„ნიკორა ტრეიდმა“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-2 და ბოლო ტრანშის სახით, 60 მილიონი ლარის არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR3M + 3.50%-ით, ხოლო ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება. კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. …
Tag Archives: თიბისი
საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისისა მხარდაჭერით საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით …
Continue reading “საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება”
თიბისისა და VELI.store-ის 1-თვიანი პარტნიორობა დაიწყო – არ გამოტოვოთ განსაკუთრებული შეთავაზებები
19 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, თიბისის ერთგულ მომხმარებლებს VELI.store-ზე განსაკუთრებული შეთავაზებით შოპინგის შესაძლებლობა აქვთ. VELI.store-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, დახარჯული თანხის 10%, ყოველ შენაძენზე მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებთ; თუმცა, თუ თიბისი კონცეპტის მომხმარებელი ხართ და ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით …
თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა
კერძო სექტორში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკისა და გენდერული თანასწორობის გასაძლიერებლად, თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თიბისის, როგორც ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის, მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს და იყოს გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG) პრინციპების წამყვანი მხარდამჭერი ქვეყანასა და რეგიონში. ამისათვის, თიბისი წლებია ქმნის მწვანე და სოციალური …
Continue reading “თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა”
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ჯაზფესტივალის მოახლოებასთან ერთად, თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები, სწორედ ბათუმში მოუმზადა. შეთავაზებები, ტრადიციულად, მრავალფეროვანია და ყველა იმ კატეგორიას აერთიანებს, რომელიც ბათუმში სტუმრობისას დაგჭირდებათ. სასტუმროები: Rooms Batumi ჯაზ ფესტივალისთვის, თიბისი კონცეპტმა და Visa-მ სასტუმროში- Rooms Batumi, 31 ივლისის ჩათვლით, 20%-იანი ფასდაკლება მოგიმზადათ. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ კვირის დღეებში, შაბათ-კვირის გარდა. Le Meridian თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, …
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ახალი ფუნქციონალები ბიზნეს ინტერნეტბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა: სიახლეების კატეგორია – ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას, სიახლეების კატეგორიაში დაწკაპუნებით, შესაძლებელია ციფრული ბანკის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება. ამონაწერი რამდენიმე ანგარიშიდან -ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ექსელის ფაილით, 5 ანგარიშიდან ამონაწერი ერთდროულად, მხოლოდ ერთი …
თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
თიბისიმ მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ინოვაციური ფუნქციონალი შექმნა. მათ ეძლევათ უპრეცედენტო შესაძლებლობა, ნებისმიერი სხვა ბანკის საკუთარ ბარათზე ან პირიქით, თანხა არა მხოლოდ ლარში, არამედ დოლარისა და ევროს ვალუტებშიც მომენტალურად გადარიცხონ. აღნიშნული ფუნქციონალი მოქმედებს მხოლოდ მობაილბანკში და თანხა ბარათზე წამებში ისახება. გადარიცხვის საკომისიო კი, მხოლოდ 1%-ია. ახალი, ინოვაციური ფუნქციონალით სარგებლობა, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ …
ტენე – „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
უკვე რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზე „ტენე“ გამოჩნდა — კომპანია „ჯინვენტორის“ მიერ შექმნილი „მწვანე“ USB კაბელი. ამოსავალი წერტილი კი ის იყო, რომ ხარისხიანი მიკროელექტრონიკის პროდუქცია მიეწოდებინათ მომხმარებლებისთვის. თავდაპირველად, იმპორტს ეყრდნობოდნენ, მაგრამ მალე გადაწყვიტეს, უშუალოდ წარმოებაც დაეწყოთ. იდეის რეალობად ქცევას საკმაოდ დიდი შრომა და სფეროში ცოდნის გაღრმავება სჭირდებოდა. როგორც „ტენეს“ დამფუძნებელი, ალექსანდრე ლილუაშვილი აღნიშნავს, როდესაც წარმოებაზე ფიქრობდა, …
გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით
11-13 ივლისს, ბათუმი რიგით მე-18 ჯაზ ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დღეების საუკეთესო დასაწყისის შესაქმნელად, 11 ივლისს, თიბისი კონცეპტი და VISA, გთავაზობთ ჯაზ მატარებლის კიდევ ერთ თავგადასავალს, რომელიც თბილისიდან ბათუმში გამოგზაურებთ. კომფორტული მგზავრობისა და გზად ბევრი საინტერესო აღმოჩენის მხარდამჭერი ტრადიციულად საქართველოს რკინიგზაა. ჯაზ მატარებელი თბილისიდან 11 ივლისს, 10:50 საათზე დაიძვრება. მგზავრების …
Continue reading “გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით”
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
თიბისი კონცეპტმა Visa სადებიტო ბარათების მფლობელებს გამორჩეული საზაფხულო შეთავაზება მოუმზადა. 20 და 21 ივნისს, პარტნიორი ობიექტების ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგისას, მათ გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდებათ. შეთავაზება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ Visa თიბისი კონცეპტ ბარათებსა და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Signature და Visa Platinum. პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი კი, ტრადიციულად, …
Continue reading “თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის”
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება
თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე დასარეგისტრირებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. განაცხადების მიღება მომდევნო 5 დღის განმავლობაში, 15 ივნისამდე გაგრძელდება, პროექტის ვებ-გვერდზე – https://www.businessaward.ge/ . ამ დრომდე, მონაწილეობის სურვილი უკვე 300-ზე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რიგით მე-9 ბიზნესდაჯილდოებაზე, ფინალისტების და გამარჯვებულების ვინაობა დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი და მათ, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს. წლევანდელი …
Continue reading “თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება”
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი 22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ში ჩატარდება. კონცერტზე ნანისთან ერთად წარდგებიან: ნიკოლოზ რაჭველი, ნატალიკო ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია Kordz. კონცერტზე ნანი Kordz-თან ერთად მათ საერთო ნამუშევარს, „მთვარეო“-ს ახალ ვერსიას open air-ის პრემიერის შემდეგ კიდევ ერთხელ შეასრულებენ. თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით კონცერტის …
Continue reading “თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდება”
იბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა
სტარტაპ დაჯილდოების მთავარ მიზანს გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ადამიანების აღიარება წარმოადგენდა, რომლებიც მის ღირებულებებსა და თვისებებს იზიარებენ. გიორგი ტუხაშვილი წარმატებული ქართული სტარტაპის — Kernel-ის თანადამფუძნებელი, სტარტაპ გრაინდ თბილისის დირექტორი, კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი და, ზოგადად, ქართული სტარტაპ ეკოსისტემის მშენებელი იყო. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლე 35 წლის ასაკში შეწყდა, თუმცა მან მოასწრო წარუშლელი კვალი …
თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია
თიბისი კამპუსი განათლების პროგრამაა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლია. თიბისიმ შექმნა უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის დასრულების შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას. თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია აღნიშნავს: „თიბისი კამპუსში ვისწავლე მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება. ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი, რაც სტარტაპების …
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
თიბისი კონცეპტი, Oktopus-თან პარტნიორობის ფარგლებში, გაძლევთ შესაძლებლობას გაწევრიანდეთ Runners Club-ში. Runners Club-ი თიბისი კონცეპტის და Oktopus-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც ყოველ კვირა დღეს, სირბილის მოყვარულებს, ლისის ტბაზე, Oktopus-ის ინსტრუქტორებთან ერთად უმასპინძლებს. Runners Club-ში გაწევრიანებას თიბისი კონცეპტის 100 უნიკალური მომხმარებელი შეძლებს. კლუბის წევრობა უსასყიდლოა. კლუბის წევრობისთვის აუცილებელია იყოთ კონცეპტ მომხმარებელი. Runners Club-ს გაუძღვებიან Oktopus-ის პროფესიონალი ინსტრუქტორები: ანკა …
Continue reading “თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში”
თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს
თიბისი, ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში, განაგრძობს მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებას სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. თიბისი IT აკადემიის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მიწოდების ჯაჭვი და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკები (Supply Chain & AI Risks)“. ღონისძიება ჩატარდა თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, რომელსაც 100-ზე მეტი სპეციალისტი დაესწრო. შეხვედრას უძღვებოდნენ ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, რომლებმაც …
Continue reading “თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს”
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი თაობის ცხოვრებაში, ბოლო ზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღეა. ბოლო ზარი – ეს მხოლოდ ცხოვრების დასრულებული ეტაპი კი არა, უპირველესად, ახლის დასაწყისია. წინ მთელი ცხოვრებაა – სავსე გამოწვევებით, შანსებით, თავგადასავლებით, სირთულეებითა და გამარჯვებებით. გვჯერა, რომ ეს ის მომენტია, როცა ყველაზე მთავარია საკუთარი თავისა და ძალების რწმენა, რადგან არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა …
Continue reading “შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას”
„პრომო ჰაუსი“ – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
კომპანია „პრომო ჰაუსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, ტექსტილის მიმართულებას და პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს. შექმნის იდეა ნატუკა ფოფხაძეს და თეკლა ჭუმბურიძეს მაშინ გაუჩნდათ, როცა წლების გამოცდილების საფუძველზე მიხვდნენ, მხოლოდ პროფესიონალიზმი არაა საკმარისი – საჭირო იყო სივრცე, სადაც გუნდი ღირებულებებს, ესთეტიკასა და ხედვას თავისუფლად გამოხატავდა. დროთა განმავლობაში, ეს ემოცია კონკრეტულ მიზნად იქცა …
„მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის ახალი გზავნილი
„მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ – მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა. ეს გზავნილი საუკეთესოდ ჰყვება განვითარების იმ ისტორიას, რომელიც თიბისიმ 33-წლის განმავლობაში შექმნა და …
Continue reading “„მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის ახალი გზავნილი ”
ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის ფარა – როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ფერმად
40 წელია ჯუნო ჩიბურდანიძის ყველა დილა ერთმანეთს ჰგავს, თუმცა „დილის რუტინას“ მას მაინც ვერ დაარქმევ. გარიჟრაჟზე დგება- ზაფხულში 05:00 საათზეც კი. პირველ რიგში ბატკნების კვებაზე ზრუნავს, რომლებიც ცალკე სადგომში არიან დაბინავებულები და მეტ ყურადღებას საჭიროებენ. შემდეგ კი მოზრდილი ცხვრები გაჰყავს საძოვარზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მანამდე მოესწროს, სანამ დაცხება. შუადღის მზეში, ცხვრები „სიესტას“ იწყობენ და …
Continue reading “ჯუნო ჩიბურდანიძის ცხვრის ფარა – როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია წარმატებულ ფერმად”
ტექნოლოგიები და ინოვაციები – Global Tech Weekend Tbilisi 2025 – თიბისის მხარდაჭერით
20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მიმართულებების გარშემო გააერთიანებს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი (AI), ფინტექი (FinTech), გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები (AgriTech), მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი (E-Sport) და სხვა. ღონისძიების პარტნიორები არიან: TBC, GITA | StartUp in Georgia, Adjara Group, ATARI, …
05.05.2025- თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღის შეთავაზების დღე
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ. 5 მაისს თიბისი განაწილების მომხმარებლები ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას ჯიპისის, ფარმადეპოს, პსპ-ს და ავერსის ონლაინ ან ფიზიკურ აფთიაქებში შეძლებენ, სადაც მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე, 50 ლარი ქეშბექი დაუბრუნდებათ. მხოლოდ 5 მაისს, მეტი განაწილებით ნივთების შეძენის …
Continue reading “05.05.2025- თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღის შეთავაზების დღე”
ერთი ნაბიჯით წინ – თიბისი ბიზნესი თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მათზე მორგებული პროდუქტებითა და მომსახურებით და კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი საქმიანობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ნაწილი თავის საქმიანობას ბიზნესთან არ აიგივებს. თვითდასაქმებულებს, ბიზნესების წარმომადგენლების მსგავსად, შეუძლიათ ისარგებლონ თიბისის ბიზნესპროდუქტებით, მათ შორის ბიზნესესხით და ბიზნესნაკრებით, …
Continue reading “ერთი ნაბიჯით წინ – თიბისი ბიზნესი თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად”
თიბისი და გიორგი მამარდაშვილი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან
ქართული და ევროპული ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავის – გიორგი მამარდაშვილის შთამაგონებელ ისტორიას თავდაუზოგავ შრომაზე, მწვერვალებისკენ მიმავალ გზაზე, თიბისი ადამიანებთან კიდევ უფრო ახლოს მიიტანს, რათა ეს ისტორია მოტივაციის წყაროდ იქცეს ახალი თაობისთვის და არამხოლოდ. საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ბანკსა და სპორტსმენს შორის მსგავსი ტიპის პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა. მიზანი ცხადია და გვჯერა, რომ ეს იქნება საუკეთესო გამოცდილება …
Continue reading “თიბისი და გიორგი მამარდაშვილი სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან”
22 აპრილი დედამიწის დღე: თიბისის გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა
თიბისი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ნერგავს გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს. ხელმძღვანელობს მაღალი ეთიკური პრინციპებით და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. 22 აპრილი დედამიწის დღეა. თიბისი ყოველთვის აცნობიერებდა მის მნიშვნელოვან როლს და დადებითი ზეგავლენის შესაძლებლობებს გარემოზე …
Continue reading “22 აპრილი დედამიწის დღე: თიბისის გარემოზე ზრუნვის პოლიტიკა”
თიბისი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მხარდამჭერია
თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების შესარჩევად ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება. 2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა. ასევე, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). ოლიმპიადის სტრუქტურა და მიზანი: ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება …
Continue reading “თიბისი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მხარდამჭერია”
თიბისი x გურჯაანის „დელტა“ – პარტნიორობა რეგიონული სპორტის მხარდასაჭერად
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის – „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება; ასევე, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება და სპორტულ აქტივობებში მათი ჩართულობის მუდმივი ხელშეწყობა. „დელტას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება და დაარსებიდან უახლოეს წლებში, გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ა ლიგასა და სუპერლიგაში. 2019 წელს, „დელტას“ …
Continue reading “თიბისი x გურჯაანის „დელტა“ – პარტნიორობა რეგიონული სპორტის მხარდასაჭერად”
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვარსკვლავები იქნებიან. წლევანდელი ჯაზფესტივალი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართება. მაისი | ლაკეშა ბენჯამინი (LAKECIA BENJAMIN) მაისი | თილ ბრონერი და მისი ბენდი (TILL BRONNER & Band) მაისი | სტივ კოლმანი ბენდთან ერთად (STEVE COLEMAN …
Continue reading “თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს”
04.04.2025- დან, ყოველი თვის ორმაგ თარიღში, თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებთ
თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და Okaidi-ს ონლაინ მაღაზიებში შეძლებთ, სადაც თიბისი გადანაწილებით გადახდის შემთხვევაში 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, 30 აპრილამდე უკან დაგიბრუნდებათ. ქეშბექის დაბრუნებასთან ერთად, მომხმარებელი პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე გადანაწილებით გადაიხდის. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. …
პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს
ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ, ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამარჯვებულების გამოსავლენად მუშაობას შეუდგება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე – https://filmfreeway.com/ElisoAwards წლევანდელ დაჯილდოებაზე, ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა და …
Continue reading “პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს”
AWS GameDay – თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლივი პროექტი საქართველოში
თიბისიმ Amazon Web Services-სთან ერთად, საქართველოში ყველაზე მასშტაბური AWS GameDay გამართა, რომელიც არის კომპანიის ფარგლებში ჩატარებული პირველი შიდა GameDay და მასში თიბისი ჯგუფის DevOps ინჟინრები და თიბისი IT აკადემიის DevOps მიმართულების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. AWS GameDay მსოფლიოში აღიარებული ინიციატივაა, რომელმაც მონაწილეებს საშუალება მისცა AWS პლატფორმაში რეალურ ამოცანებზე, ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და AWS ინფრასტრუქტურაში არსებული …
Continue reading “AWS GameDay – თიბისი IT აკადემიისა და AWS-ს ერთობლივი პროექტი საქართველოში “
„დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისისა და ბათუმში, რომელიც თიბისის მხარდაჭერით განვითარდა
„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის „დაფნაში“ გატარება. გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან ერთვის …
თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დისკუსიების სერია „ხუთშაბათის შეხვედრები“ გაიმართება
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია – “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას დაეთმობა. “ხუთშაბათის შეხვედრების” ახალ სეზონს ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები – შალვა ახრახაძე,“ფინანსური ლაბორატორიის” მმართველი პარტნიორი; თიკო გობეჯიშვილი , “ლუკა პოლარეს” გენერალური დირექტორი და ჯემალ ცეცხლაძე, კოოპერატივ “მოცვნარის” დირექტორი გაუძღვებიან. შეხვედრის …
არანაირი საკომისიო – უმარტივესად გადაიხადეთ ამანათის ტრანსპორტირების თანხა თიბისის მობაილბანკიდან
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზიდის საიტიდან ან მობაილბანკიდან იხდით. თუ გადამზიდის საიტზე ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა გიწევთ, თიბისი ამ პროცესს უმარტივეს საქმედ გიქცევთ. როგორია გადახდის პროცესი თიბისის მობაილბანკში: კომუნალურების გვერდიდან ირჩევთ ამანათებს და ფოსტას; მონიშნავთ სასურველ გადამზიდს; შეიყვანთ აბონენტის …
უკვე მეოთხედ, თიბისი ლიზინგი BARTA 2024-ის გამარჯვებულია
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბისი ლიზინგს გადაეცა. 2024 წლიდან, BARTA-ს ინიციატივას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების პროგრამის (EAASURE) რეგიონული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR). კომპანიაში აღნიშნავენ, რომ …
Continue reading “უკვე მეოთხედ, თიბისი ლიზინგი BARTA 2024-ის გამარჯვებულია”
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო შეთავაზებები კვლავ გრძელდება
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათის შეთავაზებები: 8 მარტის ჩათვლით, ნებისმიერ დღეს, 12- მდე ესთეტიკურ ცენტრში თიბისი კონცეპტ Mastercard ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 30% მომენტალურად დაგიბრუნდებათ. მხოლოდ 8 მარტს, ბარათის მფლობელები ქეშბექ შეთავაზებით ნიშ პარფიუმერიის გამორჩეული ბრენდების- Jo Malone-სა …
Continue reading “თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო შეთავაზებები კვლავ გრძელდება”