გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ბრალდებულები 4 ათასი ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მხოლოდ 4 ათასი ლარით დააჯარიმა თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე. მათ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა გამოძიება, რაც არ დადასტურდა. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფა არ დასტურდება. მან ბრალდებულებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდა ჯარიმის გადახდა. ჯარიმის ნაწილს მსჯავრდებულები აღარ გადაიხდიან, …

მოსამართლე ბრალდებულის მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – „გიორგი მიქაუტაძის საქმე“

„მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება, იგი დაუსაბუთებელია,“ – ასე აფასებს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. ამ მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. მან მხოლოდ პროკურატურის მოწმეებს მოუსმინა და პირდაპირ დასკვნითი სიტყვების მოსმენას აპირებდა. ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი მიქაუტაძეა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს …

„წიხლებს მირტყამდა ის ბიჭი,“ – გიორგი მიქაუტაძის სასამართლო ჩვენება

„აღშფოთება გამოვხატე, რას აკეთებთ, შვილებთან ერთად ვარ-მეთქი. სიტყვასიტყვით ვერ გავიმეორებ, მოვერიდები. რაც ვიდეოშია, ისაა რეალური,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ადვოკატის შეკითხვას მოქალაქის გინებაზე. ადვოკატმა სულხან კაპანაძემ მას გონიოს პლაჟზე გადაღებულ ვიდეოზე ჰკითხა, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის და 13 წლის არასრულწლოვნის ფიზიკური დაპირისპირება ჩანს, ასევე ისმის მოსამართლის გინება. გიორგი …

ბრალდებული მოწმეს: აჩეხვით თუ ვემუქრებოდი მელოტ კაცს, პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ?

„ქალბატონი, მამაკაცი და კიდევ ბიჭი მელოტი კაცისკენ იწეოდნენ… მერე შეზლონგზე იჯდა ქალი, რომელიც მელოტ კაცს ემუქრებოდა, აგჩეხავო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა დღევანდელ პროცესზე „გონიოს პლაჟის ინციდენტი“  პროკურატურის მიერ დაბარებულმა მოწმემ – მირზა მიქელაძემ. იგი 2016 წლის აგვისტოში მაშველად მუშაობდა გონიოს პლაჟზე, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს და 13 წლის ბიჭს შორის დაპირისპირება მოხდა. არასრულწლოვნის მშობლების …

Exit mobile version