„ივანიშვილი ატარებს დიდ ტრიუკს, რომ პროექტი რაღაც ეტაპზე ჩაიშალოს“ – ინტერვიუ

„გოგა ხაინდრავა რომ ამბობს, 300 წელი არაბები იყვნენ საქართველოში და გაარაბება არ მოხდაო, გოგა ხაინდრავასნაირი ქართველები არ იყვნენ და იმიტომ – 300 წლის განმავლობაში ქართველები მუდმივ წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს და „აბა ომი გინდათ?“ – არ უძახიათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენი წინაპრები პირდაპირი მნიშვნელობით იბრძოდნენ. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც არ გაარაბდა ეს ქვეყანა. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც …

უცხოური ინვესტიციები შემცირდა, კომპანიების ნაწილი კი ვალდებულებებს ვერ ასრულებს

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მათ შორის საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კლების ტენდენცია პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე არ შეიცვლება და ახალ, მსხვილ ინვესტორებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის …

ჩინელი ბიზნესმენები ბათუმში – რას მალავს მთავრობა

ავტორები: თედო ჯორბენაძე, ირმა დიმიტრაძე საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურს ელიან, ქვეყანაში მრავალათასიან აქციებს მართავენ პოლიტიკური პარტიები, პარალელურად კი ბათუმში ბოლო თვეებია ერთი თავსატეხის ამოხსნას ცდილობენ – რის გაკეთებას აპირებენ ჩინელი ბიზნესმენები ბათუმში? რის გაკეთებას აპირებენ ჩინეთის მოქალაქეები ბათუმში „მენეჯერმა გვითხრა, რომ საქართველოში არჩევნებია და ბევრი ჩინელი ერთად არ უნდა დაინახონ ქუჩაში. ამიტომ, ძირითადად, სავაჭრო ცენტრში ან …

მინისტრი მალავს, სად აკეთებს მთავრობა ბათუმში 22 ჰექტარზე ტურისტულ ატრაქციას

„დაველოდოთ მოვლენებს“ – კომუნიკაციის ეს ფორმა აირჩია ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, საზოგადოებისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად. მას არჩევნებამდე 2 დღით ადრე აჭარის მთავრობაში დაანონსებულ საინვესტიციო პროექტზე – 22 ჰექტარზე ტურისტული ატრაქციის მოწყობის შესახებ ვკითხეთ. დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, უკვე ხელოვნური კუნძულის შემდეგ, მორიგი მასშტაბური პროექტი ისე დააანონსა, რომ …

„კუნძულზე ბაითს ჩამადგმევინებ?“ – თორნიკე რიჟვაძეს პალმის რტოები და ბუშტები მიუტანეს

„კუნძულზე ბაითს ჩამადგმევინებ?“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 21 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური ერთობის ახალგაზრდა წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ თორნიკე რიჟვაძე საზოგადოებას დასცინის, როცა ის ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე საუბრობს. „მსგავსი კი არა, უფრო დაბალი დონის პროექტებიც არ გვინახავს თორნიკე რიჟვაძისგან, ამიტომაც არ მჯერა ეს ირონიაა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის …

მთავრობა ჩაქვის პლაჟზე 4 ჰექტარი მიწის გასხვისებას აპირებს

ბათუმის მერია ჩაქვის პლაჟზე 4 ჰექტარამდე ტერიტორიას აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადასცემს, მისი შემდგომში ინვესტორზე გადაცემის მიზნით. როგორც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას ოფიციალურად მიწერა, რომ ჩაქვის პლაჟის ტერიტორიას, მიმდებარე ნაკვეთთან ერთად მეზღვაურთა ქუჩაზე, #20/22-ში და ასევე ბათუმის ქუჩაზე #50-ში, საინვესტიციოდ ამზადებენ. ეს წერილი მერიაში 21 მაისს მიიღეს. ის …

თორნიკე რიჟვაძე რუსულ ინვესტიციებზე: „საფრთხე განსახილველია სხვა ფორმატში“

„მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ბიზნესის ხელშეწყობა… ჩვენ გვაქვს 43-პროცენტიანი ზრდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ეს ციფრი უნდა გახდეს 6 მილიარდი. 6 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ….“ – აღნიშნა დღეს, 28 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. დღევანდელ სხდომაზე კურორტ „გოდერძიზე“ მომუშავე რამდენიმე კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები გადაუვადეს. ,,გასულ წელს, საინვესტიციო ხელშეწყობის წესის ფარგლებში,  აჭარაში განახლდა  …

„ბათომის“ მიმართვა: ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცებაზე მსჯელობას იწყებს. საზოგადოება „ბათომი“ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიმართავს ქალაქის თვითმმართველობას. „მოვითხოვთ, ქალაქის მმართველობამ უარი თქვას ქალაქის საზიანო გადაწყვეტილების მიღებაზე, რითაც 5 ცათამბჯენის აშენება იგეგმება ბათუმის კონცხზე – რივიერაზე. ეს ქალაქი ჩვენ გვეკუთვნის, ბათუმელებს, რივიერა კი ჩვენია, ისტორიული ბათუმის ნაწილია, ერთადერთი დარჩენილი სივრცეა, რითაც …

სამინისტრო გონიოში 48 ჰექტარ მიწას აუქციონზე გასაყიდად გაიტანს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებს წლის ბოლომდე აუქციონზე გაიტანს. ამის შესახებ დღეს, აჭარის მთავრობის ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი. გონიოს განვითარების კონცეფცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თორნიკე კუჭავამ წარმოადგინა. „ავიღეთ პოლიგონის მარცხენა მხარე, რომლის დაგეგმარებასაც ვაპირებთ. ახლა აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც გლობალურ დაგეგმარებას გააკეთებენ. არ არის ადვილი …

„ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, არის ავთენტური“- ინტერვიუ თორნიკე რიჟვაძესთან

„პირადად ვიძიებ შურს“, „ეს სფერო ნარკობიზნესად აქციეს პრაქტიკულად“, „სახაშეები“, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“… – ამ ფრაზების საჯაროდ თქმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს უკვე მოასწრო. იგი გასული წლის ივლისიდან არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. მასთან ინტერვიუს ჩაწერის დროს „ბათუმელების“ ერთ-ერთი კითხვა საჯარო განცხადებებსაც შეეხო: რატომ არჩია მან ეს აგრესიული რიტორიკა, ეს მისი სტილია, …

რიჟვაძე ამბობს, რომ „შარლატანებს“ ორ წელიწადში 2 მილიარდი ლარის მოზიდვით უპასუხებენ 

დღეს, 29 მარტს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთავრობა ორი მილიარდი ლარის ინვესტიციის მოზიდვას აპირებს. „ბოლო რვა თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და ყოველ მომდევნო თვეში იქნება ამ მუშაობის შედეგი. გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები რეპუტაციულ ინვესტორთა ჯგუფებთან და შემდეგი ორი წლის განმავლობაში უნდა გავაოთხმაგოთ საინვესტიციო პორტფელი აჭარაში და …

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქეები საკრებულოს წევრებს დაუპირისპირდნენ

ხმაურით მიმდინარეობს ქობულეთის საკრებულოს სხდომა, რომელსაც მოქალაქეებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი პირები  ჩაქვის პლაჟის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ იჯარის წესით გადაცემას აპროტესტებენ და საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ვერ შეძლო. საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვს ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციაც. „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას, ათწლიანი იჯარით ითხოვს. ამ კომპანიას უკვე …

რიჟვაძე უცხოური ინვესტიციების $158 მილიონით კლებაზე – „ახასიათებს ციკლურობა“

ქვეყანაში, მათ შორის აჭარის რეგიონში, უცხოური ინვესტიციების კლებაზე კომენტარი თორნიკე რიჟვაძეს ვთხოვეთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. „გასული კვარტალი იყო კლება, მაგრამ, ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ თვითონ ინვესტიციებს ახასიათებს ციკლურობა. თქვენ ნახავთ, 2019 წლის პირველი და მეორე კვარტალი, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რა ნიშნულზე აიყვანს ჩვენს რეგიონს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჰიდროელექტროსადგურები იყო ყველაზე მსხვილი ინვესტიცია საქართველოში …

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: რეგიონში კერძო ინვესტიციებზე ინფორმაციას არ ვფლობთ

რა რაოდენობის უცხოური, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის ინვესტიციები განხორციელდა აჭარაში 2017 და 2018 წელს – ამ ინფორმაციის მისაღებად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ. სამინისტროდან ასევე წერილობით გვიპასუხეს, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ. „თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მეთოდოლოგიის დახვეწის აუცილებლობის გამო, 2017 წლიდან აღარ აღრიცხავს კერძო სექტორის …

ლარის გაუფასურება და საწვავის ფასების ზრდა – საქართველო 2018 წელს (ინფოგრაფიკა)

2018 წლის 8 თვეში, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, გაუარესებულია ლარის გაცვლითი კურსი და ქვეყნის სავაჭრო ბალანსი, გაზრდილია საწვავის ფასი, შემცირებულია ინვესტიციები. საწვავის [ზოგადად სამომხმარებლო] ფასების დინამიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] დეტალური ინდექსით გამოსახავს. თუ ამ ინდექსებს გადავხედავთ, ბენზინის ფასი აგვისტოს თვეში იანვართან შედარებით 7 პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო დიზელის ფასი – თითქმის 11 პუნქტით. ბენზინის ფასი …

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2017 წელს, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა (25.9 პროცენტი), შემდეგ მოდის თურქეთი (15.0 პროცენტი ) და გაერთიანებული სამეფო (13.4 პროცენტი). აზერბაიჯანი – 482.1 მლნ აშშ დოლარი თურქეთი – …

ახალი საინვესტიციო პროექტები კურორტ გოდერძიზე

კურორტ „გოდერძიზე“ 4 ახალი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტების შესახებ ხელშეკრულება 10 დეკემბერს, კურორტის ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გაფორმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორებს შორის;  ახალი საინვესტიციო პროექტები 15 790 000 ლარის ინვესტიციას და 254 სასტუმრო ნომერს ითვალისწინებს. სასტუმროების მშენებლობის პროცესში 360, დასრულების შემდეგ კი 75 ადგილობრივი დასაქმდება. აჭარის …

ინვესტორები „ბათუმის სამშობიარო სახლში”

„ბათუმის სამშობიარო სახლი“ შესაძლოა გაიყიდოს. საავადმყოფოს ერთ-ერთი აქციონერი, ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ მზადაა თავისი წილი ინვესტორს დაუთმოს, თუკი იგი მის განვითარებას და გაძლიერებას შეძლებს. მან “ბათუმელებს” უთხრა, რომ ინვესტორთან წილების შესყიდვაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საწარმოს 187 აქციონერი ჰყავს, ხოლო ისტორიული შენობა რუსთაველზე, სადაც სამშობიარო სახლია …

ენმ: აჭარის მთავრობამ გამოაქვეყნოს საინვესტიციო პროექტების სია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მოსახლეობასთან შეხვედრისას ცრუ დაპირებების გაცემაში ადანაშაულებს და აცხდებს, რომ 3 ოქტომბერს ზურაბ პატარაძემ „რუსთაველის ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ბათუმში 4 მილიონ კვადრატულ მეტრზე დაიწყო საინვესტიციო პროექტი; ასევე  ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ აშენდა 170 სასტუმრო, იქნებ გამოაქვეყნონ იმ ობიექტებისა და საინვესტიციო პროექტების სია.“ …

ბათუმში საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა [IFC] და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, 14 ივნისს, ბათუმში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ორგანიზატორთა განცხადებით, ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკის ჯგუფის იმ ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს კერძო სექტორის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად: „განვითარებად ქვეყნებს უდიდესი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ახერხებს მის რეალიზაციას ინვესტიციების ნაკლებობის, კონკურენტუნარიანობის დაბალი …

საია: მინისტრის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან

„გვაჩვენოს დავით ბალაძემ კონკრეტული ციფრები და დაადასტუროს, რომ რეგიონში ნამდვილად ინვესტორების ბუმია“ – ამ მოთხოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ბრიფინგი გამართეს. უმაღლესი საბჭოს წევრი, ეკა თარგამაძე ამბობს, რომ მათ სამინისტრო იმ ინვესტორების შესახებაც არ აწვდის ინფორმაციას, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები სახელმწიფოსთან აქვთ აღებული, ანუ ე.წ. სახელმწიფო ინვესტიციებზე. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური …

ქობულეთში ვისკისა და ჯინის წარმოება დაიწყება

ალკოჰოლის საწარმო ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, შპს „Park Gida“-მ მოაწყო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია საწარმოს მშენებლობა და მიმდინარეობს შენობის ინტერიერისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. ალკოჰოლის ახალ საწარმოში 45 ადამიანია დასაქმებული და ინვესტიცია 5 მილიონ ლარს შეადგენს. საწარმო პირველ ეტაპზე არაყს, ვისკის და ჯინს აწარმოებს. შპს „Park Gida“ 2012 წელს არის დარეგისტრირებული და მისი 100% წილის …

Exit mobile version