ქობულეთის მერია არარსებულ დოკუმენტებს სწავლობს – დააჯარიმებენ საკრებულოს თავმჯდომარეს?

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მერიის ზედამხედველობის სამსახურს უკანონო მშენებლობებისთვის არ დაუჯარიმებია. დავით მჭედლიშვილმა უნებართვოდ ააშენა, მოაპირკეთა და ექსპლუატაციაში გაუშვა სამსართულიანი სასტუმრო, ასევე დააშენა და მასშტაბი გაუზარდა კიდევ ერთ შენობას – ამის შესახებ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში უკვე იციან, თუმცა კანონდარღვევის გამო საქმის წარმოება ჯერ არ დაუწყიათ. ხომ არ გვაქვს საქმე შერჩევით მიდგომასთან  და მერს …

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მილიონიანი უკანონო მშენებლობა – სასტუმროები და სხვა ქონება

თავად უარყოფს, მაგრამ ფაქტობრივად დასტურდება, რომ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი მათ შორისაა, ვინც ქობულეთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკანონოდ ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა 1560,5 კვ.მეტრი სასტუმრო. აღმოჩნდა, რომ ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეს არ შეუნიშნავს. ასევე უკანონოდ დააშენა და გაზარდა მან   კიდევ ერთი შენობის მასშტაბი. 2021 წლისთვის დავით მჭედლიშვილის ოჯახის სასტუმრო და საცხოვრებელმა ფართობმა 4583 …

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე: ხალხს აღარ აინტერესებს, „ნაცმოძრაობის“ წევრი რომ ვიყავი

„ჩვენ არ გვჭირდება საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ დანაშაულს სჩადიოდა და მსხვერპლი იყო,“ – აცხადებს ქობულეთის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ბონდო თედორაძე. ფრაქციამ დღეს, 29 დეკემბერს, ბრიფინგი გამართა და საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მჭედლიშვილის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. ბონდო თედორაძის თქმით, მან საკრებულოს თავმჯდომარეს გუშინდელ სხდომაზე „მადლიერების საღამოს“ შესახებ ჰკითხა. დავით მჭედლიშვილის ქობულეთის პროფესიული კოლეჯის დირექტორი იყო …

დარბაზი და მომღერლები უფასოდ – „მადლიერების საღამო“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს

ქობულეთის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მუნიციპალიტეტის პირველი პირების რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ნახავთ. ფოტოები გუშინ, 26 დეკემბერს, რესტორან „მეგრულ-ლაზურშია“ გადაღებული. რესტორანში ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით მჭედლიშვილს „მადლიერების საღამო“ გაუმართეს. დავით მჭედლიშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველი პირის – საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიკავა. მანამდე, 22 წლის განმავლობაში, იგი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის – „ახალი ტალღას“ დირექტორი იყო. „მადლიერების …

Exit mobile version