204 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან – როდის ჩატარდება „ბათუმობა 2018“

„ბათუმობა 2018“ მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 144 ათასი ლარია გამოყოფილი, ხოლო სარეკლამო და მასთან დაკავშირებული მომსახურებისთვის 60 ათასი ლარი. შესაბამისად ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული ბათუმის კულტურის ცენტრს, სადაც წინადადებების მიღება 24-25 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. ღონისძიების დაიწყება პირველ სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება იმავე დღის 19:00 საათზე. რაც …

დავით ბერძენიშვილი: „ოპონირება არ უნდა გვიშლიდეს ხელს, კორექტული ურთიერთობებისთვის“

დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“-ზე  „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, დავით ბერძენიშვილიც იმყოფებოდა. მან აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად  გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. „ბათუმელებთან“ საუბარში დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მაზნიაშვილის მეომრების საფლავთან „რესპუბლიკელების“ გამოჩენა ბუნებრივია: „ეს საფლავები ჩვენი გათხრილია, ჩვენი აღმოჩენილია,  აქ იდგა საოლქო კომიტეტის შენობა, მთელი კგბ და კომუნისტების დროს, მათი წინააღმდეგობის ფონზე ირაკლი ჩავლეიშვილმა და …

„ბათუმობა“ [ვიდეო]

წელს „ბათუმობის“ დღესასწაულისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო. აქედან, 4 ათასი ლარი, ღონისძიებების სცენარისთვის არის გათვალისწინებული. „ბათუმობა“ დღეს, 3 სექტემბერს გაიხსნა და ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება.

„ბათუმობა 2016“ – აფიშა

3 სექტემბერი [ოფიციალური ნაწილი] 10:30 საათი – სასტუმრო „ჰილტონი“ და „შერატონი“ ჩამოსული დელეგაციების წევრების ჩასხდომა [37 დელეგატი – 11 ქალაქი] გადაადგილდებიან ღიაავტობუსებით ,,ვერტიგოს“ მიმართულებით. 11:00 საათი – სასტუმრო ,,პალმ აპარტმენტი“ – ვერტიგო შეხვედრა დელეგატებთან, მისასალმებელი სიტყვა – ქალაქის მერი. 12:00 საათი – გმირთა სკვერი – საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა პატივის მიგება [ყვავილებით შემკობა]. ფეხით მსვლელობა მემედ …

მოახლოებული ბათუმობა და ჩაშლილი ტენდერი

3-4 სექტემბერს სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ უნდა გაიმართოს. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს დღესასწაული უფრო ორგანიზებული იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო და „წინა წლებში დაშვებული შეცდომები გამოსწორდება“, თუმცა დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე ტენდერი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა, ბათუმის კულტურის ცენტრმა, „ბათუმობისთვის“ ორი ქუჩის მოსართავად აქსესუარების შესყიდვის მიზნით გამოაცხადა, არ შედგა. წინასწარ დაანონსებული ღონისძიების დროზე ადრე დასრულება, ღონისძიებების განრიგის შეცვლა, …

2000 ფერადი ქოლგა მემედ აბაშიძის გამზირზე – „ბათუმობა 2016“

,,ბათუმობა 2016“-ის ფარგლებში ქუჩების სადღესასწაულოდ მორთვის ორგანიზებისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური თანხა 55 000 ლარია. ღონისძიება 2016 წლის 3-4 სექტემბერს ჩატარდება. სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად გამარჯვებულმა სხვადსხვა სამუშაოები უნდა შეასრულოს. მათ შორის დაგეგმილია: მემედ აბაშიძის ქუჩის მორთვა ქოლგებით – ბოძებზე უნდა გაიჭიმოს ე.წ. ,,მეტალის ტროსები”და მათზე მოხდეს 2000 ფერადი ქოლგის მონტაჟი; ყვავილების თაღის დამზადება – წარწერით …

Exit mobile version