დაკავებულია 14 პირი, მათგან 10 ნარკორეალიზატორია – შს სამინისტრო

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში, ბათუმსა და კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათგან 10 პირი ნარკორეალიზატორია. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აღნიშნული პირები დაკავებულნი არიან „დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული …

დაკავებულია 21 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 21 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. „თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში 21 პირი დააკავეს, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა სასამართლო განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა …

ბათუმში ნარკორეალიზატორები ფარული ვიდეო გადაღების შემდეგ დააკავეს – შსს

ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს – 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას …

ბათუმში ახალგაზრდები ხელისუფლების ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ

ამ წუთებში ბათუმში, „ევროპის მოედანზე“ ახალგაზრდების საპროტესტო აქცია იმართება. ისინი გუშინ, თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანში“ სპეცრაზმელების შეჭრას და ახალგაზრდებზე ძალადობის ფაქტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები გმობენ, პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს და აცხადებენ, რომ ეს ნიშნავს მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლას. „ვგმობთ გუშინდელ ფაქტს, ის რაც მოხდა „ბასიანში“ ვთვლოთ, რომ ამით გამოგვიცხადეს ბრძოლა და ომს ომით პასუხობენ ხოლმე“ …

Exit mobile version