13 სექტემბერს ფეისბუქგვერდმა „სირცხვილის კორიდორი“ „ბათუმელების“ სახელით ყალბი ინფორმაცია გაავრცელა. გვერდზე გამოჩნდა გაყალბებული სქრინი, სადაც იკითხებოდა სათაური – „სად სწავლობენ და რა უჯდებათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შვილების სწავლა?“ და გაყალბებული სტატიის პირველი აბზაცი, რომლის მიხედვითაც დეპუტატ სალომე სამადაშვილის [ენმ] შვილი მოსკოვში სწავლობს, ხოლო დეპუტატი გიგა ბოკერია [ევროპული საქართველო] შვილის სწავლისთვის საზღვარგარეთ 16 451 ლარს იხდის. …
Continue reading “„ბათუმელების“ სახელით „სირცხვილის კორიდორმა“ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა”