აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ფესტივალ „განდაგანაზე“ მოწვეულ ჯგუფებსა და შემსრულებლებს ჯამში ჰონორარის სახით 191 ათას 262 ლარს გადაუხდის. ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებასა და ჰონორარებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან 735 ათას 342 ლარი დაიხარჯება. „ფესტივალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში, 20 და 21 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე და მის მიმდებარედ [დუმბაძის და მემედ აბაშიძის ქუჩებზე] წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი. …
Tag Archives: ფესტივალი განდაგანა
სად ჩატარდება ფესტივალი „განდაგანა“ – გამოყოფილია 330 ათასი ლარი
ბათუმში ნოემბრის ბოლოს სოფლის ტურიზმის ფესტივალის „განდაგანას“ ჩატარებაა დაგეგმილი, რისთვისაც ჯამში 330 ათასი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტიდან. ფესტივალი ტრადიციულად ევროპის მოედანზე იმართება, სადაც დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. „ევროპის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობის გამო, ფესტივალის ტერიტორია შესაძლებელია გადატანილი იქნას სხვა, ალტერნატიულ ლოკაციაზე“ – აღნიშნულია ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობაში. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფესტივალის …
Continue reading “სად ჩატარდება ფესტივალი „განდაგანა“ – გამოყოფილია 330 ათასი ლარი”
ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს | ფოტო
დღეს, 20 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს. წელს ფესტივალის მთავარი თემა აჭარული ნაქარგებია, რომელთა დეკორაციებითაც გაფორმდა ევროპის მოედანი. სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა“ 2015 წლიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა. ფესტივალი 2020-2021 წლებში არ ჩატარებულა კორონავირუსის პანდემიის …
Continue reading “ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ მიმდინარეობს | ფოტო”
ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში – რას ნახავთ, რას მოისმენთ, რას დააგემოვნებთ
დღეს და ხვალ, 13-14 ოქტომბერს, ბათუმში ევროპის მოედანზე, ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება. ფესტივალზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის მიმდინარეობისას სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესში. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან …
Continue reading “ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში – რას ნახავთ, რას მოისმენთ, რას დააგემოვნებთ”
ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო გადაიდო
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“, რომელიც დღეს, 5 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო ბათუმში, ევროპის მოედანზე, კოკისპირული წვიმის გამო გადაიდო. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში გვითხრეს, ფესტივალი ხვალ, 6 ოქტომბერს, 16 საათზე გაიხსნება ევროპის მოედანზე და ორი დღის განმავლობაში, 6-7 ოქტომბერს გაგრძელდება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების -„ბერმუხა“, „ელესა“, „ხორუმი“, „ათძალი“, „კოლხა“ , „მაჭახელა“, „ქობულეთი“, …
Continue reading “ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო გადაიდო”
ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში
ზაფხული ეს-ესაა დასრულდა, მზის მწველი მცხუნვარება რბილ, სასიამოვნო სითბოდ იქცა, ზღვა სექტემბრის მუქ ლურჯ ცას ირეკლავს და კამკამებს. სექტემბრის ბათუმში დასვენება საუკეთესო პერიოდია განსატვირთად და უშფოთველი შვებულების მოსაწყობად. ზღვა სექტემბერში განსაკუთრებით მშვიდი და სუფთაა, მზეც არ გწვავთ და ზომიერ, ოქროსფერ რუჯს იღებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შემოდგომის პირველი თვე აუცილებლად გამოსაყენებელი პერიოდია, რაც ზაფხულის ხმაურიანი და …
Continue reading “ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში”