ყალბი უცხოური პირადობის მოწმობის დამზადების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი უცხოური პირადობის მოწმობების დამზადება – გასაღების ფაქტზე ორი პირია დაკავებული. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც გააჩნდა ტურისტული მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს. ბრალდებული პირები მხილებულ იქნენ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის …

ვაქცინაციის ყალბი დოკუმენტის დამზადებაზე 7 პირი დააკავეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით …

კოვიდის ყალბი PCR ტესტის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კორონავირუსის PCR კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების  დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებულმა ორ დაინტერესებულ პირს, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, 200 ლარის სანაცვლოდ, დაუმზადა და გადასცა ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, …

სამინისტრო დიდი ოდენობით საწვავის საბაჟო პროცედურების დარღვევით გადატანას იძიებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შეტყობინება. „არსებული ინფორმაციით საბაჟო პროცედურების დარღვევით მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საწვავის გადაადგილება, რომლის რეალიზაციაც სავარაუდოდ განხორციელდა საქართველოს მასშტაბით განლაგებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი …

აჭარაში მართვის ყალბი მოწმობების დამზადებისთვის თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ყალბი აქციზური მარკების დამზადების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახური სინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში დაამზადეს და 300 აშშ დოლარის საფასურად გაასაღეს ავტომანქანის მართვის ყალბი ორი მოწმობა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია …

Exit mobile version