უსკოს წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს უკვე იარაღის ტარების უფლება აქვთ. შესაბამის დადგენილებას „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დადგენილება 2025 წლის 18 მარტიდან ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის დადგენილებაში – „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ – შევიდა ცვლილება და დაემატა შემდეგი შინაარსის მუხლი: …

ხელში ჩავიგდეთ რუსეთის საჰაერო-თავდაცვის სისტემა, რომელიც 24 მლნ დოლარი ღირს – უკრაინა

უკრაინული მედია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს რუსული საჰაერო-თავდაცვის სისტემა – Тор М2, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 24 მილიონი დოლარია. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ჩაიგდეს ხელში უკრაინელმა სამხედროებმა V-სიმბოლოიანი რუსული საჰაერო-თავდაცვის სისტემა – Тор М2. „იშვიათი ნადავლი. რუსული Тор М2 წარმატებით …

ევროპის სამხედრო დახმარება უკრაინაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს – Politico

ივლისის განმავლობაში ევროპის ექვს უდიდეს ქვეყანას უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების ახალი ვალდებულებები არ აუღია – მსგავსი რამ თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა და ეს მიუთითებს, რომ ევროპის სამხედრო დახმარება შესაძლოა მნიშნელოვნად შემცირდეს ზუსტად მაშინ, როდესაც კიევი გადამწყვეტ კონტრშეტევებს იწყებს – წერს გამოცემა Politico კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით. ინსტიტუტი ომის დაწყების პირველი დღიდან აწარმოებს უკრაინის …

უკრაინამ 50 თურქული ჯავშანმანქანა Kirpi მიიღო – რა შეუძლია მას

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თურქული ჯავშანმანქანების Kirpi-ს პირველი პარტია მიიღო – 50 მანქანა. მედიის ცნობით, უკრაინა ჯამში 200 Kirpi-ს ელოდება. ჯავშანმანქანების ვიდეო ფეისბუქგვერდზე ოპერატიულმა ჯგუფმა „კახოვკამ“ გამოაქვეყნა. თურქული მანქანების შესახებ დაწერა რადის დეპუტატმა იური მისიაგინმაც. „საზღვაო ქვეითების ორი ბრიგადა უკვე იყენებს მანქანებს. ველოდებით კიდევ 150 ერთეულს! ტყვიამფრქვევი, რომელიც ხელით იმართება და რომელიც 360 გრადუსით ტრიალებს, ცეცხლჩამქრობი …

რამდენიმე ათას პოლიციელს თანამედროვე პისტოლეტი გადაეცა – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელების მასშტაბური გადაიარაღება დაიწყო. „რამდენიმე ათას პოლიციელს გლოკის სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტები გადაეცემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა“, – აცხადებს შსს. შს სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შემდეგ, აღნიშნული ტიპის იარაღით საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებიც აღიჭურვებიან. „ბოლო წლების …

სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი

შს მინისტრის ბრძანებით სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი განისაზღვრა. ამავე ბრძანებით, ცვლილებები შევიდა სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესში. ახალი წესების დარღვევა კი, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. სამინისტროს ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, …

იარაღს ჯილდოდ უკვე გენერალური პროკურორიც გადასცემს

სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლებამოსილება უკვე საქართველოს გენერალურ პროკურორსაც აქვს. მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში 2021 წლის 15 მარტიდან შევიდა. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის მიხედვით, უფლებამოსი­ლი თანამდებობის პირის მიერ წახალისების ფორმით იარაღი ჯილდოდ გადაეცემა ფიზი­კურ პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, აგრე­თ­ვე, სამსახურებრივი ან საბრძოლო დამსახურებისათვის, ან/და სპორტული მიღ­­წევებისათვის. იარაღი ჯილდოდ გადაეცემა …

შსს: სარფში გასაყიდად გამზადებული ავტომატი და ვაზნები ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, ავტომანქანის …

კასრში აღმოჩენილი ასაფეთქებლების საქმე ექსპერტიზის გარეშე – დაკავებული ბრალს არ აღიარებს

ფემბე-ოზლემ ოლუნის საქმეზე არსებითი განხილვა მოსამართლე ლევან გელოვანმა დღეს, 24 იანვარს, დაიწყო. საუბარია ქობულეთში, სამალავში ჩამარხულ კასრში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე – ბრალდებული ქალია, რომელიც თურქეთის მოქალაქეა და ბრალს არ აღიარებს. პროკურატურის ვერსიით, ფემბე ოლუნი ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას სხვადასხვა ადგილზე ინახავდა. დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. პროკურორი პაატა ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ …

Exit mobile version