დეკემბერში 5 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და 2 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 დეკემბრის თვეში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად – 9 პირი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა – 2, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში ამოიღეს 5 კილოგრამი და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, …

ესპანეთში დააკავეს 4 ქართველი მეზღვაური, გემს 3 ტონა კოკაინი გადაჰქონდა – მედია

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს დახმარებისთვის 4-მა ქართველმა მეზღვაურმა მიმართა. მეზღვაურები 24 თებერვალს ესპანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში. უცხოური მედიის ინფორმაციით, პალაუს რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ NEHIR-ს, 3 ტონა  კოკაინი გადაჰქონდა. ესპანელმა სამართალდამცავებმა მეზღვაურები ესპანეთის ტერიტორიულ წყლებში დააკავეს. მედიის ცნობით, მეზღვაურებმა გემი ჩაძირეს და გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერებები მტკიცებულების სახით …

რამდენი ნარკოტიკი ვერ გაყიდეს საქართველოში [ინფოგრაფიკა]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია: 13 კილოგრამი და 5 გრამი “ჰეროინი”, 1 800 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 2500 აბზე მეტი “ექსტაზი”, 6 კილოგრამი და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილოგრამი და 400 გრამი “კოკაინი” და 400 გრამი ფსიქოტროპული …

3 კგ-ზე მეტი “კოკაინის” და ნახევარ კილოგრამამდე “ჰეროინის” უკანონო შემოტანის მცდელობა

შს სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 კილოგრამი და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი“. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. …

Exit mobile version