არჩევანის თავისუფლება [ვიდეო]

რამდენად აძლევენ მშობლები შვილებს არჩევანის თავისუფლებას და როგორია მათი დამოკიდებულება შვილების მიერ გაკეთებული არჩევანის მიმართ. სიუჟეტში ასახულია, როგორც მშობლების ისე შვილების პოზიცია. სიუჟეში ასევე მოისმენთ ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის შეხედულებებსა და რჩევებს ამავე საკითხთან მიმართებაში. სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” ფარგლებში, NED-ის დაფინანსებით. ამავე თემაზე: ნათია ფანჯიკიძე – თაობათა ურთიერთობა [ვიდეო]

ნათია ფანჯიკიძე: „მშობლებმა უნდა აცადონ შვილებს გამარჯვებაც და დამარცხებაც“

კაცობრიობის ისტორია და განვითარება გახლავთ ახალი შეკითხვის დასმა, თუ არ იქნება ახალი შეკითხვა, არ იქნება ახალი პასუხი, მაგრამ ჩიხი იწყება მაშინ, როდესაც შვილების თაობა იწყებს ახლის მოსინჯვას, ახალი კარების გახსნას, რომლის გახსნაც ეშინია მშობელს ან ჰგონია, რომ შვილს არ აქვს საკმარისი ძალა რაღაცის გასაგებად. ზოგჯერ შვილებს იმაშიც კი ეწინააღმდეგებიან, რაც თვითონ უკეთებიათ. ბოლო დროს ბევრი …

ნათია ფანჯიკიძის მოხსენება – თაობათა ურთიერთობა [ვიდეო]

13 მარტს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე: თაობათა ურთიერთობა. მოხსენება ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გააკეთა. მან  აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა.

ნათია ფანჯიკიძესთან დაგეგმილი დისკუსია გადაიდო

ასოციაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებული დისკუსია, რომელიც ხვალ, 27 თებერვალს, უნდა გამართულიყო, გადაიდო. ხვალ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თაობათა ურთიეთობაზე“ მოქალაქეებთან ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს უნდა ესაუბრა, რომელიც საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის ჩამოდიოდა  ბათუმში . ნათია ფანჯიკიძის განმარტებით, ის ბათუმში იმის გამო ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას, რომ დღეს თბილისში დაჭრეს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ …

Exit mobile version