ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ ონლაინ გაიმართა

ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ წელს განსხვავებულ ონლაინ ფორმატში გაიმართა. ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფესტივალზე შემოსული 2074 ფილმიდან, სელექცია გაიარა 118-მა ფილმმა, რომლებიც გადანაწილდა 7 საკონკურსო კატეგორიაში. ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ მთავარი, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიურის მიერ. ფილმების ჩვენებებთან ერთად, ფესტივალი დატვირთული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამით. მასტერკლასები, ვორქშოპები, …

ანიმაციური ფილმების ფესტივალი “თოფუზი” დაიწყო

დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი თოფუზი იწყება. ფესტივალი სტარტს ხულოში იღებს. ვორქშოფის შემდეგ, 15:00 საათზე, საუკეთესო საბავშვო ფილმს ხულოს კულტურის ცენტრში აჩვენებენ. ჩვენებები გაიმართება ასევე 22 ოქტომბერს ქედაში, ქედის კულტურის ცენტრში, 23 ოქტომბერს ხელვაჩაურში –  ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, 24-26 ოქტომბერს კი ბათუმში, რამდენიმე ადგილას. 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმის დრამატულ  თეატრში ფესტივალის ოფიციალური გახსნაა …

ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი” ქედასა და შუახევში გაიმართება

ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ ხელვაჩაურში 30 მაისს გაიმართება. ფესტივალი ვორქშოპებსა და ანიმაციური ფილმების ჩვენებებს მოიცავს. ხელვაჩაურს ესტუმრებიან ხულოსა და ბათუმის ანიმაციური სტუდიის  მოსწავლეები და თავიანთი ფილმების პროექტების პრეზენტაციებს გამართავენ. ფესტივალს 50 მოზარდი დაესწრება. „თოფუზს“ წელს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი უმასპინძლებს. ქედაში ფესტივალი 31 მაისსა და პირველ ივნისს გადაინაცვლებს. 1-ელ ივნისს, ბავშთა დაცვის დღეს მიეძღვნება ფილმების ჩვენების …

ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი“ პირველ ოქტომბერს დაიწყება

პირველი ოქტომბერს აჭარაში ანიმაციური ფილმების მეათე საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ დაიწყება. ფესტივალს ა(ა)იპ „ანიმაციის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „პერსონაჟი“ ჩაატარებს. ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო და საინფორმაციო ჩვენებები გაიმართება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში, ხელოვნების უნივერსიტეტში, ხულოს დრამატულ თეატრში, ხელვაჩაურისა და ქედის კულტურის სახლებში. ამავე ფესტივალის ფარგლებში ბათუმის მერიამ არასაკონკურსო პროგრამის ორგანიზების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი …

რა ფილმებს ნახავთ დღეს და ხვალ ანიმაციური ფილმების ფესტივალზე ბათუმში

ბათუმში ანიმაციური ფილმების მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი” მიმდინარეობს.  ფესტივალი 2 ოქტომბერს დაიწყო ხულოში, ქედასა და ქობულეთში ფილმების ჩვენებით, 5 ოქტომბერს კი ბათუმში გადმოინაცვლა. „ბათუმელები“ გთავაზობთ 6-7 ოქტომბრის საფესტივალო პროგრამას. ანიმაციური ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა. 6 ოქტომბერი, პარასკევი ბათუმის თოჯინების თეატრი, 12 საათზე: საუკეთესო საბავშვო ფილმი; ჰელუ ბერლუ; სახე; ქარი ჩალებში; ნეგატიური სივრცე; თხები; კავშირი; წარმოსახვა; ღილაკი. ბათუმის თოჯინების …

Exit mobile version