ჩაბნელებული ქუჩა ბათუმში, ახალ ბულვართან – რას განმარტავენ მერიაში

„ეს ჩაბნელებული დავით მამულაძის ქუჩაა ტურისტებით გადაჭედილ უბანში, ახალ ბულვართან ახლოს“, – ამბობს პარტია „ლელოს“ რეგიონული ლიდერი გენო თებიძე. მან დღეს, პირველ სექტემბერს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბათუმის ცენტრში მდებარე ამ ჩაბნელებული ქუჩის ღამით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და ბათუმის მერიის ყურადღება ითხოვა. დავით მამულაძის ქუჩა ახალ ბულვარის მიმდებარედაა, გენო თებიძის თქმით, ამ ქუჩაზე, მინიმუმ ერთი წელია, …

ქუჩები ბათუმში, სადაც პრობლემურ ადგილებში ბეტონს დააგებენ – გამოყოფილია 4,6 მილიონი

ბათუმში, „პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დასაგებად“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს სამი ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც ქუჩების კონკრეტული მისამართებია მითითებული. სამივე ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 4,6 მილიონი ლარია. სამუშაოები კი, ყველგან 2023 წლის 12 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. სამმართველოს ცალკე, მეოთხე ტენდერიც აქვს გამოცხადებული „ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარის ქუ­ჩე­­ბის მიმდინარე სარემონტო სა­მუ­შა­­ოებზე“, სადაც სატენდერო …

ბათუმელი კატები | ფოტო

ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი კატა ბინადრობს ბათუმში, არ არსებობს. მათგან ძალიან ბევრი ქუჩაში ცხოვრობს, ბევრიც მხოლოდ ნარჩენებით იკვებება. გარდა ამისა, ამ ქალაქში ძალიან ბევრი კატა ცხოვრობს სახლის პირობებში, ოჯახებში, სადაც მათზე ზრუნავენ. როცა ბათუმში მზიანი ამინდებია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ნებიერად გაშოტილ კატებს, მზეს რომ ეფიცხებიან და თბებიან.  

ბათუმიდან გამქრალი „ზებრები”

ბათუმში, ცენტრალური ქუჩებში, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელები, ეგრეთ წოდებული „ზებრები” თითქმის წაშლილია. იმავე მდგომარეობაშია ღერძულა ხაზებიც, რაც, განსაკუთრებით ღამის საათებში უქმნის მძღოლებს პრობლემას. ქუჩების დახაზვა, ბორდიურებისა და ველობილიკების შეღებვა, მერიის სამსახურის – “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ ფუნქციებში შედის. სამსახურის უფროსის, გიორგი ჩხეიძის თქმით, ქუჩებში საგზაო მოძრაობის ნიშნების გადაღებვა, სავარაუდოდ, მაისამდე ვერ მოხდება. „ველოდებით, როდის მოგვცემს კლიმატური პირობები ამის …

ბათუმში კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის ქუჩა იქნება

ბათუმში, სულიკო ჟღენტის ქუჩიდან ატრაქციონამდე (პანორამული ბორბალი) საავტომობილო გზა ქუჩად გარდაიქმნება და მას ქართველი კინორეჟისორის თენგიზ აბულაძის სახელი დაერქმევა. პროექტი ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. თენგიზ აბულაძე 1924 წელს ქუთაისში დაიბადა.  მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი ფილმებია: “ნატვრის ხე”, “ვედრება” და “მონანიება”. კინორეჟისორი 1994 წელს გარდაიცვალა.

Exit mobile version