„ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა

ბათუმის საკრებულოს „ლელოს“ პარტიული სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა. აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრობის და მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმში „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დაასახელა. „ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის ათეულში მხოლოდ სამი ქალია. ბათუმის საკრებულოს პარტიული სია: ირაკლი კუპრაძე ვაჟა დარჩია ეკატერინე დავითაძე ალექსანდრე ფიფია დავით მიქელაიშვილი ზიმლარ ბერიძე დავით მამულაძე გიორგი გეგეშიძე შორენა …

ვინ არიან მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში

ხელისუფლებაში მოსვლიდან ოთხი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარების დასახელებისას მმართველმა პარტიამ მთავარი გათვლა არა პარტიულ სახეებზე, არამედ სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირებზე გააკეთა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, სად შეხვდათ მათ საქმიანობის განხორციელებისას კანონმდებლობაში ხარვეზები, რისი შეცვლა სურთ და რა გეგმები აქვთ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მოხვედრის შემთხვევაში. აჭარის ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუხრან ვახტანგაძე „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს …

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს, ბათუმში, აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმის N68 ოლქი: პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის ნუგზარ ვარშანიძე, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში – ჯაბა ბერიძე. ბათუმის N69 ოლქი: პარლამენტში – ნინო ბერაძე, უმაღლეს საბჭოში – კობა ჩხეიძე. ბათუმის N70 ოლქი: პარლამენტში – თეიმურაზ ხაბაძე, უმაღლეს საბჭოში – არმაზ ბახტაძე. რაც შეეხება აჭარის მუნიციპალიტეტებს. ქობულეთში მაჟორიტარი დებუტატობის …

“წარმატებული სპორტსმენი, ექიმი ან ბიზნესმენი არ ნიშნავს კარგ პარლამენტარს”

13 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. მმართველი პარტიის არჩევანის შეფასება `ბათუმელებმა“ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს, ასლან ჭანიძეს სთხოვა. როგორ აფასებთ „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას? იყო თუ არა თქვენთვის ვინმე მოულოდნელი ამ სიაში? მოულოდნელი ნამდვილად იყო. ის, რომ ძველი, ცნობილი სახეები არ …

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: ბათუმში: 68-ე ოლქში – ფატი ხალვაში, პარლამენტარი; 69-ე ოლქში – ლევან [ნუკრი] ბეჟანიძე, ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტიორი; 70-ე ოლქში – მუხრან ვახტანგაძე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი. ქობულეთში: კობა ნაკაიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის …

ბათუმში, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე, მაღალმთიანი აჭარიდან [ფოტო, ვიდეო]

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ქობულეთიდან, ბათუმში, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე იკრიბებიან. კოლონებად წამოსული ავტომანქანების ნაწილი უკვე ბათუმშია. ევროპის მოედანზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს, საღამოს 8 საათზე, მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს. ერთი საათით ადრე კი „ქათული ოცნების“ მიერ ორგანიზებული კონცერტი დაიწყება.

„ოცნება“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად ფატი ხალვაშს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად ბათუმში დღეს „ქართული ოცნება“ ფატი ხალვაშს წარადგენს. იგი არის მოქმედი პარლამენტარი და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის და. ის, რომ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ, „ბათუმელებს“ ფატი ხალვაშმა დაუდასტურა. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, კიდევ ერთი კანდიდატი ბათუმელი ექიმი, სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი ნუკრი ბეჟანიძე იქნება. მაჟორიტარობის კანდიდატებს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში დღეს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე წარადგენს. …

Exit mobile version