღებრიშვილის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იცავდა, რომელმაც სამივე ინსტანციის სასამართლოში იდავა, შედეგად ქეთევან მღებრიშვილს პენსია აღუდგა. სააგენტოს დაევალა, ქეთევან მღებრიშვილს პენსიის სახით დაახლოებით 10 800 ლარი აუნაზღაუროს. ამ საქმის ადვოკატები ანა ბერძენიშვილი და თეონა …

„სიცრუეა, რომ რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებს“ – კიდევ რაზე მსჯელობენ ხანდაზმულთა ცენტრში

ბათუმის ხანდაზმულთა დღის ცენტრში 200-მდე ადამიანია რეგისტრირებული. ხანდაზმულები ხშირად იკრიბებიან აქ, რადგან ფიქრობენ, რომ მათთვის სოციალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და გვინდა, რომ ხანდახან საკუთარ თავზეც ვიფიქროთ. მოვდივართ, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან ყვავილებს ვრგავთ, დავდივართ ექსკურსიებზეც“, – ამბობენ ხანდაზმულები „ბათუმელებთან“. ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე ამ ცენტრს წითელი ჯვარი აფინანსებს. …

„პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ გავზრდით, იანვრამდე 200 სიცოცხლეს გადავარჩენთ“

„თუ 90-95%-ზე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, პირველ იანვრამდე შეიძლება 200 ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. იგივე, თუ ყველა ავიცრებით და აცრის მაჩვენებელს გავზრდით, სერიოზულად შევამცირებთ და შევაკავებთ ეპიდემიის შემდგომ გავრცელებას. ყოველი 500 სრულად აცრილი ადამიანი არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე” – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სპეციალურ ვიდეომიმართვაში. მისივე თქმით, რეგულაციებში …

პენსია სესხად – „ყველი მოგვიკითხეს, პური გვაქვს. ჩაის დავლევთ“ I Video

„წამლებს ვეღარ ვყიდულობდით და ამიტომ ავიღე საპენსიო სესხი. ჩემი ქმარი დაბადებიდან ყრუ-მუნჯია, ბოლო წლებია უსინათლოც გახდა… გვერდები სულ დალურჯებული აქვს, ყველაფერს ეჯახება… არც მე ვარ ჯანმრთელი,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მცხოვრები ლეილა ღაღაიშვილი. ამ მოხუც ცოლ-ქმარს, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სოციალური შემწეობაც კი არ აქვს, 2025 წლამდე საპენსიო სესხი აქვს დასაფარი. ისინი მხოლოდ …

აპრილის პენსიას 70 წლის და ზევით ასაკის პენსიონერებს წინასწარ ჩაურიცხავენ

70 წლის და 70-ზე ზევით ასაკის პენსიონერებს აპრილის თვის პენსიას წინასწარ ჩაურიცხავენ. პენსიების წინასწარ ჩარიცხვის თარიღის და ჩარიცხული თანხებით სარგებლობის წესების შესახებ „ლიბერთი ბანკი“ სპეციალურ განცხადებას ხვალ, 23 მარტს გააკეთებს. „რამდენიმე კვირაში, ვირუსის გავრცელების გამწვავების შესაძლებლობის გამო, და იმის გამო, რომ ჩვენთვის თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია,  ლიბერთი ბანკმა,  საქართველოს მთავრობასთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება და …

70 წელს გადაცილებულებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ

მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს ტარდება, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებენ. „2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე, 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის გაზრდა. პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის მოხდება დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალის წლის ბიუჯეტში …

პენსიონერები და შშმ პირები მედიკამენტებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით მიიღებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. „პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება. აღნიშნულ ჯგუფებს, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტით და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ“. ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე: ►გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ►დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული); ►ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; …

ენმ: პენსიონერებისთვის მომსახურების პირობები გაუარესდა

„გაუმჯობესების ნაცვლად, პენსიონერებისთვის მომსახურების პირობები გაუარესდა,“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია აბულაძე. მან დღეს ბათუმში, თამარის დასახლებაში ბრიფინგი ქუჩაში გამართა, სადაც მოხუცები პენსიას ბანკის სპეციალური ავტომანქანებიდან იღებენ. „ამ დასახლებაში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გაუქმდა და 2000-მდე პენსიონერს ახლა ქუჩაში უწევს პენსიის აღება. ხშირად არის რიგები. მოხუცებს წვიმაში, ან სიცხეში უწევთ აქ დგომა. სახელმწიფო …

Exit mobile version