სასაქონლო პროდუქტების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, პირველის მსგავსად, მეორე კვარტალშიც მნიშვნელოვანი იყო. ნავთობპროდუქტებისა და ლითონების წარმოება – რომელსაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შემდგომ გაზრდილი საერთაშორისო ფასები უწყობს ხელს – ბიზნეს სექტორის გამოშვებისა და საქონლის ექსპორტის ზრდის ძირითად ფაქტორად რჩება. თუმცა, ჯამურად ეკონომიკაზე გავლენა გაცილებით ზომიერია: შემოსავლის დიდი ნაწილი შუალედური პროდუქციის შეძენას ხმარდება, ხოლო პარალელურად გაძვირებული …
Tag Archives: თიბისი კაპიტალი
აგვისტოში წლიური ინფლაცია თითქმის არ შეცვლილა და 5.6%-ს გაუტოლდა – თიბისი კაპიტალი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გასულ დღეებში კვლავ გამწვავდა, რასაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე მერყეობის მორიგი ზრდა მოჰყვა. როგორც თიბისი კაპიტალის წინა განახლებაში იყო მითითებული, ესკალაციის ძირითადი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის კონტექსტში ინფლაციაზე მოდის და არა ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მხრივ, ყურადსაღებია, რომ …
Google-ში ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოსთან დაკავშირებული ძებნების სიხშირე ისევ დაბალ დონეზეა
ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება, რის შედეგადაც საერთაშორისო ბაზრებზე კონფლიქტის შედარებით მოკლე ვადაში რეზოლუციის მოლოდინები მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასეთ დროს, როცა გაურკვევლობა ძალზე მაღალია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაცემების რეალურ დროში მოპოვებასა და ანალიზს. თიბისი კაპიტალის გასული კვირის პუბლიკაცია სწორედ ამ თემას დაეთმო, დღევანდელ კვლევაში კი მკითხველს დამატებით უახლეს მონაცემებს ვთავაზობთ. კერძოდ, მიმდინარე მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე …