წელს საქართველოში 41 ადამიანი დაიკარგა, მათგან 16 პირს ისევ ეძებენ – სტატისტიკა

საქართველოში დაკარგულ პირთა ბაზაში 1017 პირია აღრიცხული. სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს 1973 წლიდან დღემდე დაკარგულთა შესახებ მონაცემებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის ივნისის მდგომარეობით უცნობია 1017 პირის ადგილსამყოფელი. რეგიონების მიხედვით, ბოლო 53 წელიწადში ყველაზე მეტი, 342 ადამიანი თბილისში დაიკარგა. 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით პოლიციამ დაკარგულთაგან მხოლოდ 9 პირის პოვნა მოახერხა. რაც …

ოჯახმა 88 წლის თინა წილოსანი იპოვა

ოჯახის ინფორმაციით, დაიკარგა 88 წლის ქალბატონი თინა (ჰავა) წილოსანი. 88 წლის ქალი გუშინ შუადღის 5 საათიდან გავიდა სახლიდან. ქალბატონი თინა ცხოვრობს სოფელ ყოროლისთავში. ოჯახი აცხადებს, რომ გაუჩინარებულ ქალს ეძებენ როგორც სოფელში, ისე ბათუმის ტერიტორიაზე. ოჯახის ინფორმაციით, ქალს აქვს მეხსიერების პრობლემები. ძებნის სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. გაუჩინარებულ ქალს აცვია შავი ზედა, რეზინის შავი კალოში. ოჯახი ითხოვს, თუ …

ბათუმში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში გაუჩინარებულ კაცს, ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძეს ეძებენ. როგორც გაუჩინარებულის მეუღლემ „ბათუმელებს“ უთხრა, ის ქმართან დაკონტაქტებას 23 იანვრის ნაშუადღევის შემდეგ ვეღარ ახერხებს. „23 იანვრის შემდეგ გაუჩინარებულია. ბოლოს 14:00 საათზე ჰქონდა ჩვენთან კონტაქტი და შემდეგ, 16:00 საათზე ჩვენს ნათესავთან. ამის შემდეგ კი მისი ტელეფონი გამორთულია“, – ამბობს ქალი. მისი თქმით, ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძე ბათუმში სამუშაოდ იმყოფებოდა. „ზუსტად …

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქობულეთში დაკარგული კაცი იპოვეს

ოთხდღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, ქობულეთში, სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. „შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანშიშესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული,“ – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში. 84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვას სათავის  ტერიტორიაზე, …

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი დღეს, 24 ივნისს, დილით იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილია შუახნის ას კაცი.  მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გუშინ, 23 ივნისს, შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში გაუჩინარებულ კაცს მყინთავები ეძებდნენ.

ქობულეთში გაუჩინარებული ბიჭის ფოტოებს ოჯახი ქუჩებში ავრცელებს

ქობულეთში, სოფელ დაგვაში გაუჩინარებულ 18 წლის გოგი დოლიძეს ეძებენ. მე-11 კლასელი ბიჭი 7 დეკემბრის მერე აღარ უნახავთ. დღეს დილიდან ბათუმის ქუჩებში გამოჩნდა ინფორმაცია და ფოტოსურათი გაუჩინარებული ბიჭის ძებნის შესახებ. გაუჩინარებული გოგი დოლიძის და, თეონა დოლიძე ამბობს, რომ ინფორმაცია ძებნის შესახებ ბათუმის გარდა თბილისში, ქუთაისსა და ლანჩხუთში ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაავრცელეს. „რამდენიმე პირი დაგვიკავშირდა და …

Exit mobile version