ვარგისი, მალფუჭებადი საკვები გამოყენებული იქნას ქველმოქმედებისთვის – პეტიცია

მოქალაქე ლევან აღნიაშვილი საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავს, დახლზე დარჩენილი, საკვებად ვარგისი, არა მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის საქველმოქმედო მიზნით იქნას გამოყენებული. „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის აპრილში 4523 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა გადაყარეს სანაგვე ურნებში. მაისში – 11 484, ივნისში – 7312, ივლისში – 9455, აგვისტოში – 7778, სექტემბერში – 5424, ოქტომბერში – …

კომპანიებმა 100 ათასი ლარის ხაჭაპური და ცომეული ნაგავში გადაყარეს

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ზუსტად 94 242 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა ნაგავში გადაყარეს. 2017 წლის აპრილიდან 12 თვის განმავლობაში გადაყრილი საკვების რაოდენობისა და ფასების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურმა მოაწოდა. მზა საკვები პროდუქტების ვარგისიანობის ვადა კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ძირითად შემთხვევაში ეს ვადა 6-დან 12 საათამდე მერყეობს სხვადასხვა პროდუქტზე. ბათუმის ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ …

ჰიპერმარკეტები ვადის ამოწურვის მოტივით მზა საკვებს ყრიან

სუპერმარკეტში, მზა საკვები პროდუქტების დახლთან, ალბათ თქვენც გიკითხავთ, ახალია თუ არა სალათი, ან ღვეზელი. ზოგიერთ კონსულტანტს კი გულწრფელად უთქვამს, რომ სალათი, რომლის შეძენასაც აპირებდით, გუშინდელია. ოფიციალურად სუპერმარკეტებსა თუ ჰიპერმარკეტებში აცხადებენ, რომ მზა პროდუქტების ვარგისობის ვადები მკაცრად კონტროლდება და „გუშინდელი“ არაფერი აქვთ. სად მიაქვთ მზა საკვები პროდუქტები მაღაზიებს ვადის გასვლის შემდეგ და რატომ არ იზიარებენ ისინი …

Exit mobile version