საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში, ნინო ბაციაშვილმა ერთი ტურით ადრე გაიმარჯვა საქართველოს ქალთა 85-ე პირველობაზე. ამ გამარჯვების შედეგად ნინო ბაციაშვილი უკვე მეხუთედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში. ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის.
Tag Archives: ნინო ბაციაშვილი
რუსული კანონი გვაშორებს ევროპის გზას – მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი
საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი, მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგია, რადგან, მისი აზრით, ეს კანონი საქართველოს მეგობრებს დააკარგვინებს და დააშორებს ევროპას. „ჩვენ, მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა შარშანაც გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო ჩვენი დამოკიდებულება რუსულ კანონთან დაკავშირებით. წელს ნამდვილად გამაოგნა, როცა გავიგე, რომ თავიდან აპირებდნენ ამ კანონის შემოტანას. მაშინ როცა ეს …
Continue reading “რუსული კანონი გვაშორებს ევროპის გზას – მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი”
ნინო ბაციაშვილმა ოლიმპიური მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
ინდოეთში, ჩენაიში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართველმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა მეორე ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოლიმპიურ მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. ეს მის კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფეისბუქზე წერს, რომ „განსაკუთრებით აღსანიშნავია ნინოს ფენომენალური შედეგი ფინიშზე – ბოლო ოთხ ტურში – ოთხი გამარჯვება გადამწყვეტ პარტიებში“. საქართველოს ქალთა ნაკრები 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის …
Continue reading “ნინო ბაციაშვილმა ოლიმპიური მცირე ოქროს მედალი მოიპოვა”
ნინო ბაციაშვილი მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში
ბათუმელი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში, ქალთა შორის. „ბათუმელმა დიდოსტატმა სასტარტო მარცხის შემდეგ ზედიზედ 8 პარტია მოიგო და მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. აღსანიშნავია, რომ ნინო 2015, 2018 და 2020 წლებში უკვე ფლობდა ქვეყნის პირველი მოჭადრაკის წოდებას,“ – იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. ფედერაციის ცნობით, გამარჯვებულს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა კიდევ ერთი ბათუმელი …
Continue reading “ნინო ბაციაშვილი მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში”
ბათუმში გახარიას პარტიის წევრმა ნინო ბაციაშვილმა საკრებულო დატოვა
ბათუმის საკრებულოს წევრმა გიორგი გახარიას პარტიიდან – „საქართველოსთვის“ ნინო ბაციაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის ბათუმის საკრებულოს ტოვებს, თუმცა პარტიიდან არ მიდის. ჭადრაკში დიდოსტატი ბაციაშვილი ამბობს, რომ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ქვეყანას ტოვებს. „ვიცი, ბევრისთვის მოულოდნელობა იყო ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა და ასევე მოულოდნელი იქნება ის გადაწყვეტილება, რაზეც ახლა მოგახსენებთ. თუმცა ჩემი, …
Continue reading “ბათუმში გახარიას პარტიის წევრმა ნინო ბაციაშვილმა საკრებულო დატოვა”
დიდოსტატი ბაციაშვილი გახარიას პარტიიდან – 20 ივნისს მეც ვიყავი აქციაზე
ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ 25 აგვისტოს თავისი პარტიის გუნდი წარადგინა ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად. პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სიის პირველ ნომრად ჭადრაკის დიდოსტატ ნინო ბაციაშვილს ასახელებს. თვითმმართველობის არჩევნებზე ბაციაშვილი ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს. როგორ აღმოჩნდით პარტიაში „საქართველოსთვის“ და რამ გიბიძგათ ჭადრაკიდან პოლიტიკისკენ? მთელი ცხოვრება ჭადრაკს ვთამაშობ და ამ საქმის პროფესიონალი ვარ. აქამდე არ მქონია არასდროს გეგმაში პარტიული …
Continue reading “დიდოსტატი ბაციაშვილი გახარიას პარტიიდან – 20 ივნისს მეც ვიყავი აქციაზე”
მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ტურნირზე ბარსელონაში
ბათუმელმა მოჭადრაკემ, საქართველოს ნაკრების წევრმა, ნინო ბაციაშვილმა ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცისს ცნობით, შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდნენ 6 ქვეყნის წარმომადგენელი 3 ქალი და 7 ვაჟი. ნინო ბაციაშვილმა ვაჟ დიდოსტატებთან შეჯიბრში 9-დან 5,5 ქულა დააგროვა და მეოთხე შედეგი აჩვენა, ხოლო ქალთა შორის საუკეთესო იყო. 2020 …
Continue reading “მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ტურნირზე ბარსელონაში”
მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი
ბათუმელმა მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა მესამედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. დღეს, 30 ივლისს, თბილისში დასრულდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც ნინო ბაციაშვილმა 9 შესაძლო ქულიდან 7 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა. ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი რაპიდში [სწრაფ ჭადრაკში] და საფრანგეთის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული ბლიცებში. ასევე, …
Continue reading “მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი მესამედ გახდა საქართველოს ჩემპიონი”
რატომ დატოვა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა საჭადრაკო კლუბი „ნონა“
მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი აღარ არის. ბაციაშვილმა, რომელიც საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრია, ტიტულოვანი სპორტსმენი და მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება აქვს [ეს ტიტული საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოჭადრაკე ქალს აქვს: ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძეს, ბელა ხოტენაშვილს და ნინო ბაციაშვილს] „ნონა“ 2020 წლის დასაწყისში დატოვა, მას შემდეგ, როცა მას კლუბმა …
Continue reading “რატომ დატოვა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა საჭადრაკო კლუბი „ნონა“”
მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ევროპის ონლაინჩემპიონატის გამარჯვებულია
ევროპის პირველ ონლაინჩემპიონატზე ბათუმელი მოჭადრაკე, საქართველოს ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი ჩემპიონი გახდა ქალთა შორის – ინფორმაციას ამის შესახებ European Chess Union-ი ავრცელებს. ტურნირში, რომელშიც 4400 მოჭადრაკე მონაწილეობდა, ნინო ბაციაშვილმა 10 ქულა დააგროვა. ტურნირში მონაწილეობდა ევროპის ყველა წამყვანი მოჭადრაკე. პირველ დღეს გაიმართა რვა ტური შვეიცარული სისტემით, თითოეულ მონაწილეს 10 წუთი, სვლაზე 2 წამის დამატებით. ნინო ბაციაშვილის …
Continue reading “მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ევროპის ონლაინჩემპიონატის გამარჯვებულია”
ნინო ბაციაშვილი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდებას მიიღებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების და ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრმა, ნინო ბაციაშვილმა გიბრალტარში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე დიდოსტატის ნორმა მესამედ შეასრულა, მას ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ოფიციალურად „ფიდეს“ უახლოეს კონგრესზე მიენიჭება. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, გიბლარტარში ნინომ მერვე ტურში უნგრელი ვაჟი საერთაშორისო დიდოსტატი გაბორ პაპი დაამარცხა, მანამდე კი ორ ვაჟ დიდოსტატს სძლია: გრიგორი …
Continue reading “ნინო ბაციაშვილი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდებას მიიღებს”
ნინო ბაციაშვილის საჭადრაკო პარტია
„ახლახან ჩამოვედი ტურნირიდან, რამდენიმე გადასხდომა დაგვჭირდა ფრენისას, ძალიან რთული გზა იყო“, – მითხრა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა, როცა ინტერვიუზე შესათანხმებლად დავურეკე. გზა, აეროპორტებში გატარებული საათები და რეისების ლოდინი ცხოვრების ნაწილია მოჭადრაკისათვის, რომელიც წელიწადში ათამდე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. ეს შემოდგომა ნინოსთვის დაძაბული და წარმატებული იყო. ნოემბერში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა, რომელშიც იგი უკვე ხუთი წელია თამაშობს, კუნძულ …
ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი ქალი გროსმაისტერი გახდა
ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი, ნინო ბაციაშვილი მამაკაცთა შორის გროსმაისტერი, დიდოსტატი გახდა. საჭადრაკო ტურნირზე, რომელიც ინგლისში მიმდინარეობდა, ნინომ რეიტინგს – 2500-ს გადააჭარბა და მალე ფიდეს კონგრესზე მიანიჭებენ უმაღლეს წოდებას ჭადრაკში. „საერთაშორისო ტურნირი ინგლისში მიმდინარეობდა, კუნძულ მენზე, სადაც ნინომ არაჩვეულებრივად ითამაშა, ფაქტობრივად წაგების გარეშე, მათ შორის მასზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებთან. ნინო დიდი ხანია მიდის ამ შედეგისკენ და უახლოეს …
Continue reading “ნინო ბაციაშვილი მეხუთე ქართველი ქალი გროსმაისტერი გახდა”
ნინო ბაციაშვილმა მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა
საჭადრაკო ტურნირზე “Qatar Masters Open 2015-ზე”, ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის კლუბ “ნონას” მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან, შავი ფიგურებით ყაიმით დაამთავრა შეხვედრა. მაგნუს კარლსენი ნორვეგიელი მოჭადრაკეა. მას მსოფლიო რეიტინგში 2834 ქულა აქვს, ნინო ბაციაშვილის კი – 2498 ქულა. კარლსენი და ბაციაშვილი 20 დეკემბერს პირველ რაუნდში შეხვდნენ ერთმანეთს. ტურნირი 9 რაუნდად ჩატარდება და 29 დეკემბერს …
Continue reading “ნინო ბაციაშვილმა მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა”