ბათუმის მერიამ განმეორებით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა ახვლედიანის (ყოფილი ჯინჭარაძის) ქუჩის #12-ში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის მესაკუთრე ცხრა ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ ასაშენებლად. აუქციონი ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით მიმდინარეობს, საწყისი ფასი 837 600 ლარია. აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში სამსართულიანი სახლი უნდა ააშენოს, მანსარდითა და 10 საცხოვრებელი ბინით, ჯინჭარაძის 12 ნომერში. ბინები კეთილმოწყობილი უნდა იყოს, შეღებილი …
Tag Archives: გაზისა აფეთქება ჯინჭარაძის ქუჩაზე
აფეთქება ბათუმში [ფოტოამბავი]
10 დეკემბერს ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში ძლიერი აფეთქები მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია. აფეთქებამ სახლი დააზიანა და მიმდებარე კორპუსებში ფანჯრები ჩაამსხვრია.
აფეთქება ბათუმში
ბათუმში, მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს, ჯინჭარაძის ქუჩაზე მდებარე სახცოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზმა გამოიწვია. სახლის გარშემო კორპუსებში ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია მანქანები. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარება. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების …