„ევსაქებმა“ მაჟორიტარობის 16 კანდიდატი წარადგინეს, ბათუმის კანდიდატი უცნობია

დღეს, 3 აგვისტოს, „ევროპულმა საქართველომ“ თავისი მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა – ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პარტიას 16 მაჟორიტარი ეყოლება, მათ შორის, 4 ქალი კანდიდატი. „ევროპულ საქართველოს“ ჯერჯერობით არ დაუსახელებია ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი. პარტიამ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარობის კანდიდატად, როგორც ცნობილი იყო, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში დაასახელა ტარიელ ნაკაიძე. „ევროპულმა საქართველომ“ დღეს ასევე დაასახელა ორი მაჟორიტარობის …

უსკო მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია, მაჟორიტარობის კანდიდატთა არჩევნების მეორე ტურის ტურის შედეგებს აქვეყვენს.  უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის პირველადი  მონაცემები 347+1 (სპეც.უბანი) უბნების მიხედვით: ბათუმის N68 მაჟორიტარული ოლქი: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ელგუჯა ბაგრატიონი – 33.37% (5 905) ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ვახტანგ წულაძე 66.63%(11 789) ბათუმის N69 მაჟორიტარული ოლქო: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” …

საარჩევნო პლაკატების კანონდარღვევით გაკვრის ასამდე ფაქტი გამოვლინდა

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზაალ მამუჭაძის განცხადებით, საარჩევნო პლაკატების გაკვრის, სამართალდარღვევათა ასამდე შემთხვევა გამოვლინდა. საარჩევნო პლაკატების ნაწილი გამოკრულია ქალაქის ისტორიულ უბნებში, ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რაც კანონით აკრძალულია. ევროპის მოედანზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განთავსებულია დიდი ზომის საარჩევნო ბანერი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის, მემედ აბაშიძის ქუჩაზე კი  ნინო ბურჯანაძის პარტიის, მაჟორიტარი კანდიდატის ასევე დიდი საარჩევნო …

მაჟორიტარი კანდიდატი: ყველაზე დიდი მივლინება, ჩემი გამგებლობის დროს, იყო წალკა

დავით გათენაძე მაღალმთიანი აჭარაში , 73-ე ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის დეპუტატობის კანდიდატად პაატა ბურჭულაძის პარტიამ – „სახელმწიფო ხალხისთვის“ დაასახელა. ბატონო დავით, ვინ გიპოვათ თქვენ უშუალოდ და რანაირად მოხდა, რომ პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად დაგასახელათ? პაატასთან პირადი ურთიერთობა მქონდა. ხშირად ვხდებოდით ერთმანეთს და აზრებს ვუზიარებდით, თუმცა მაშინ არც ის აპირებდა პოლიტიკაში მოსვლას და არც მე მქონდა პოლიტიკაში …

რას გვეუბნება “გუგლი” მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ

აჭარაში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებას თუ გადაწყვეტთ, ალბათ, პირველი რასაც გააკეთებთ, ინტერნეტში „გუგლის“ საძიებო სისტემაში მათი სახელებისა და გვარების ჩაწერაა; გეგმა ბ-დ ალბათ ფოტოს მიხედვით ძიებასაც დაიტოვებთ. თუმცა, უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ რიგ კანდიდატებს „გუგლი“ ვერ ცნობს. საძიებო სისტემა, უმეტეს მათგანზე, ფეისბუქის ანგარიშისა და მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებისას მასმედიაში გავრცელებული „ნიუსების“ [სადაც მათი სახელ-გვარები …

Exit mobile version