ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ოქროს საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთში დამალვის გზით, საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში დაახლოებით 4 447 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 577 497 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს …
Continue reading “4 კილოგრამზე მეტი ოქრო სარფის საბაჟოზე უკანონოდ გადმოჰქონდათ – საგამოძიებო”