მახინჯაურის გვირაბში 16 მარტს მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი

მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში 16 მარტს, დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა გადაეთვება სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლზე. „საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიზნით, 2023 წლის 16 მარტს 11:00 სთ-დან, 17:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ნაწილობრივ შეიზღუდება …

ჩაქვის გვირაბთან ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ჩაქვის გვირაბთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები კრიტიკულ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. „ორი კაცი და ერთი ქალია დაშავებული. ერთი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორე ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, მესამე დაშავებული კი „მედცენტრში“ გადაიყვანეს“. შსს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ავტომანქანების მოძრაობა ოთხი დღით შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 26 და 27 ივლისს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის საავტომობილო მოძრაობა იკრძალება. მოძრაობის აკრძალვა უკავშირდება გვირაბში ელექტროსისტემის მოწესრიგებას და გვირაბის შიდა პერიმეტრის დასუფთავებას. დროის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო 28 და 29 …

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი ახალი კვანძი მოეწყობა

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე, მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ [ჩაქვის მხრიდან], ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი მოეწყობა. ახალი კვანძის მოწყობას 2,5 მილიონი ლარი დასჭირდება და სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაჩქარებული წესით შეისყიდის. „განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობა არის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, რომელიც გადის რთულ მთაგორიან რელიეფზე და გზის ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარე შემცირებულია. შესაბამისად, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე, ხშირად იქმნება სატრანსპორტო საცობები და …

Exit mobile version