ქართველი მეზღვაურები ომანიდან საქართველოში უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს ომანში მყოფი ქართველი მეზღვაურების მდგომარეობის თაობაზე: საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ომანში ქართველ მეზღვაურებთან და ყველაფერს აკეთებს საქართველოს სხვა საჯარო უწყებებთან ერთად იმისთვის, რომ ისინი უახლოეს მომავალში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ამდენად, სააგენტოსთვის მიუღებელია აღნიშნულ საკითხზე ზოგიერთი მედია საშუალების მხრიდან არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც საქართველოს საზოგადოების შეცდომაში …

როდის გაათავისუფლებენ ლიბიაში დაკავებულ ორ მეზღვაურს – საკონსულოს განმარტება

ლიბიაში სამი წლის წინ, 2015 წლის აგვისტოში დაკავებული მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე 29 აპრილს, ტრიპოლის სასამართლომ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კაკაბაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. 30 აპრილის მდგომარეობით ლიბიის ციხეში კიდევ ორი ქართველი მეზღვაური  –  რომან კაკალაძე და გენადი კომახიძე რჩება. რა ბედი ელის ციხეში დარჩენილ ორ მეზღვაურს. “ბათუმელები” საქართველოს …

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 29 აპრილს, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, თითქმის სამწლიანი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას მეზღვაურის გათავისუფლების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. დღეს ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ელჩმა მოინახულა დაკავებული ქართველი მეზღვაურები და მართავს შეხვედრებს ლიბიის საგარეო უწყებასთან,” – …

Exit mobile version