ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პერიმეტრს იცავდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიდასტურეს. როგორც გაირკვა, დაცვის თანამშრომელი მას შემდეგ დაიტესტა, რაც მისი ოჯახს წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“ კავშირის გამო. დღეს, 4 სექტემბერს, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. აქედან 9 შემთხვევა „დონას“ კლასტერს უკავშირდება. ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, პრევენციის მიზნით …

ბათუმში საქართველოს ბანკის 2 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს – „დონას“ კლასტერი

„საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის ცნობით, ორივე თანამშრომელი იმყოფებოდა ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“. ინფიცირებულები „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალის, „სოლო ლაუნჯის“ თანამშრომლები არიან. „ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა დონაში და სამწუხაროდ, დაუდგინდათ „კოვიდ-19“. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან …

„არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა“ – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „დონას“ კლასტერთან დაკავშირებით აღებულია 600-ზე მეტი ტესტი და მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. „დონას კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი, გამოვლენილი იქნა ერთი შემთხვევა, რაც არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და ეს მიგვითითებს იმაზე, რომ არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 3 …

ბათუმში გვაქვს მიკროაფეთქება, ღამის კლუბები არ დაიხურება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსის გავრცელების ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით სიტუაცია საყურადღებოა. გამყრელიძემ „დონას“ კლასტერთან დაკავშირებულ შემთხვევების ზრდას მიკროაფეთქება უწოდა. მან განაცხადა, რომ ბათუმში, მიუხედავად კოვიდის ახალი შემთხვევებისა, ღამის კლუბები არ დაიკეტება. „მოვუწოდებ ბათუმის კლუბებს და იმ ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი, არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ …

38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის „დონას“ კლასტერია – ეზუგბაია

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, 22 ბათუმის „დონას“ კლასტერია – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა ჟურნალისტებთან. „ეს ახალი წყარო გველაპარაკება იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ და რეგულაციები უნდა დავიცვათ. საუკეთესო საშუალება თავის დაცვის არის დისტანცირება და პირბადე, სადაც 10 კაცზე მეტი …

კორონავირუსის 26 დადასტურებული შემთხვევა ბათუმში, 1 არასრულწლოვანია – 2 სექტემბერი

ბათუმში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა, შემთხვევების უმეტესობა „დონას კლასტერს“ უკავშირდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 სექტემბრის მდგომარეობით,  26 ახალი შემთხვევიდან 21 არის „დონას“ კონტაქტი, აქედან 1 არასრულწლოვანია [ შესაბამისად „დონას კლასტერიდან“ სულ 22 ინფიცირებულია. აქედან ერთს კორონავირუსი პირველად გუშინ დაუდასტურდა].  დანარჩენი 5 კი, კარანტინიდანაა. „ყველას მდგომარეობა სტაბილურია, ზოგ პაციენტში დაავადება …

კორონავირუსი დაუდასტურდა „დონას“ მეორე თანამშრომელს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, პირველ სექტემბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონასთან“ დაკავშირებულ კიდევ ერთ პირს. ეს ბათუმში „დონასთან“ დაკავშირებული კორონავირუსის უკვე მეორე შემთხვევაა. საკონდიტროს ერთ თანამშრომელს, კონსულტანტს რომ ვირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ შემთხვევასთან დაკავშირებულ 80-მდე პირს ჩაუტარდა ტესტირება. საკონდიტრო „დონას“ ბათუმში ბევრი …

Exit mobile version