ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტებში

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მუნიციპალიტეტებში დღეს, 11 აგვისტოს, მერობის კანდიდატები დაასახელა. ოფიციალურ წარდგენამდე, მოსახლეობამ მუნიციპალურ ცენტრებში გამოკრული დიდი სარეკლამო ბანერებით გაიგო, ვინ იყრიდა კენჭს “ოცნებიდან” მათი ქალაქის მერის პოზიციაზე. ქობულეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე იქნება. ირაკლი ცეცხლაძე 14 მაისს დაინიშნა ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებლად, მას შემდეგ რაც არჩეული მერი, ლევან ზოიძე თანამდებობიდან გადადგა. ლევან …

„პოლიციელი მერები იქნებიან უფრო მკაცრი, განსხვავებული აზრი რომ არ გააჭაჭანონ“ – ინტერვიუ

ბოლო ორ დღეში, 13-14 მაისს, ერთი მეორის მიყოლებით თანამდებობა დატოვეს ჯერ ბათუმის, შემდეგ კი ქობულეთის მერებმა. თანამდებობის წასვლის შესახებ ბათუმის და ქობულეთის მერებმა საზოგადოებას ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტით, თითქმის იდენტური ტექსტებით აცნობეს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი კი ძალოვანი სისტემიდან მოიყვანეს [ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე სასამართლო ექსპერტიზაში მუშაობდა, მანამდე კი იგი პროკურატურის გამომძიებელი იყო].  რაზე …

ქაოსური განაშენიანება, არაადაპტირებული გარემო, ნიჰილიზმი – რა აწუხებთ მოქალაქეებს ბათუმში | „ჩაერთე მართვაში“

„ჩაერთე მართვაში“ საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებას, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. კამპანიის ფარგლებში კლუბები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში,  ბათუმში, ჩოხატაურში, მარნეულსა და დმანისში შეიქმნა. ბათუმის კლუბში 15 აქტიური ახალგაზრდა ჩაერთო, რომლებმაც 2024 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში დაგეგმეს და განახორციელეს ადვოკატირების …

საკრებულოებს ბოიკოტს ვუცხადებთ – ენმ-ის გადაწყვეტილება აჭარაში

ვიდრე ქვეყანაში ათასობით მოქალაქე რუსულ კანონს ქუჩაში აპროტესტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ბოიკოტის რეჟიმზე გადავლენ, ისინი სხდომებს არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საკრებულოების მუშაობაში – ამის შესახებ ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ- დან ალექსანდრე ვარშალომიძემ დღეს, 16 მაისს, განაცხადა. „პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების …

რატომ არ ატარებს საკრებულო ღია კარის სხდომას

„რეგლამენტი, დავიცვათ რეგლამენტი“, „პატივი ვცეთ რეგლამენტს“, „არ ვარღვევ, ბატონო თავმჯდომარევ“ – ამ სიტყვებს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხშირად მოისმენთ. ერთი შეხედვით შეიძლება ამომრჩეველს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ საკრებულო რეგლამენტს ზედმიწევნით იცავს. რეგლამენტის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება მწვავე დაპირისპირების საგანიც გამხდარა ოპოზიციასა და „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა ოპოზიცია კონკრეტული საკითხის დამატებას და მის კენჭისყრას …

რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს მთავრობა – პეტიციები აჭარაში

საბავშვო ბაღის მშენებლობა, სკვერის მოწყობა, კაპიტალური საკანალიზაციო არხის მშენებლობა, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია, წიგნადი ფონდის განახლება, ძეგლის მოვლა, ბულვარის გადარჩენა, ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა, ადაპტური ტექნოლოგიების პროგრამის დაფინანსება, კონკრეტული მშენებლობის შეჩერება და სხვა – ბოლო წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში შესული პეტიციები თავიანთი შინაარსით იმდენად მრავალფეროვანია, ისინი ვინმეს გულდასმით რომ შეესწავლა, აღერიცხა და მათი გადაჭრის გზებზე ეფიქრა, კარგი წინასაარჩევნო პროგრამა …

საკრებულოს თავმჯდომარეს შესაძლოა 3 მოადგილე ჰყავდეს – ხარჯები 7 მილიონით გაიზრდება

პარლამენტში „ოცნების“ ფრაქციიდან თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ამ ცვლილების მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეებს 3-3 მოადგილე ეყოლებათ. თბილისის გარდა აქამდე საკრებულოს თავმჯდომარეს ერთი ან ორი მოადგილე ჰყავდა [ორი იმ ქალაქებში, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია]. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს თანამდებობის პირების რაოდენობა და, შესაბამისად, ხარჯებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება – გარდა თანამდებობის პირის ხელფასისა, მოადგილეს ავტომანქანა ემსახურება და …

„ხელვაჩაურში მცირე პრობლემებია დარჩენილი“ – „ოცნების“ მერობის კანდიდატი 

ზაზა დიასამიძე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ის წლების განმავლობაში ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ხუთი თვის წინ კი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ბატონო ზაზა, როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, რა პრიორიტეტები გაქვთ? ჩემი პრიორიტეტია ის დარჩენილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რაც რჩება ჩვენს მუნიციპალიტეტში, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ უამრავი რამეა გაკეთებული. მცირე პრობლემებია დარჩენილი …

ქობულეთი არ არის ქალაქი, სადაც უნდა იყოს ცათამბჯენი – მერობის კანდიდატი ქობულეთში

ირაკლი ბერიძე ქობულეთის მერობის კანდიდატია პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“. 2008-2010 წლებში ის იყო ქობულეთის საკრებულოს იურისტი, 2019  წლამდე ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. იმავე წელს დაინიშნა საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ დირექტორად. ბატონო ირაკლი, როგორ აღმოჩნდით გახარიას პარტიაში? აქამდე არ ვყოფილვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ვიზიარებდი გახარიას პოზიციას, რომ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რადგან …

„სულ კისრისტეხით გავყრი მერიიდან უღირსებს“ – ბათუმის მერობის კანდიდატი

რამაზ ადაძე ბათუმის მერობის კიდევ ერთი კანდიდატია. ის საქართველოს „მწვანეთა პარტიამ“ წარადგინა. კანდიდატი ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ამბობს, რომ სოციალური ქსელებით წარმართავს საარჩევნო კამპანიას, უშუალოდ ამომრჩეველს კი მისი აქტივისტები ხვდებიან. ბატონო რამაზ, დაახლოებით 15 დღე დარჩა არჩევნებამდე, თქვენ კი ისევ ამერიკაში იმყოფებით. რას საქმიანობთ მანდ და როდის აპირებთ ამომრჩეველთან უშუალოდ შეხვედრას? 2017 წელს, როცა საჯარო სკოლის …

ბავშვს ფეხსაცმელი არ ჰქონდა და სკოლაში ვერ დადიოდა – მერიის ბავშვზე ზრუნვის განყოფილება

ბათუმის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება სექტემბერში გაიხსნა. „ბათუმელები“ განყოფილების უფროსს რუსუდან სალუქვაძეს ესაუბრა და ჰკითხა, რა კონკრეტული საქმეები შეისწავლა განყოფილებამ და რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა შესწავლისას. რუსუდან სალუქვაძის თქმით, სექტემბრიდან დღემდე სულ 47 შემთხვევაა შესწავლილი, აქედან 13 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 2021 წლის მარტში შევიდა სამსახურში. რუსუდან სალუქვაძის თქმით, პრობლემები კომლექსურია. ინფორმაცია ძირითადად …

ქობულეთის საკრებულო 2 ოპოზიციონერისთვის სტატუსის შეწყვეტას გეგმავს

ქობულეთის საკრებულო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ორი წევრის, ბონდო თედორაძის და მამული სურმანიძის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საქმის წარმოებას იწყებს. თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება მისი დასრულების ვადამდე შეიძლება შეუწყდეს თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მჭედლიძე განმარტავს, ისინი ექვსი თვეა რაც სხდომებზე არ გამოჩენილან …

ბათუმის ვიცე-მერი ჯაბა ტუღუშიც გადააყენეს

ბათუმის მერიაში თანამდებობა ვიცე-მერმა ჯაბა ტუღუშმაც დატოვა. დღეს, 16 ივლისს, ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება აიძულეს. ლაშა კომახიძე ამ კვირის ორშაბათს მოულოდნელად შვებულებაში გავიდა და ამ დრომდე საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამს. ჯაბა ტუღუში ვიცე-მერად ლაშა კომახიძემ გასული წლის ოქტომბერში დანიშნა. შესაბამისად, მან ამ თანამდებობაზე თითქმის 9 თვე იმუშავა. მედიასთან კომენტარი …

ბათუმის მერის ნაცვლად ამერიკის ელჩი ვიცე-მერს შეხვდება – პრესსამსახური

14 ივლისს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს უნდა შეხვედროდა. შეხვედრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, მედიისთვის დახურული იყო. „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში უთხრეს, რომ ქალაქის არჩეული მერი ამერიკის ელჩს აღარ შეხვდება. კომახიძის ნაცვლად დაგეგმილი შეხვედრა კელი დეგნანსა და ბათუმის ვიცე-მერს, ჯაბა ტუღუშს შორის გაიმართება. ჯაბა ტუღუში ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს. 11 ივლისს …

ვის აწყობს ლაშა კომახიძის ჩამოშორება – ინტერვიუ

„ეს არის კიდევ ერთი მერის თანამდებობიდან გადაყენება, რითაც თვითმმართველობის ხარისხი უარესდება…“ – ასე აფასებს ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის შვებულებაში წასვლას ირაკლი მელაშვილი. ის ექსპერტია თვითმმართველობის საკითხებში და მიიჩნევს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო სამზადისის ფარგლებში თავიდან იშორებს მერებს, რომლებსაც ან არ ენდობა, ან პოპულარულები არ არიან. დღეს, 13 ივლისს ფეისბუქში პოსტი დაწერა და თანამდებობა დატოვა ხარაგაულის მერმაც. …

ხელვაჩაური, ხულო და შუახევი – 16 ფრაქცია საკრებულოებში და 0 ინიციატივა

აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების ინიციატივების რაოდენობა შემცირდა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2017-2018 წლებში უშუალოდ ფრაქციების და ფრაქციათა ინიციატივების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო 2014-2016 წლების საკვლევ პერიოდთან შედარებით. 2014-2016 წლებში 35 ფრაქცია ფუნქციონირებდა, ხოლო 2017-2018 წლებში – 29, შემცირდა ინიციატივების რაოდენობაც – …

როგორ აფასებს საკრებულოს მუშაობას ოპოზიცია – ანგარიში კითხვების გარეშე

წინასაარჩევნოდ საკრებულოს მუშაობა შეაჯამა ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ . ანგარიში ოპოზიციურმა ფრაქციამ მხარდამჭერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას პარტიის ლიდერებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კითხვები არ დასმულა. კორუფციის ნიშნები ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც დღეს მირდატ ქამადაძემ, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ისაუბრა. მისი თქმით, კორუფციის ნიშნებს შეიცავდა ახალი ავტობუსების შეძენა, ასევე, …

კითხვებს მხოლოდ სულიკო თებიძე დასვამს, დისკუსია არ იქნება – „ღია კარი“ ბათუმის საკრებულოში

„ღია კარის“ სხდომა ბათუმის საკრებულოში ხვალ, 19 ოქტომბერს, გაიმართება. სხდომაზე მხოლოდ ის მოქალაქეები ისაუბრებენ 5-5 წუთით, ვინც რეგიტრაცია უკვე გაიარეს. სხდომაზე კითხვებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე დასვამს. „ღია კარის“ სხდომა დისკუსიის გარეშე ჩაივლის. რატომ შეარჩია ბათუმის საკრებულომ „ღია კარის“ სხდომის ეს ფორმატი? „ღია კარის“ სხდომას გაუძღვება საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლში გაწერილი პროცედურისა და ფორმატის …

როგორ კარგავს ბათუმი სახეს, რელიგია და თვითმმართველობა – საჯარო განხილვა

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერიისა და საკრებულოს, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საჯარო განხილვის მომხსენებლები იყვნენ: ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, ბათუმის საკრებულოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ლელა ნემსაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ დირექტორი  ლევან გობაძე და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ცაგო კახაბერიძე. საჯარო …

ბათუმის მერი: რეორგანიზაციის შედეგად 101 ადამიანი მერიაში გათავისუფლებულად ითვლება

დღეს, 2 მარტს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიის სტრუქტურული ცვლილებები წარმოადგინა. ახალი მოდელის მიხედვით, მერიაში სამსახურები ერთიანდება – ათი სამსახურიდან რჩება მხოლოდ ცხრა. სტრუქტურულ ცვლილებებამდე მერიაში სულ 217 საშტატო ერთეული იყო, ცვლილებების შემდეგ კი შტატების რაოდენობა 181-ზე ჩამოვიდა. აქამდე მერიაში ხელშეკრულებით 84 ადამიანი იყო დასაქმებული, ამის შემდეგ მხოლოდ 20 ადამიანი იქნება ხელშეკრულებით დასაქმებული. ლაშა კომახიძის …

შუახევის მერიის უკანა ეზო [ფოტოამბავი]

ამ ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოსაწყობად გასულ წელს 126 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერში შპს „მარეთი 777“-მა გაიმარჯვა – ხელშეკრულება 100 047 ლარსა და 7 თეთრზე გაფორმდა. დამცავი კედელი კომპანიას გასული წლის 31 ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა, შემდეგ ვადა 20 დეკემბრამდე გაუგრძელეს. „სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, სანიაღვრე არხი დარჩა მოსაწყობი, ცუდი ამინდების გამო ვერ დასრულდა მშენებლობა… როდესაც დასრულდება …

ვინ შეინარჩუნებს და ვინ ვერა სამსახურს ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიას ცხრა სამსახური აქვს. ამ დროისთვის უფროსი აღარ ჰყავს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს. ამ სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების დაწერის თაობაზე ინფორმაცია, დღეს დაადასტურეს ბათუმის მერიაში. ვაკანსია კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თენგიზ პეტრიძე ბათუმის ვიცე-მერად დაინიშნა. ირაკლი ახალაძის მსგავსად ხომ არ აპირებენ …

ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია – „ერთმანეთის გასაძლიერებლად“ იქმნება

დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ ახალ ფრაქციას ქმნის. ფრაქციის თავმჯდომარე იქნება ნატალია ძიძიგური. ფრაქციაში კიდევ ორი წევრი იქნება – ნერიმან ცინცაძე და მუხამედ ართმელაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საკრებულოში, მირდატ ქამადაძეს მიაჩნია, რომ ეს არის „ფორმალურად შექმნილი“ ფრაქცია. ნატალია ძიძიგური კი ამბობს, რომ ახალი ფრაქცია „მხოლოდ ერთმანეთის გასაძლიერებლად …

რას არ ეუბნებიან ამომრჩეველს ხელისუფლება და პარტიები არჩევნების წინ – დისკუსია

როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება – ამ თემაზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია შედგა. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე მომხსენებლები იყვნენ: ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი პეტრე ზამბახიძე. დისკუსიის მოდერატორი ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი იყო. ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე ისაუბრა ასლან ჭანიძემ. მისი აზრით, მოცემულობა მაშინ შეიცვლება, თუკი …

ენმ-ს მერობის კანდიდატი შუახევში: ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად არ გვეცალა

ომარ მეგრელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შუახევის მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ომარ მეგრელიძე 2006-2011 წლებში შუახევის გამგებელი იყო, მანამდე კი გამგებლის მოადგილე. რას მიაღწია თავისი გამგებლობის პერიოდში და რას პირდება ის ამომრჩეველს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე მერობის კანდიდატი „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ომარ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან? მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა …

როგორია კულტურული ცხოვრება რეგიონებში – ლაშა ბაქრაძის დისკუსია ბათუმში

როგორია კულტურული ცხოვრება რეგიონებში, რა მდგომარეობაშია ადგილობრივი კულტურული ობიექტები, რატომ უნდა გაამახვილონ ამ თემებზე ყურადღება პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორია ევროპული ქვეყნების გამოცდილება და რა შეიძლება გააკეთონ ადგილობრივმა მთავრობებმა სიტუაციის გამოსასწორებლად? – ამ თემაზე ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, 29 სექტემბერს 17:00 საათზე, საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის ფარგლებში ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე  დისკუსიას გამართავს. ამავე თემაზე შეხვედრები ბათუმის …

ნაკაიძე ქობულეთისთვის თვითმმართველობის მინიჭებაზე: დაგვემართება ის, რაც დაემართა ოზურგეთს

საქართველოს პარლამენტში აჭარას ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. აქედან ერთ-ერთია ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე. ის იმ დეპუტატებს შორის მოხვდა, რომლებიც რვა თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან. კობა ნაკაიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტების რაოდეობა არის – 0. კობა ნაკაიძის გარდა ამ სიაში მოხვდნენ ფატი ხალვაში, ლევან ბეჟანიძე და მუხრან ვახტანგაძე. 2016 წლის 18 ნოემბრიდან …

„რესპუბლიკელებმა“ ბათუმში ორდონიანი თვითმმართველობის პროექტი წარადგინეს

დღეს, 27 ივნისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ორგანიზაცია  „ლიბერალური ხაზისა“ და რესპუბლიკური პარტიის საერთო პროექტის ფარგლებში საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე ორდონიანი თვითმმართველობის თემა განიხილეს.  შეხვედრაზე „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ, პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა და თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტმა, კოკა კიღურაძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ხედვა გააცნეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. „რესპუბლიკური …

დაგვანებეთ გორელებს თავი

ავტორი: მიხეილ ჩიტაძე, გორის მცხოვრები ბოლო დროს ტელევიზიით რამდენჯერმე გაიჟღერა პოლიტიკოსების მოსაზრებებმა იმის თაობაზე, რომ აუცილებელია თვითმმართველი ქალაქების დაბრუნება თემის მუნიციპალიტეტებში. ასევე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მთავრობასა და პარლამენტში სერიოზულად იხილავენ ამ თემას, რამაც ძალზე შეგვაშფოთა – ვერ გავიგე რა უნდათ ჩვენგან, რატომ არ გვანებებენ თავს. იმის მაგივრად, რომ განვითარებას შეუწყონ ხელი და კიდევ …

ბათუმის საკრებულოს 12 სკამი

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად მისულ მოქალაქეს შენობის დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ სხდომათა დარბაზში მოსახვედრად შენობის მეორე შესასვლელიდან უნდა შევიდეს, საშვთა ბიუროს გავლით. ბიუროში კი მას განუმარტეს, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და ვერ შეუშვებდნენ. მოქალაქე ტელეფონით დაუკავშირდა სხდომაზე შესულ მეგობარს, რომელმაც თქვა, რომ სხდომათა დარბაზში რამდენიმე თავისუფალი ადგილია. კანონით საკრებულოს სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების …

ინგლისური ენის უფასო ტრენინგ-კურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია “AIESEC”-ის ორგანიზებით,  ბსუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდება ექვსკვირიანი უფასო ტრენინგ-კურსი ინგლისურ ენაში. პროექტის მიზანს სამეტყველო ინგლისურის გაუმჯობესება და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს. როგორც ბსუ-ს თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ტრენინგ-კურსს გაუძღვება უცხოელი სტაჟიორი. პროექტში მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობა ინგლისური ენის ელემენტარულ დონეზე ფლობაა. მონაწილეობის მსურველებს, დღეს, 10 მარტს, …

სტუდენტური თვითმმართველობის ფინანსური პოლიტიკა

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ბიუჯეტის გაზრდას და 190 997 ლარის დახარჯვას აპირებს. ყველაზე მეტი თანხის, 23 ათასი ლარის დახარჯვას თვითმმართველობა საახალწლო, კურსდამთავრებულთა გაცილებისა და პირველკურსელთა დასახვედრი წვეულებებისთვის გეგმავს. სპორტული გუნდების სამი მწვრთნელის ხელფასისთვის 18 000 ლარია გათვალისწინებული, ანსამბლ „ტბეთისთვის“ კოსტიუმებისა და აქსესუარების შესაძენად – 12 230 ლარი, სტუდენტური თეატრისთვის – 4 …

Exit mobile version