ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე

დღეს, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს ხელვაჩაურში მკვლელობის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელის სახით მიუსაჯა წლით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარზე გამოაცხადეს. ———— საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ღამით ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის …

„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“- ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში

„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“ – ნაფიცი მსაჯულის ფურცელზე დაწერილი ერთ-ერთი შეკითხვა ამოიკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. „არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით,“ – მხრები აიჩეჩა ბალისტიკური საკითხების ექსპერტმა რომან ბერიძემ, რომელმაც დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა. მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. …

ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს მკვლელობაში ბრალდებული – ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს. გამამართლებელი ვერდიქტი მსაჯულებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს მიიღეს. საუბარია გურიაში 2023 წლის 28 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით,  23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი გარდაცვლილის თანასოფლელს, შოთა სიხარულიძეს წაუყენა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა. მსაჯულებმა ბრალდებული …

განზრახ მკვლელობა თუ მოგერიება – რა კითხვებს სვამენ ნაფიცი მსაჯულები ბათუმის სასამართლოში

„…თუ მართალი იყო, რატომ მიატოვა? როცა დანა ჩაარტყა ჩემს შვილიშვილს, სასწრაფოს რატომ არ გამოუძახა? ან პოლიციაში რატომ არ მივიდა, ამ კაცმა ჭკუიდან გადამიყვანაო? სამჯერ ჩაარტყა დანა, სამჯერ… მკლავის ძალით მოერეოდა მარტო, ისე გაელახა, კაფანდარა ბიჭი იყო ჩემი შვილიშვილი,”- ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა მიმართა ნაფიც მსაჯულებს ქალმა, რომელმაც შვილიშვილის მკვლელობის საქმეზე ჩვენება მისცა სასამართლოს. დღეს, 19 …

ბრალდებული მოსამართლის ნაცვლად ნაფიც მსაჯულებს ითხოვს – დავა საკონსტიტუციოში

გიორგი სულხანიშვილი 2024 წელს უკვე მეორე მოსარჩელეა საკონსტიტუციო სასამართლოში, ვისაც სურს მისი საქმე მოსამართლის ნაცვლად ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს კანონის ის ჩანაწერი მიიჩნიონ არაკონსტიტუციურად, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმეს მსაჯულები ვერ განიხილავენ. გიორგი სულხანიშვილს თავდაპირველად მკვლელობის ჩადენას ედავებოდა პროკურატურა. ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულები აურჩევია. პროკურატურა გიორგი სულხანიშვილს რუსთავში გიორგი მორბედაძის მკვლელობას …

მკვლელობაში ბრალდებული კაცი ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს

მკვლელობაში ბრალდებული კაცი ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში დღეს, 22 იანვარს გაამტყუნეს. მას მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღო. ნაფიცი მსაჯულები 2022 წელსაც შეიკრიბნენ ბათუმში და გამამართლებელი განაჩენი მიიღეს. ნაფიცი მსაჯულების მიერ გასამართლებული მკვლელობაში ბრალდებული, მოლდოვის მოქალაქე სერგეი სკაუნია. ის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა და …

დაზარალებული დაიღუპა – ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში ბრალდებული გაამართლეს 

ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა პირველად მიიღეს გადაწყვეტილება – ბრალდებული, რომელსაც პროკურატურა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას უპირებდა, მსაჯულებმა გაამართლეს. ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტი არ საჩივრდება. შემთხვევა, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს, გასული წლის ივნისში მოხდა – ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, პოლიციელებს დაახლოებით 30 წლის კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ის უზბეკეთის მოქალაქე იყო და ბოლო წელიწად-ნახევარი ბათუმში ცხოვრობდა მაქსიმე …

ქედაში ბიძაშვილის მკვლელობის საქმეზე საპროცესო გაფორმდა

„ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე“ ბრალდებულ გია ბერიძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს პირველი საქმე იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ, თუმცა არსებითი განხილვის მორიგ პროცესზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა ანუ ბრალდებულმა ბრალი აღიარა და მასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, გია ბერიძე 8 წელს საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებს, 5 წელი …

ბიძაშვილი ჭორების გამო მოკლა – მოწმის ჩვენება სასამართლოში

“ორივე ხელი ავაფარე, მაგრამ მე ის ვერ შევაჩერე, ორჯერ დაარტყა დანა, პირველად მუხლთან ახლოს ჩაარტყა, მეორედ – მარცხნივ, გულის მხარეს. ის ჩაიკეცა…” – გაუჭირდა მოწმეს ზურაბ ბ.-ს ძმისშვილის მკვლელობის გახსენება, რასაც თავად შეესწრო. მოწმე გასული წლის 2 ოქტომბერს ქედაში მოკლული 32 წლის კაცის, მურმან ბ-ის ბიძაა. მან დღეს, 14 ივნისს, ნაფიც მსაჯულებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში …

ბათუმში ნაფიცი მსაჯულები პირველად განიხილავენ საქმეს – მკვლელობა ქედაში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყეს. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლის ნაცვლად 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს. საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს ქედაში მომხდარ მკვლელობაზე – გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თავისივე ბიძაშვილი, ახალგაზრდა კაცი მოკლა. გამოძიების ვერსიით,  მკვლელობის იარაღი დანა იყო, დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გ.ა. წინასწარ პატიმრობაშია და …

ბათუმში მსაჯულებს არჩევენ – ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმე

“იმოქმედებს, კი,” – ჯერ თავის დაკვრით დაადასტურეს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებმა, შემდეგ კი სიტყვით, როცა მათ პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ ჰკითხა: “დავუშვათ, დარწმუნდით, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრე ემოციურად იმოქმედებდა თქვენზე?” ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ქედაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს არჩევენ. მსაჯულობის კანდიდატებს პროკურორმა და ადვოკატმა კითხვები დაუსვეს. საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს …

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ერთხმად ცნო დამნაშავედ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებულმა გ.ნ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.კ.-ს გულმკერდისა და წელის არეში დანით მიაყენა ჭრილობები. გ.ი. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები, …

პირველი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ – 21 პირიდან 16-მა მსაჯულობა არ ისურვა

“მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს პროკურორები და ადვოკატები დღევანდელ პროცესზე არჩევენ. პროცესი დღის სამ საათზე დაიწო და ამ დრომდე გრძელდება. არჩევანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 150 კანდიდატიდან კეთდება, თუმცა სასამართლო პროცესზე მხოლოდ 21 მოვიდა. აქედან 16-მა მსაჯულობაზე უარი თქვა და მათი მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა. “თქვენ ხართ, ფაქტობრივად, მოსამართლე. მადლობა, რომ მოხვედით სასამართლოში,” – მიმართა …

ბათუმში მძევლად ხელში ჩაგდების საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

„მძევლად ხელში ჩაგდების საქმე“ შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა გვითხრა, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულის ინტერესებს იცავს. ბათუმში ნაფიც მსაჯულთა სხდომა პირველად გაიმართება, თუკი მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება არ შედგება წინასასამართლო სხდომამდე. ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, განიხილავენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები საქმეს. საუბარია გასული წლის ბოლოს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთის მცხოვრებს ვალი ჰქონდა გადასახადელი …

Exit mobile version