ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხის განხილვას უმაღლესი საბჭო თავს არიდებს

აჭარის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს დეპუტატების ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხი, მაგალითად, დავით თედორაძის, რომელიც „აჭარის მწერალთა სახლში“ ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილის პოზიციას იკავებს. ასევე ილია ვერძაძის შემთხვევა. ის პროფესიული კავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. თებერვალში, როცა „ბათუმელები“ ინტერესთა შესაძლოა შეუთავსებლობის ფაქტებზე წერდა, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავდნენ. თებერვალში …

ნეპოტიზმი – აჭარის სუს-ის უფროსისა და სხვა მოხელეების ოჯახის წევრები თანამდებობებზე

დღეს, 20 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა, ჟურნალისტებთან სუს-ის ხელმძღვანელის ირაკლი ერისთავისა და სხვა საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურებში დასაქმებაზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, სუს-ის უფროსს საჯარო სამსახურში ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს დასაქმებული. „რა თქმა უნდა, ნეპოტიზმი ყველა მთავრობის დროს იყო, მაგრამ რაც დღეს გვაქვს, ეს არის ნათელი მაგალითი კლანურ-ოჯახური მმართველობის, რომელიც იყო …

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ფემიციდის შესახებ კანონპროექტზე არ სმენიათ

დაცულია თუ არა საქართველოში ქალის უფლებები და უნდა მიეღო თუ არა ფემიციდის შესახებ კანონი ქვეყანას, რომელიც  ქალთა დღეს ოფიციალურად აღნიშნავს?  – ამ  კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიმართა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ფემიციდის შესახებ კანონპროექტს არ იცნობს. დავით თედორაძე, „ქართული ოცნება“: „ღმერთმა ქალთა მკვლელობა არ გამაგონოს, ძალიან ცუდია ძალადობა, მით უმეტეს ქალებზე ძალადობა,  მე …

ვინ უნდა რეაგირებდეს დეპუტატ დავით თედორაძის მიერ ჩადენილ კანონდარღვევაზე

უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ განუხილავს იმ დეპუტატების საქმე, რომლებიც სხვა ორგანიზაციებშიც მუშაობენ და დამატებით ანაზღაურებას იღებენ. ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თითოეული დეპუტატის ინტერესთა შეუთავსებლობაზე კომისია გაფართოებულ სხდომაზე, მომავალ კვირას იმსჯელებს. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი, ვისზეც „ბათუმელები“ წერდა, დავით თედორაძეა. ის ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორის მოადგილეა და ხელფასის სახით ხელზე 554 …

44 ათასი ლარი ჟურნალ „ჭოროხის“ გამოსაცემად

„დღეს, მეცნიერებისა და ტექნიკის გაუგონარი წინსვლის დროს, მძაფრად იჩინა თავი ტრადიციისა და ნოვატორობის ჰარმონიულობის აუცილებლობამ, „ჭოროხი“ სწორედ ამ ახალ კანონზომიერებებს უბამს მხარს, იგი ერთადერთი აკადემიური სალიტერატურო-სამხატვრო და საზოგადოებრივი ჟურნალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ამიტომაცაა მისი გამოცემა აუცილებელი“ – ასე ასაბუთებენ აჭარის განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ჟურნალ „ჭოროხის“ გამოცემის აუცილებლობას მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით …

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს ქედაში

ქედაში არსებულ უფასო მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა დავით თედორაძემ, განათლების სამსახურის უფროსთან, ეკა ქაჯაიასთან ერთად მიულოცა და მათ საჩუქრად პასკები, კვერცხები და შოკოლადი გადასცა. მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციართა სააღდგომო საჩუქრებისთვის, მთლიანობაში, 52 პასკა და 130 კვერცხი, ქედის გამგეობამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. საჩუქარი ქედაში სასადილოს ყველა ბენეფიციარს – 26 ადამიანს …

Exit mobile version