ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ორ თვეში უკანონო ნადირობის 400 ფაქტი გამოვლინდა. უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 96 ფაქტი დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში. 91 სამართალდარღვევაა გამოვლენილი იმერეთში, 58 – შიდა ქართლში, 46 – მცხეთა-მთიანეთში, 37 – ქვემო ქართლში, 35 – გურიაში, 12 – კახეთში, ასევე 12 – სამცხე-ჯავახეთში, 7 – აჭარაში, 2 …

ბათუმში 1302 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 7610 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 3694 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1449 – ქუთაისში, 1302 – ბათუმში, 1165 კი – ქალაქ რუსთავში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 7610 სამართალდამრღვევიდან 6629 ფიზიკური პირია, …

ბათუმში 358 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2 თვეში, 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის საქართველოში 1 839 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა. ყველაზე მეტი – 803 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 407 დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 358 – ბათუმში, 271 კი – რუსთავში. დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარე წლის 4 …

ბრაკონიერმა წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვის ბელი მოკლა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევს ნანადირევი ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად გადაჰქონდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მას მიმალვის საშუალება არ …

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 41 ფაქტი გამოვლინდა ივლისში

პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოვლინდა. აქედან აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა 41 ფაქტი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი 251 ფაქტიდან 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 89 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, იმერეთში – …

უხარისხო საწვავის მიმწოდებელ კომპანიებს 8 ათასი ლარით დააჯარიმებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 240 სინჯი უნდა აიღონ. ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება, „ხოლო სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს“. კვლევის შედეგად დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში. ადმინისტრაციულ …

„ივანიშვილისთვის შეიძლება და ჩემთვის არა?“- ბაზიერს მიმინოს დაჭერისთვის აჯარიმებდნენ

„რამდენიმე დღის წინ მიმინო დავიჭირე და მოვიდნენ, ეს აკრძალულია, 1000 ლარით გაჯარიმებთო. რაც აკვნიდან გადმოვვარდი, სულ მიმინოებს ვიჭერ, ბაბუაც ამას აკეთებდა. 12 წლის ვიყავი, როცა პირველი ჯილდო მივიღე, როგორც ბაზიერმა. ბოლოს თბილისობაზე მომცეს მედალი,“ – ეს  ბათუმში მცხოვრებმა ზურაბ ბარამიძემ მოგვიყვა სასამართლოს ფოიეში. 30 სექტემბერს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ზურაბ ბარამიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი …

ბათუმში ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ფაქტი გამოვლინდა – დამრღვევი არ დაჯარიმებულა

აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ 2018 წლის თებერვალსა და მარტში ატმოსფერული ჰაერის სინჯები აიღო. ოთხი სინჯი აღებული იყო  ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში, ორ-ორი სინჯი – ბონისა და ბარცხანის ტერიტორიაზე. როგორც სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კერა გამოვლინდა ერთ წერტილში, კონკრეტულად, ადლიის დასახლებაში, სადაც აღებულმა სინჯებმა აჩვენა, რომ ჰაერში ნახშირბადის ოქსიდის, აზოტის დიოქსიდისა და გოგირდის დიოქსიდის …

ჭოროხის დელტაში ნადირობა აკრძალულია, რადგან ტერიტორია ბათუმს ეკუთვნის

მონადირეებმა და მეთევზეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ჭოროხის დელტაში ნადირობის აკრძალვა გააპროტესტეს. „ჭოროხის დელტა ქალაქის ტერიტორიაა და ქალაქში ნადირობა აკრძალულია“ – განმარტავენ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში. აქ „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ ჭოროხის დელტაში ნადირობა იკრძალება მას შემდეგ, რაც ეს ადგილი ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ნაწილი გახდა. „გასულ წელს ამ დელტაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 70 ოქმი შედგა. შარშან ერთი ეკიპაჟი მუშაობდა …

Exit mobile version