მუფთი ბეგლარ ქამაშიძე: „ქვაფენილზე ლოცვა უნდა დასრულდეს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოახლოებულ რამაზან ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა თემს იფთარზე უმასპინძლა და მათ რამაზანის თვე მიულოცა. მუფთის  ინფორმაციით საქართველოს პრემიერი მას მეჩეთის მშენებლობის საკითხის უახლოეს მომავალში მოგვარებას შეჰპირდა. ბეგლარ ქამაშიძე დარწმუნებულია, რომ ეს არ არის მორიგი დაპირება და ამჯერად მას შედეგი მოჰყვება: „ … ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს და დასრულდეს …

დასავლეთ საქართველოს ახალი მუფტი თავის გეგმებზე

 

ბეგლარ ქამაშიძე დასავლეთ საქართველოს მუფთი რამდენიმე დღის წინ გახდა. მან ჯემალ პაქსაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. როგორ მოიპოვა ახალმა მუფთმა მეჯლისის ნდობა და რის შეცვლას გეგმავს მომავალში? “ბათუმელების” კითხვებს ბეგლარ ქამაშიძემ უპასუხა.

 

აჭარის მუფთი: „მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილია“

 

 

აჭარის მთავარი მუფთის ჯემალ პაქსაძის ინფორმაციით აჭარაში მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილია. მას შემდეგ რაც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუსლიმებს „ყურბან ბაირამი“ ( მსხვერპლშეწირვის დღესასწაული) მიულოცა, მას ჯემალ პაქსაძესთან პირისპირ შეხვედრა ჰქონდა.

Exit mobile version