ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თავისი ლექტორი, ბათუმის საკრებულოს წევრი, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამავე თემაზე: „თამამი სელფი გამომიგზავნე“ -სტუდენტი ბსუ-ს ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს სულიკო თებიძის განცხადებით, საკრებულო გმობს ყოველგვარ ძალადობას: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ შევიწროებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არაოფიციალურად, საკრებულოს წევრისგან მოხდა იძულების ფაქტი. ჩვენ დაველოდებით გამოძიების …
Tag Archives: ქართული ოცნება ბათუმში
„ოცნებას“ ბათუმში ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს
ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება დღეს, 23 აპრილს, „ქართული ოცნების“ რეგიონალურ კონფერენციაზე იქნა მიღებული. ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ჭეიშვილი იყო. მას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.
„ვინ დამიბარა და უფროსმა“ – საჯარო მოხელეები „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგინებაზე
„შემიშვი, აუცილებლად უნდა შევიდე. უფროსი მიცდის“, – ამ სიტყვებით სახელმწიფო დაცვის პოლიციელებს საშუალო ასაკის ქალმა მიმართა, როცა მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, ეგრეთ წოდებული კარის გახსნაზე უარი უთხრეს. დაცვის თანამშრომლებმა ქალს შესთავაზეს აქციას „ფანტანების მხრიდან“ შეერთებოდა. ქალმა დაასახელა თავისი სამსახური და თანამდებობაც – სოციალურ სააგენტოში ვმუშაობ და თუ არ შემიშვებთ, პრობლემები შემექმნებაო. მას დაცვის თანამშრომელმა საგულდაგულოდ აუხსნა, რომ …