ხულოში 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში არსებულ „სოციალურ სახლში“, გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს. საცხოვრებელი სახლის მოთხოვნით ხულოს გამგეობაში სულ 88 განაცხადი იყო შესული. ეკომიგრანტი ოჯახები ხულოს გამგეობაში მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე შეარჩია. ვაშლოვანის სოციალურ სახლში ამ დროისთვის თავისუფალი 13 ბინა რჩება. 72-ბინიანი „სოციალური სახლის“ მშენებლობა აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტრომ …

ხულოსა და ბათუმში სოციალურ სახლებს ეკომიგრანტებისგან ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავენ

12 ათასამდე ლარს გადაიხდის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში 72-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის და  ბათუმში, თამარის დასახლება №29-ის მიმდებარედ 58-ბინიანი საცხოვრებელი სახლის 2 კვირის განმავლობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებაში. ამ მომსახურების შესყიდვის აუცილებლობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო იმით ხსნის, რომ „შენობა დაიკავეს უკანონოდ გარეშე პირებმა…  თამარის დასახლება 29-ის მიმდებარედ არსებულ სოციალურ …

„აღარ ვაძლევთ კომპანიის მანქანებს გადაადგილების საშუალებას“

მესამე დღეა რაც საპროტესტო აქციას მართავენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის მცხოვრებლები.  მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებელმა კომპანიამ, “აჭარისწყალი ჯორჯიამ” გვირაბის მშენებლობა დაიწყო, სოფელში წყლის პრობლემა გაჩნდა და მოსავლიანობა შემცირდა. ვაშლოვანელები „აჭარისწყალი ჯორჯიასგან“ კომპენსირებას ან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათ კომპანიის ავტომანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. „აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ …

მილიონიანი ტენდერი ხულოში სოციალური სახლის მშენებლობის დასასრულებლად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამჯერად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 174 530 ლარია. კორპუსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მის ასაშენებლად ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ხიდთან“ 3 მილიონ 253 ათას 993 ლარზე გააფორმა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას 2 მილიონ 425 ათასი ლარი ჩაურიცხა, 2015 წლის …

სოციალური სახლის შეჩერებული მშენებლობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სოციალური სახლის მშენებლობა შეჩერებულია. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი სოციალური სახლის მშენებელ შპს „ხიდთან“ გაუქმებული ხელშეკრულება გახდა. სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულება ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 2015 წლის 27 ნოემბერს შეუწყვიტა, შესაბამისად, პროცესი მას შემდეგ არ განახლებულა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სწავლობენ, თუ რა სახის სამუშაოები …

Exit mobile version