ზელენსკი აფრთხილებს ლუკაშენკოს, რომ გაანადგურებს „ტექნიკას“ საზღვარზე, თუ მას ერთ კვირაში არ გაიყვანენ 

რუსული მედიის თანახმად, ჰონდურასის პრეზიდენტ, ნასრი ასფურასთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვართან ახლოს განთავსებულია რეტრანსლატორები, რომლებიც, მისი თქმით, „ცეცხლის კორექტირებას ახდენენ“. ზელენსკის აზრით, ეს ბელარუსს სამხედრო კონფლიქტში ითრევს. უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ეს „ტექნიკა“ ერთ კვირაში გამოირთოს. „ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება ამის გასაკეთებლად. რატომ ვამბობ ერთ კვირას? იმიტომ, რომ …

ტრამპმა შესაძლოა უკრაინის შესახებ პოზიცია შეიცვალოს: ზელენსკის 2 „კოზირი“

დასავლური მედიის თანახმად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს ტრამპის მხარდაჭერა მოიპოვოს, მაშინ, როდესაც ევროპა მომავალ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილს ეძებს. „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუშაობას ფართოდ აშუქებს უკრაინული მედიაც. მედიის მიხედვით, ზელენსკი ცდილობს, აშშ-სგან მოიპოვოს სამომავლო მხარდაჭერა და დაარწმუნოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ომის დასრულებაში უფრო აქტიურად ჩაერთოს.  Sky News-ის ცნობით კი, კიევმა, ფრონტზე …

ზელენსკიმ კრემლს 9 მაისს აღლუმის ჩატარების „ნებართვა“ მისცა

უკრაინამ ოფიციალურად მისცა რუსეთს „ნებართვა“, ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში 9 მაისს აღლუმი ჩაატაროს მოსკოვში. ბრძანებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. „მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით, ჰუმანიტარული მიზნით, რომელიც გაიწერა ამერიკულ მხარესთან 2026 წლის 8 მაისს გამართული მოლაპარაკებებისას, ვადგენ: მიეცეს ნებართვა 2026 წლის 9 მაისს ქალაქ მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) აღლუმის ჩატარებას. აღლუმის მიმდინარეობისას (2026 წლის 9 მაისის კიევის …

“ორი უტვინო რუსოფობის დიალოგი” – მედვედევი ფაშინიანი-ზელენსკის შეხვედრაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა საკუთარ Telegram-არხზე ერევანში გამართული ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართულ შეხვედრას „ორი უტვინო რუსოფობის“ შეხვედრა უწოდა. „დღეს ერევანში შეხვდა ორი უტვინო რუსოფობი, რომლებიც შესანიშნავად საუბრობენ რუსულად, თავიანთი არასრულფასოვნების გამო ცუდი ინგლისურით საუბრობდნენ. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ეს კამერებისთვის იყო, შემდეგ კი ჩვეულებრივ, …

ზელენსკი ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის შემდეგ დღეს, 3 მაისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკიმ თავად გამოაქვეყნა: „ჩავედი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. წინ ბევრი შეხვედრა გველის. მთავარია, მეტი უსაფრთხოება და კოორდინაცია ყველა ჩვენგანისთვის. დიდება უკრაინას!“ – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც სომხური მედია წერს, მას ზვარტნოცის აეროპორტში პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დახვდა. ხვალ, …

დუდამ გაიხსენა, თუ როგორ აატირა ზელენსკიმ

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის 23 თებერვალს და მან კიევი რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. ანდჟეი დუდა ამბობს, რომ მაშინ ცრემლებამდე შეძრა უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამბედაობამ, როდესაც მან უარი თქვა კიევის დატოვებაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეებში. დუდამ ამის შესახებ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა. „არასდროს დამავიწყდება, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა 23 თებერვალს, რუსეთის …

უკრაინელები არ დაუჭერენ მხარს დონბასიდან ჯარების ცალმხრივ გაყვანას – ზელენსკი

უკრაინის მოქალაქეები არ დაუჭერენ მხარს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დონბასიდან ჯარების ცალმხრივ გაყვანას და რეგიონის რუსეთისთვის გადაცემას ითვალისწინებს – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 თებერვალს, ამერიკულ გამოცემა Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში, ჟენევაში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ. ზელენსკის თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინაში რეფერენდუმს უნდა დაექვემდებაროს, …

„აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების დოკუმენტი 100%-ით მზად არის“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა ხელმოწერისთვის. „დოკუმენტი 100 პროცენტით მზადაა. ველოდებით ჩვენი პარტნიორების მიერ მზაობას, თარიღსა და ადგილს, ხელის მოსაწერად“. მისი თქმით, შეთანხმება უნდა რატიფიცირდეს აშშ-ის კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უსაფრთხოების გარანტიების ევროპულ ნაწილსაც. „უკრაინისთვის უსაფრთხოების მეორე გარანტია არის ევროპული უსაფრთხოების …

„რუსეთს სიცივე ომის მოგებაში ვერ დაეხმარება“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი თავდასხმები კრემლს ომის მოგებაში ვერ დაეხმარება. დღეს, 13 იანვარს, ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს, რომ რუსეთის დარტყმის მთავარი სამიზნე კვლავ უკრაინის ენერგეტიკა და საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. მისი თქმით, რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინის მიმართულებით თითქმის 300 დრონი და ათობით რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ასობით ათასი …

ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად კირილო ბუდანოვი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი. ამის შესახებ ზელენსკი თავად წერს ტელეგრამზე. „შევხვდი კირილ ბუდანოვს და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა შევთავაზე. ამჟამად უკრაინამ უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე, ასევე მოლაპარაკებების დიპლომატიურ გზაზე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს …

დღეს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა გაიმართება – რა ვიცით?

დღეს, 28 დეკემბერს, აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართება – მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო გეგმის  შემუშავებაა. მედიის ცნობით, უკრაინის დელეგაცია უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფება. უკრაინის დელეგაციაში არიან: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი ჰნატოვი, …

რუსეთი ნამდვილად არ იქნება ჩვენი სახლის ბატონ-პატრონი – ზელენსკი ჰოლოდომორის შესახებ უკრაინელებს მიმართავს

ვოლოდიმირ და ელენა ზელენსკები მიმართვას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში მყოფი უკრაინელებისადმი. უკრაინის პრეზიდენტის სოციალური მედიის გვერდებზე გამოქვეყნდა მიმართვა ჰოლოდომორის ტკივილსა და ერთიანობაზე. „დღეს, 16:00 საათზე, სადაც უკრაინელები არიან, ფანჯრებთან ხსოვნის სანთლები აინთება. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაულის მსხვერპლთა შესახებ ხსოვნის ეს მილიონობით მტკიცებულება იტყვის, რომ უკრაინელები არ ივიწყებენ ჰოლოდომორით დაღუპულ მილიონობით ადამიანს და არასდროს აპატიებენ …

„შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – ზელენსკის პასუხი პუტინის მოსკოვში შეხვედრის შეთავაზებაზე

„მას შეუძლია კიევში ჩამოვიდეს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ  ABC News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე – მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მოსკოვში გაიმართოს. „მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, როდესაც ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად სარაკეტო და თავდასხმების მსხვერპლია. მე არ შემიძლია ამ ტერორისტის დედაქალაქში წასვლა“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. 3 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტის …

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინამ წარმატებით გამოსცადა შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან 20 აგვისტოს, კიევში გააკეთა, როდესაც რაკეტების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საუბრობდა. „ჩატარდა წარმატებული გამოცდა და ჯერჯერობით ეს რაკეტა ყველაზე წარმატებულია იმ რაკეტებს შორის, რომლებიც ჩვენ გვაქვს – ის სამი ათას კილომეტრს დაფრინავს“, – ციტირებს „დოიჩე ველე“ უკრაინის პრეზიდენტს. …

როგორია თეთრ სახლში დღევანდელი შეხვედრების განრიგი საქართველოს დროით

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდება, შეხვედრაში მონაწილეობას ევროპისა და NATO-ს წამყვანი ლიდერებიც მიიღებენ. განხილვის მთავარი თემა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკას სამიტზე წამოყენებული პირობებია. აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში 20:00 საათზე სტუმრად მივლენ ევროპული ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელები. მათ შორის: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ …

ზელენსკი – უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 14 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა სუმის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ასევე, ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები დნეპროპეტროვსკის ოლქში შევიდნენ. „სევერო-სლობოდსკოე, რომელსაც ჩვენ სუმის მიმართულებას ვუწოდებთ. ჩვენ პოზიციებს ვასწორებთ. მნიშვნელოვანია: იქ 53 ათასი რუსია. ბრძოლები საზღვრის გასწვრივ მიმდინარეობს. უნდა გესმოდეთ, რომ მტერი იქ შეჩერებულია და მაქსიმალური სიღრმე, რომელზეც ბრძოლები …

მინდოდა მხოლოდ უკრაინული იარაღი გამოგვეყენებინა – ზელენსკი „ობობას ქსელის“ შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა სპეცოპერაცია „ობობას ქსელზე“, რომლის შედეგადაც უკრაინამ რუსეთის სტრატეგიულ ბომბდამშენებს დაარტყა. ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპერაციისთვის მხოლოდ უკრაინული იარაღი გამოიყენეს და არა მოკავშირეებისგან მიღებული. „მე ძალიან მინდოდა მხოლოდ ის გამომეყენებინა, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ“ – თქვა მან. მისი თქმით, სატვირთო მანქანის მძღოლებმა, რომელთა მანქანებშიც საბრძოლო დრონები იყო, არ იცოდნენ …

ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან. ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების – ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი …

ზელენსკი: უკრაინა ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული უცხოელების უსაფრთხოებას

უკრაინას არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტია მისცეს ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებიც 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე გეგმავენ ყოფნას, რადგან რუსულ მხარეს შეუძლია ნებისმიერი ქმედება განახორციელოს სტუმრების წინააღმდეგ და უკრაინული მხარე არ არის პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვინც 9 მაისს მიდის ან აპირებს წასვლას: …

ზელენსკი: კრემლი დასცინის დასავლეთის მცდელობებს, აღადგინოს მშვიდობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კრემლი “აშკარად დასცინის” დასავლეთის მცდელობებს, შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ზელენსკიმ 31 მარტს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. „ახლა მოსკოვში ღიად დასცინიან პარტნიორების მცდელობებს, ხელი შეუწყონ სამშვიდობო დღის წესრიგს – მუდმივად დრონების ახალი დარტყმები, სასტიკი დაბომბვა. ეს მხოლოდ ზეწოლით უნდა შეწყდეს და რუსეთი უნდა აიძულო, მშვიდობა დაამყაროს. …

პუტინი ამ გაზაფხულზე ემზადება ხარკოვისა და სუმის რეგიონებზე თავდასხმისთვის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი კვლავ გეგმავს სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმას. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების ფონზე, პუტინი „ცდილობს მოიგოს დრო“ სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე თავდასხმისთვის მოსამზადებლად. „ჩვენ ვხედავთ მზადებას მომავალი ოპერაციისთვის. გავუზიარეთ დაზვერვის ინფორმაცია ჩვენს მოკავშირეებს“ –  თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, ეს შეტევა …

ზელენსკი: „პუტინი მალე მოკვდება და ყველაფერი დასრულდება”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში, პუტინის შიშებზე საუბრისას განაცხადა, რომ პუტინს ძალაუფლების დაკარგვის ეშინია, მაგრამ ეს მის ასაკზეცაა დამოკიდებული: „მისი საზოგადოების დესტაბილიზაცია არის ის, რისიც მას ეშინია. მაგრამ ამაზე გავლენას ვერავინ მოახდენს. ის თავად მოახდენს მასზე გავლენას. მისი ეკონომიკა და სანქციების პოლიტიკა მოახდენს გავლენას“ – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიდევ ერთი რამ, რისიც პუტინს …

უკრაინამ შექმნა პირველი ბალისტიკური რაკეტა – ზელენსკი

დღეს, 27 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას და უკვე შექმნა თავისი პირველი ბალისტიკური რაკეტა. „ვფიქრობდი, ამაზე საუბარი ნაადრევი იყო, მაგრამ… დადებითად შედგა პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის გამოცდა“ – ციტირებს ზელენსკის „უკრაინსკა პრავდა“.  მან დასძინა, რომ რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გაჟღერება, რათა …

„უკრაინის ცის დასაცავად საჭიროა 25 პატრიოტის სისტემა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან უკრაინის ტერიტორიის სრულად დასაფარად საჭიროა 25 საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პატრიოტი“. „არ გეტყვით რამდენი პატრიოტის სისტემა გვაქვს. გეტყვით – იმისათვის, რომ უკრაინის ცა მთლიანად დაიხუროს, მომავალში სასურველია უკრაინას ჰქონდეს 25 „პატრიოტის“ სისტემა, თითოში 6-8 ბატარეით“, – განაცხადა ზელენსკიმ 6 აპრილს, საღამოს სატელევიზიო მარათონის ეთერში. ზელენსკიმ უპასუხა შეკითხვებს იმის …

თუ აშშ შეაფერხებს უკრაინის მხარდაჭერას, ეს გავლენას მოახდენს ევროპაზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატო დასუსტდება და ეს საფრთხეს შეუქმნის მსოფლიოს გადანაწილებას. ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს ზელენსკის პრესსამსახური ციტირებს. „ეს კომპლექსური საკითხია. პირველ რიგში, მხოლოდ ევროპა ვერ შეძლებს უკრაინის მხარდაჭერას იმ დონეზე, რასაც აქამდე იღებდა უკრაინა, ვერც იარაღით და ვერც ფინანსურად. …

ზელენსკი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს „ილ-76“-ის ჩამოვარდნაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აუცილებელია გამოძიება 24 იანვარს რუსული ილ-76 თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე. „ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ავიაკატასტროფა რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა, ჩვენ კონტროლის მიღმა. მე დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეცნობებინა პარტნიორებისთვის უკრაინაში არსებული მონაცემების შესახებ. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას“ – განაცხადა ზელენსკიმ. მან …

ბლუმბერგი: აშშ-ი ზელენსკის ომის უფრო მკაფიო გეგმას მოსთხოვს

შეერთებულ შტატებს სურს დაინახოს უკრაინის უფრო მკაფიო გეგმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომის წარმოებისას. ეს თემა მომავალ კვირას დავოსში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად განხილვის საგანი იქნება. Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ თემაზე ზელენსკისთან ისაუბრებს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი. აშშ-ის ოფიციალური პირები ამ საკითხს უახლოეს კვირებში გაამახვილებენ ყურადღებას. „ვაშინგტონის ოფიციალური პირები …

იარაღისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტი გვაქვს – ზელენსკი

უკრაინა და მსოფლიო ახლა განიცდის იარაღის დეფიციტს, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაგრძელება და ჭურვების, რაკეტების და სხვა ტიპის შეიარაღების წარმოების გაზრდა რუსული აგრესიის ეფექტურად დასაძლევად. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 10 იანვარს, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკი დღეს ვილნიუსში იმყოფება. „იარაღი, რომელიც ჩვენ არ გყოფნის. …

შავ ზღვაში რუსეთის ადგილი არ არის – ზელენსკის საახალწლო მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ტრადიციულ, საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ 2024 წელს რუსეთი იგრძნობს უკრაინის მიერ წარმოებული იარაღის ძალას. „მომავალ წელს მტერი იგრძნობს შიდა წარმოების რისხვას. ჩვენი იარაღი, ჩვენი აღჭურვილობა, არტილერია, ჩვენი ჭურვები, ჩვენი დრონები, საზღვაო “მოკითხვები” და მინიმუმ მილიონი უკრაინული FPV. ყველაფერი, რითაც გულუხვად გავუმასპინძლდებით ხმელეთზე, ჰაერში და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ …

„წელს არა მხოლოდ თავს დავიცავთ, არამედ ვუპასუხებთ“ – ზელენსკი ენერგოობიექტებზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ წელს უკრაინა არა მხოლოდ დაიცავს ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, არამედ რუსეთს თავდასხმით უპასუხებს. ამის შესახებ ზელენსკი ტელეგრამზე წერს. „მტერი ცდილობს განურჩევლად გაანადგუროს ყველაფერი, რასაც შეუძლია მისწვდეს. ვემზადებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმებისთვის. წელს ჩვენ არა მხოლოდ თავს დავიცავთ, არამედ ვუპასუხებთ. მტერმა ეს კარგად იცის. ჯერ ყირიმიდან გაიყვანეს ფლოტი, ახლა ჩვენი საზღვრიდან …

ზელენსკი ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატებს შორის ტოტალიზატორების ფავორიტია

პარასკევს, 6 ოქტომბერს ცნობილი გახდება ვინ მიიღებს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში. ნობელის პრემიის ვებგვერდის თანახმად, 2023 წლის მშვიდობის პრიზზე 351 ნომინანტია: 259 ფიზიკური პირი და 92 ორგანიზაცია. კანდიდატების ვინაობა შეიძლება ცნობილი გახდეს მხოლოდ 50 წლის შემდეგ, თუმცა წარმდგენებს უფლება აქვთ გაამხილონ მათ მიერ შეთავაზებული პირის ან ორგანიზაციის სახელი. მედიის ინფორმაციით, წელს ნომინანტებს შორის არიან: უკრაინის …

„ჰკითხეთ პრიგოჟინს, შეიძლება თუ არა პუტინის ნდობა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, ნიუ იორკში გამართულ გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, რუსეთთან „კულისებში ჩრდილოვანი გარიგებების“ დადების მცდელობების შესახებ. „ბოროტების ნდობა არ შეიძლება. ჰკითხეთ პრიგოჟინს, შეიძლება თუ არა ენდოთ პუტინის დაპირებებს“ – განაცხადა ზელენსკიმ. მან თქვა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ მსოფლიოში არავინ გადაწყვიტოს შეტევა რომელიმე ქვეყანაზე. დაჯგუფება …

„ყოველდღე მივდივართ წინ, ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს მოსვენება“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ჟურნალისტის, სკოტ პელის სატელევიზიო გადაცემაში – „60 წუთი“ უკრაინის კონტრშეტევის ტემპზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა თუნდაც მცირედით წაიწიონ წინ და მოსვენება არ მისცენ რუსეთის საოკუპაციო ძალებს. „ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ წავიწიოთ, თუნდაც ეს იყოს (ნახევარ მილზე) ან (ას) მეტრზე ნაკლები, …

უკრაინამ კონტრშეტევა იმაზე გვიან დაიწყო, ვიდრე ზელენსკის სურდა

უკრაინის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა კონტრიერიშის დაგვიანებაზე და ასევე იმაზე, თუ რას ცვლის უკრაინისთვის იარაღის დაგვიანებით მიწოდება ფრონტის ხაზზე. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს დეტალებს უკრაინული UNIANI-ი აქვეყნებს. უკრაინამ იწინასწარმეტყველა კონტრშეტევის სირთულეები და მოკავშირეებს სთხოვა, რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი იარაღი მიეწოდებინათ, რათა რუსებს არ მისცემოდათ დრო თავდაცვის ხაზის გასაძლიერებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ …

ჩვენ გვჭირდება მეტი დრო – ზელენსკი უკრაინის კონტრშეტევის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან განაცხადა, რომ უკრაინას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან უკრაინას სჭირდება დაპირებული დასავლური დახმარება. „იმით [რაც გვაქვს], ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ წარმატებას, მაგრამ ჩვენ დავკარგავთ ბევრ ადამიანს. ვფიქრობ, ეს მიუღებელია. …ასე, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჩვენ ჯერ ისევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, – თქვა ზელენსკიმ. უკრაინაში …

„თუ პუტინი იგრძნობს სისხლის სუნს, ის მიაწვება“ – ზელენსკი ბახმუტის მნიშვნელობაზე

„თუ იგი [პუტინი] იგრძნობს სისხლს, იყნოსავს, რომ სუსტები ვართ, ის მიაწვება, მიაწვება, მიაწვება”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ AP-ისთან ინტერვიუში, როცა განმარტავდა, თუ რატომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინის ქალაქ ბახმუტის ბრძოლაში გამარჯვება უკრაინისთვის. ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი ბახმუტთან წარმატებას მიაღწევს, ვლადიმერ პუტინი ამას „გამარჯვებად მიჰყიდის დასავლეთს, თავის საზოგადოებას, ჩინეთსა და ირანს”. „ასოშიეითიდ პრესმა“ ზელენსკისთან …

Exit mobile version