„30 000 ლარი შემოგვთავაზეს კომპენსაციად“ – დამეწყრილი კურსების მცხოვრები

„თუკი აქამდე გვესმოდა, რომ ზარალი დაითვლებოდა ინდივიდუალურად, ამჯერად პირველად გააჟღერეს, რომ თურმე ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და 30 000 ლარია კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტებისთვის. ამას მოჰყვა უკმაყოფილება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბეროძე, დამეწყრილი სოფლის, კურსების მაცხოვრები. მისი თქმით, 8 აპრილს, დამეწყრილ ოჯახებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებსაც კითხვები დაუსვეს კომპენსაციაზე და მეწყრის განვითარების მიზეზებზე. რატომ არის …

ირანის საკონსულომ ბათუმში სპარსული ენის შემსწავლელი კურსი გახსნა

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ ბათუმში სპარსული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო. როგორც საკონსულოში ამბობენ, კურსის პროგრამაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. საკონსულოში გამართულ  პრეზენტაციას  ესწრებოდნენ ირანის კონსული საქართველოში და ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აღმოსავლური ენების დეპარტამენტის თავმჯდომარე ემზარ მაკარაძე. ათკაციანი ჯგუფი უკვე შეივსო, იგი ბსუ-ს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის სტუდენტებითა და სხვა მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. კვირაში ორჯერ იქნება სწავლება – …

თანამედროვე 3D დიზაინის შექმნის, მოდელირებისა და 3D ბეჭდვის უფასო კურსები ბათუმის ამერიკულ კუთხეში

ბათუმის ამერიკულ კუთხეში თანამედროვე 3D დიზაინის შექმნის, 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის კურსები ტარდება. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც კომპიუტერის საბაზისო ცოდნა გააჩნიათ (იგულისხმება ინტერნეტში მუშაობა, სწრაფი ღილაკები, საოფისე პროგრამები, მარტივი დიზაინების აწყობა). შეხვედრები გაგრძელდება 17-20 ივლისის ჩათვლით (12:00 სთ-16:00 სთ) 3D – New Ways Camp გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნისთვის, დაპროექტებას, …

გამოყენებითი მათემატიკის უფასო კურსები მოსწავლეებისთვის

ბათუმის ამერიკული კუთხე სკოლის მოსწავლეებისთვის გამოყენებითი მათემატიკის კურსებს აცხადებს. კურსი მათემატიკის მოყვარული, VII-X კლასის იმ მოსწავლეებისთვისაა, რომლებსაც სურთ, იმაზე მეტი ისწავლონ მათემატიკის შესახებ, ვიდრე ამას გაკვეთილზე ახერხებენ. ორგანიზატორების ცნობით, მოსწავლეები კურსის განმავლობაში შეისწავლიან ფიბონაჩის მიმდევრობას და ოქროს კვეთას, ათვლის პოზიციურ სისტემებს, არაევკლიდურ გეომეტრიებსა და გამოყენებითი მათემატიკის კიდევ ბევრი სხვა დეტალს. რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე. სარეგისტრაციო აპლიკაციის გაგზავნის …

შავი ზღვის ბიზნესის აკადემია აცხადებს მიღებას უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

შავი ზღვის ბიზნესის აკადემია ახადებს საბუთების მიღებას პროფესიულ და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებზე:  – სასტუმროს მიღება-განთავსების სპეციალისტი – ბუღალტერი – სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი – ბანკის მოლარე-ოპერატორი აკადემიაში ჩარიცხვა წარმოებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. ქართული ენის ცოდნის დონის განსაზღვრის მიზნით,  აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას. გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი. შავი ზღვის ბიზნესის აკადემია ასევე აცხადებს მიღებას შემდეგ სასერტიფიკატო კურსებზე: – სასტუმროს მენეჯმენტი – სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა OPERA – ბუღალტერია – ბანკის მოლარე-ოპერატორი – ძვირფასი ლითონები – საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCad – არქიტექტურული მოდელირების პროგრამული პაკეტი ArchiCAD   წარმოსადგენი საბუთები:   – სააპლიკაციო …

Exit mobile version