ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი აჭარის ფინანსთა სამინისტროში დაასაქმეს

მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარების ჯგუფში არქიტექტორად დასაქმდა. ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს. მირიან მეტრეველი ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში მთავარი არქიტექტორი იყო. მან გუშინ, 31 აგვისტოს, „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ თანამდებობიდან არ წასულა ვინმესთან დაპირისპირების გამო და ბათუმის მთავარი არქიტექტორის პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. მირიან …

როგორ იქცა რამდენიმე უნებართვო მშენებლობიდან მხოლოდ ერთი „მერიის პრესტიჟის“ საქმედ

„ეს არის თავხედობა, უნდა მოხდეს დემონტაჟი, ეს მერიის პრესტიჟის საქმეა“ – ასე გამოეხმაურა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში რვასართულიანი შენობის უნებართვო მშენებლობას. ამ დრომდე არც მირიან მეტრეველს და არც მერიის სხვა თანამდებობის პირს ასე ცალსახად არ უთქვამს, რომ უკანონოდ აშენებული კორპუსი უნდა დაინგრეს. ბათუმში უკანონო მშენებლობის დაწყებისთვის გაფრთხილება-დაჯარიმების მიუხედავად, …

8 სართული უნებართვოდ – ბათუმური რეკორდი

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, რვასართულიანი შენობის კარკასი უნებართვოდ ააშენეს. მშენებლობას აქტიურად დღესაც აგრძელებენ. ამ ამბავში, ერთი შეხედვით, ახალი, უჩვეულო და გასაკვირი არაფერია – ბათუმში უკანონო მშენებლობაზე, დაშენება-მიშენებაზე ბევრჯერ ვწერდით, თუმცა უნებართვოდ აშენებული სართულების ამ დრომდე გამოვლენილ რაოდენობას თუ შევადარებთ, რვა სართული რეკორდული მაჩვენებელია. როგორც წესი, უნებართვო მშენებლობების შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ეს მშენებლობა …

იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი? – ცხარე დებატები რივიერას დირექტორთან 

გაიზრდება თუ არა საფრთხეები ბათუმის კონცხისთვის მას შემდეგ, რაც მის მიმდებარედ დაგეგმილ მრავალსართულიან 5 კოშკს ააშენებენ – ეს იყო საკითხი, რომელმაც დღეს გამართულ შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია. დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმის მერიაში შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წარდგენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საჯარო განხილვა მერიამ დაგეგმა. საკითხი ეხება ბათუმის კონცხთან არსებული 6 ჰექტარის განაშენიანების გეგმას. ეს …

უკანონო მშენებლობა ბათუმის მერის ბინის წინ

ბათუმში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე, საცხოვრებელი კორპუსების ეზოში, უკანონო მშენებლობა გრძელდება. აქვე მცხოვრები ადამიანების თქმით, ტაძრის გვერდით კელია შენდება, ზოგიერთი კი ამბობს, რომ საპატრიარქო მხოლოდ დამხმარე ნაგებობას აშენებს. ამ ეზოში ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე და ბათუმის მთავარი არქიტექტორი – მირიან მეტრეველი ცხოვრობენ, თუმცა ეზოში მერიის მიერ გაჩერებული მშენებლობა დღესაც მიმდინარეობს. ბათუმის მერიის პრესცენტრის …

სამშენებლო პროექტების 50%-ი ბათუმში ნებართვის გამცემისთვის მისაღებია და არა მოსაწონი

„ძველ ბათუმში გასეირნება ცუდ ხასიათზე არ მაყენებს“, – ასე მოკლედ უპასუხა ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა კითხვას, განაშენიანების თვალსაზრისით ბათუმში რომელი უბანი მოსწონს. მისი სამსახური მერიაში შესულ სამშენებლო პროექტებს განიხილავს და ურჩევს მერს გასცეს თუ არა მშენებლობის ნებართვა. რას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გადაწყვეტილების მიღებისას ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული …

28-სართულიანი კორპუსები მწვანე კონცხზე – “ბათომის“ პროტესტი საკრებულოში

„ხელს მიშლით“, – გაიმეორა რამდენჯერმე საკრებულოს თავმჯდომარემ დღევანდელ სხდომაზე, სადაც მწვანე კონცხის რეკრეაციულ ზონაში 28-სართულიანი კორპუსების მშენებლობას დაუჭირეს მხარი. ვიდრე დეპუტატები თანხმობის ნიშნად ხელს ასწევდნენ, დარბაზში საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა ირმა ზოიძემ და შოთა გუჯაბიძემ პროტესტი გამოთქვეს. მათი თქმით, რეკრეაციულ ზონაში კორპუსების აშენება დაუშვებელია და მეორე: გადაწყვეტილება ქალაქის მთავრობამ საზოგადოების და დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე მიიღო. …

გახსენი უნებართვოდ ბუნგალო და იმუშავე გადასახადის გარეშე – გონიო-კვარიათის პლაჟი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გონიო-კვარიათის პლაჟზე უნებართვოდ დადგამთ ბუნგალოს ან კაფე-ბარს და აამუშავებთ? – როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, თუ არ გაგიმართლათ, შესაძლოა მოვიდნენ ბათუმის მერიიდან, გაგაფრთხილონ ან/და შემდეგ დაგაჯარიმონ. მიუხედავად ამისა, მუშაობას მაინც გააგრძელებთ. აღმოჩნდა, რომ ყველა ბუნგალო და კაფე, რომლებიც დღეს გონიო-კვარიათის პლაჟზეა განთავსებული, ფაქტობრივად, უკანონოა. თვითნებურად აშენებული ბუნგალოს მფლობელს კი იქამდე შეუძლია საქმიანობის …

ვინ ჩაიბარებს ბათუმის მერიის სამშენებლო პოლიტიკას

სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ ბათუმის მერიას აღარ აქვს ზედამხედველობის სამსახური, რომელიც სხვა სამსახურების მიერ გაცემულ ნებართვებზე, სანებართვო პირობების შესრულებასა და უნებართვო მშენებლობების კონტროლზე იყო პასუხისმგებელი. ამ სამსახურში გაერთიანებული განყოფილებები მერიაში დაწყებული რესტრუქტურიზაციის შემდეგ სხვა სამსახურებში გადაანაწილეს. შედეგად საპროექტო-სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურს, ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება კი მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურს დაექვემდებარა. ეს განყოფილება, …

მერიამ შპს საკუთრების შემოღობვისთვის დააჯარიმა – კომპანიის საჩივარი

კომპანია „ავრასია ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი“ [ყოფილი „სტარ“] ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის იმ წერილის გაუქმებას ითხოვს, რომელიც კომპანიის განცხადებით, „არ არის მართებული“. მერის უარი კომპანიამ ბათუმში, გოგებაშვილის 62-ში, მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის შემოღობვის ნებართვაზე მიიღო. კომპანიაში  აცხადებენ, რომ მერის უარი დაუსაბუთებელია. გოგებაშვილის ქუჩაზე, 62-ში მდებარე 6200 კვ/მ ტერიტორია [კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ, პორტის ადმინისტრაციული შენობის წინ] 2017 …

Exit mobile version