ახალი ტენდერი ბათუმში ატრაქციონების მოწყობაზე – შემცირებული მისამართებით და თანხით

მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟსა და რეაბილიტაციაზე ტენდერი ბათუმის მერიის სამმართველომ ხელახლა გამოაცხადა. ახალ ტენდერში შემცირებულია ეზოების რაოდენობაც და სატენდერო თანხაც. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, სამმართველომ 2-მილიონიანი ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ არც მისამართები ჰქონდა დაზუსტებული და არც შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს წინა ტენდერი 2 მილიონ 30 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, …

„Перезвоню позже“ – ბატუტის გამო ბავშვის დაღუპვაზე კითხვებს ბულვარის დირექტორი არ პასუხობს

„Перезвоню позже“ – მთელი დღეა ამ ავტომატურ SMS შეტყობინებას იღებს „ბათუმელები“ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მიქელაძისგან. ბათუმის ბულვარში 12 მარტს, გვიან ღამით, ბატუტზე 9 წლის ბავშვი დაიღუპა. კიდევ ერთი მცირეწლოვანი, გარდაცვლილის ძმა, 3 წლის ბავშვი კი, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დილის მონაცემებით მისი მდგომარეობა მძიმეა. ბავშვის დაღუპვიდან 20 საათი გავიდა. ამ დრომდე არც …

გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა

ბათუმში, ბულვარში, არდაგანის ტბასთან, ბატუტის დაზიანების გამო დაშავებული 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ, 13 მარტს, მოხდა – საღამოს არდაგანის ტბასთან ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ბავშვი – ძმები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მეორე დაშავებული ბავშვი კლინიკაში რჩება. ის 3 წლისაა და დაზიანება თავის არეში აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, …

რატომ გადაწყვიტა მერიამ ეკლესიასთან სკვერში ფასიანი ატრაქციონის მოწყობა – ენმ-ს პროტესტი

„ბათუმის მერიამ სკვერებსა და პარკებს არაკომერციული დატვირთვა უნდა დაუბრუნოს“, – აცხადებს ქეთი ლასტაკანიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. მან დღეს, 14 ივლისს, ბათუმის ღვთისმშობლის ტაძართან არსებულ სკვერში ბრიფინგი გამართა. „ამ ფონზე, როცა ათასობით სოციალური დაუცველია ქალაქში, მრავალშვილიანი ოჯახი, მერია ცდილობს შემოსავლები გაზარდოს სკვერებისა და პარკების კომერციალიზაციის გზით და არ ფიქრობს იმ პატარა ბათუმელებზე, რომლებსაც ამ ატრაქციონების …

დისტანცია ატრაქციონებზეც უნდა დაიცვათ, არის გამონაკლისიც – სავალდებულო რეკომენდაციები

6 ივლისიდან მოიხსნა გასართობ პარკებში განთავსებულ ატრაქციონებზე აკრძალვები და მათი მუშაობა დაშვებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. დასვენებისა და გართობის პარკებში არსებული ატრაქციონების ოპერირებისთვის რეკომენდაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 4 ივლისს დაამტკიცა და ის დღეს, 7 ივლისს, გამოქვეყნდა. ამ რეკომენდაციებით, გარდა კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა, აუცილებელი იქნება, ვიზიტორები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განთავსდნენ იმგვარად, რომ დაცული იყოს …

ბათუმის ბულვარში ატრაქციონები 6 ივლისიდან ამუშავდება

ბათუმის ბულვარში მომდევნო კვირიდან ატრაქციონები ამუშავდება. ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ატრაქციონების მფლობელებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება. „იჯარის ხელშეკრულებებს აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გავაფორმებთ და დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ, მომდევნო კვირიდან, ბულვარის ტერიტორიაზე ყველა ატრაქციონი იმუშავებს. რაც შეეხება ბულვარის საკუთრებაში არსებულ ტრენაჟორებს და საბავშვო გასართობ ატრაქციონებს, მათით სარგებლობა უკვე დაშვებულია,“ – გვითხრეს ბულვარის პრესსამსახურში. იზოლაციისა და კარანტინის …

ბათუმში მერია 11 მისამართზე ახალ ატრაქციონებს დადგამს – ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის მერია მრავალბინიანი სახლების ეზოებისთვის საბავშვო ატრაქციონების შესყიდვას გეგმავს. ელექტრონული ტენდერი 11 ატრაქციონის შესყიდვაზე ბათუმის მერიის ააიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა, შესყიდვის საწყისი ღირებულება 400 000 ლარია. შეთავაზებულ ფასში უნდა შევიდეს მონტაჟისა და რეაბილიტაციის მომსახურება.  ტენდერის პირობების მიხედვით, თითოეულ ატრაქციონში უნდა შედიოდეს შშმ პირებისთვის განკუთვნილი საქანელა. გარდა ამისა, პირობები მიმწოდებელს ავალდებულებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში …

ბათუმში ატრაქციონებს და ატრაქციონთან მისასვლელ გზას ითხოვენ

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, უკვე რამდენიმე თვეა ბათუმის მერიის მიერ განთავსებულ ატრაქციონს კერძო კომპანიამ რკინის ღობე შემოავლო და ბავშვებს ამ ატრაქციონებით სარგებლობა არ შეუძლიათ. ამის შესახებ მოქალაქემ საკრებულოს ღია კარის სხდომაზე ისაუბრა და საკრებულოს ამ საკითხის მოსაგვარებლად მერიასთან შუამდგომლობა სთხოვა: „ან იქ შეუშვან ბავშვები, ან ახალი ატრაქციონები დაგვიდგან.“ ამ თემაზე: ბათუმის მერიის ატრაქციონები კერძო კომპანიის ეზოში, სადაც …

რატომ გაძვირდა პარკში ატრაქციონები

ბათუმის ცენტრალურ პარკში იმ ატრაქციონების ფასი, რომელთა ბილეთიც 50 თეთრი ღირდა – გაორმაგდა, რამაც მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ სულ ახლახან, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ ბათუმის ცენტრალურ პარკში მდებარე მიწის ნაკვეთები და საბაშვო ატრაქციონები 10-წლიანი იჯარით გასცა კერძო პირზე. როგორც ატრაქციონების ახალი მოიჯარე ეკატერინე ნიკოლაიშვილი ამბობს, ფასის ზრდის მიზეზი ის გადასახადები და …

70 ათასი ლარი ატრაქციონების ნაწილების შესაძენად

იტალიური წარმოშობის პანორამული [ე.წ. ეშმაკის] ბორბლისა და 6 მაისის პარკში მდებარე ატრაქციონების სათადარიგო ნაწილების შეძენაში, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 70 ათას ლარს გადაიხდის. სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალი გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის ატრაქციონები საჭიროებს გარკვეული ნაწილების შეცვლას: „აღნიშნული ატრაქციონები ჩამოტანილი და დამონტაჟებული იქნა იტალიიდან, კომპანია „VISA INTERNATIONAL SRL“-ის მიერ. აღნიშნული კომპანია იძლევა რეკომენდაციას და ტექნიკურ …

Exit mobile version