„მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება, იგი დაუსაბუთებელია,“ – ასე აფასებს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. ამ მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. მან მხოლოდ პროკურატურის მოწმეებს მოუსმინა და პირდაპირ დასკვნითი სიტყვების მოსმენას აპირებდა. ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი მიქაუტაძეა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს …
Tag Archives: თამარ ხაჭაპურიძე
გიორგი მიქაუტაძის საქმე – ბრალდებულები დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართვას ითხოვენ
„მოვითხოვთ დისტანციურ ჩართვას დიდი ბრიტანეთიდან. ჩვენი მიზანი არ არის სასამართლო პროცესის გაჭიანურება,”- აღნიშნა დღეს, 12 მარტს, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ადვოკატმა სულხან კაპანაძემ. იგი საია-ს იურისტთან, პაატა დიასამიძესთან ერთად დაცვის მხარეს წარმოადგენს საქმეში, სადაც დაზარალებულად მიჩნეულია გიორგი მიქაუტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. გამოძიება მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ცოლ-ქმარს ედავება – თამარ …
Continue reading “გიორგი მიქაუტაძის საქმე – ბრალდებულები დიდი ბრიტანეთიდან სკაიპით ჩართვას ითხოვენ”
“გიორგი მიქაუტაძის საქმეზე” პროკურორი შეცვალეს
“გიორგი მიქაუტაძის საქმის” განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. გადადება პროკურორმა რომან ბოლქვაძემ ითხოვა, რომელმაც დავით ხარძეიშვილი ჩაანაცვლა და საქმის გასაცნობად დრო ითხოვა. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება …
Continue reading ““გიორგი მიქაუტაძის საქმეზე” პროკურორი შეცვალეს”
პროკურორი: ბავშვის ცემის ფაქტზე იუსტიციის საბჭოს მდივანი დაკითხულია
საქმე, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს – გიორგი მიქაუტაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, დღეს, 12 თებერვალს განიხილავდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [იმ დროს გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო]. ბავშვის ცემის …
Continue reading “პროკურორი: ბავშვის ცემის ფაქტზე იუსტიციის საბჭოს მდივანი დაკითხულია”
იუსტიციის საბჭოს მდივნის საქმეს მის კეთილგანწყობაზე დამოკიდებული მოსამართლე განიხილავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის – გიორგი მიქაუტაძეს საქმის განხილვას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი რამდენიმე დღეში დაიწყებს. ორი დღის წინ ხვიჩა კიკილაშვილი მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობდა. მას უვადოდ დანიშვნა სურს. ხვიჩა კიკილაშვილის გამწესებაზე გადაწყვეტილება გიორგი მიქაუტაძემაც უნდა მიიღოს. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწოვნის მშობლების …