ქობულეთს ბათუმის ნაგავსაყრელი ნარჩენების უფასოდ განთავსებაზე უარს ეუბნება

ბათუმის ნაგავსაყრელი უარს ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების უსასყიდლოდ შეტანაზე და „ქობულეთის სანდასუფთავებას“ ფულის გადახდას სთხოვს. ქობულეთში შეგროვებული ნარჩენების განთავსებაზე უარს აცხადებენ ფოთისა და ოზურგეთის სოფელ მერიის მუნიციპალური ნაგავსაყრელები. „2019 წლის პირველი თებერვლიდან დაგვიდგა საჭიროება გავაფორმოთ ხელშეკრულება ბათუმის ნაგავსაყრელთან, რადგანაც მოვახდინოთ ნარჩენების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ვერსად ნაგვის გატანა და წარმოშობს დიდ პრობლემებს …

სახელმწიფო ქონებისა და ფულის უკანონო გამოყენების და მითვისების რისკები აჭარაში

არასწორი ფინანსური აღრიცხვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; სახელმწიფო ქონების უკანონო გამოყენების ან გასხვისების, ასევე სახელმწიფოს, ორგანიზაციის კუთვნილი, თუ გრანტის სახით მიღებული სახსრების შესაძლო არამიზნობრივი გამოყენებისა და მითვისების რისკები ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად ხარჯვა – ეს ის საკითხებია, რომლებზეც სახელმწიფო აუდიტმა თავის ანგარიშში მიუთითა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქციებისა და სხვა კაპიტალის ნაშთი 2017 წელს …

ქობულეთის ოთხი სოფლის მოსახლეობა კომპენსაციის გაზრდას ითხოვს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის 160 ოჯახი კომპენსაციის გაზრდას ითხოვს. დღეს, 27 აპრილს, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები, სოფელ წყავროკასთან ახლოს ნაგავსაყრელის მშენებლობის გამო, მოსახლეობისთვის სამართლიანი კომპენსაციის გადახდას ითხოვენ. „ჩვენ ძალიან დაბალი კომპენსაცია გადაგვიხადეს, ერთ კვადრატულ მეტრზე 5,6 ლარი, რაც მიწის ნორმატიულ ფასთან შედარებით ძალიან დაბალია, …

დაბრუნდა თუ არა ბიუჯეტში მითვისებული 5 მილიონი

აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ ისე დაამტკიცა, გაურკვეველია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ანგარიშიდან მითვისებული 5 მილიონამდე ლარის საკითხი. შპს „ჰიგიენა 2009“ ახორციელებს აჭარის მყარი ნარჩენების პროექტს, რისთვისაც აჭარის მთავრობას 3 მილიონი ევრო სესხის სახით აქვს აღებული. ამ კომპანიის ანგარიშიდან 5 მილიონამდე ლარის მითვისებაში კი სასამართლომ კომპანიის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე დამნაშავედ …

ახალი ნაგავსაყრელი და განსახლების გეგმა

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე მუშაობა, რომელიც ბოლო რამდენიმე  წელია ვერ განხორციელდა, ფაქტობრივად, გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე, განსახლების გეგმაზე მუშაობს. მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრის აშენებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. დონორი ორგანიზაციების მოთხოვნით სახელმწიფომ ნაგავშემგროვებლებზეც უნდა იზრუნოს. „ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღება კონსულტანტი …

Exit mobile version