3 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბათუმში ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა არასრულწლოვანი შვილები სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირეს და 2025 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები ბათუმში არასრულწლოვან შვილებს, ქუჩაში და კაფე-რესტორნებში მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას ავალებდნენ, ბავშვების მიერ შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან …

ტრეფიკინგში ბრალდებულს 7 წელი მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა. აიძულებდა მას სექსუალური მომსახურება გაეწია სხვა პირებისთვის, ხოლო გამომუშავებული თანხა მისთვის სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაზარალებულს შეურაცხყოფას აყენებდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა“ – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. დაკავებულს …

აიძულებდა მტვირთავად მუშაობას და მოწყალების თხოვნას – ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1981 წელს დაბადებული ი.შ. გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილ-ბოსტნის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა. „ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ი.შ. მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, …

15 წლით პატიმრობა ელის ცოლ-ქმარს, რომლებიც შვილებს მოწყალებას აიძულებდნენ – გამოძიება

ბათუმში არასრულწლოვნების ტრეფიკინგის მუხლით ბრალდებულ ცოლ-ქმარს, ვიდადი ა.-ს და ანჟელა ბ.-ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები საკუთარ შვილებს – 11 და 12 წლის გოგონებს ბათუმში, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე მოწყალების მიღებას აიძულებდნენ. ბრალდებულები ბათუმში 2024 წლის მაისში დააკავეს. „შრომითი ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირეს საკუთარი არასრულწლოვანი შვილები… ანტისაზოგადოებრივი საქმიანობაში ჩაბმით [მოწყალების მიღების იძულებით] უწევდნენ …

„შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ“ – 15 პირი დააკავეს ტრეფიკინგის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში სტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით,  დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული ვ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.მ., 1961 წელს დაბადებული ა.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული …

ბრალდებული 4 ადამიანს იძულებით ამუშავებდა ფერმაში – შსს

ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს ინფორმაციით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, ოთხ პირს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, მის კუთვნილ ფერმაში ამუშავებდა. „ბრალდებული დაზარალებულებს ტერიტორიის დატოვებასა და მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა. ბრალდებული ოთხივე მათგანს აიძულებდა შეესრულებინათ მისი ნებისმიერი მითითება, თუნდაც ეს არ ყოფილიყო დაკავშირებული …

რას ჰყვება რამაზი, რომელმაც $10 000 გადაიხადა და აშშ-ის საზღვრიდან უკან მოაბრუნეს

არალეგალური მიგრაცია დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული. კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოდან შრომით ემიგრაციაში ძირითადად ქალები მიდიან, რაც მკვლევრებს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნან, რომ საქართველოში აშკარად იკვეთება მიგრაციის ფემინიზაციის ნიშნები. საქართველოს რამდენი მოქალაქეა არალეგალურ შრომით ემიგრაციაში უცხოეთში, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ გვაქვს, რადგან შრომით მიგრაცია არარეგულარული ხასიათისაა და ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრა რთულია. ლოგიკურად, რახან საქართველოდან მიგრანტთა უმეტესობა ქალია, …

კაცი ცოლს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა – ტრეფიკინგის შემთხვევა ბათუმში

შსს-ს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ვ.ა. დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული თავის მეუღლეს ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. „ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. …

4 და 5 წელი პატიმრობა დედას და დეიდას, რომლებიც ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ

ბავშვთა ტრეფიკინგში ბრალდებულ ორ ქალს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. მათ 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ქალები 4 მცირეწლოვანი ბავშვის დედა და დეიდა იყვნენ და ბავშვებს ბათუმში, ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ. ბრალდებულები თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდნენ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარებითი ჩვენების მიცემა გადაწყვიტეს. „ტრეფიკინგის მუხლზე საპროცესო შეთანხმება არ …

ბავშვით ვაჭრობის ფაქტზე 7 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. „დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული …

უვადო პატიმრობის განაჩენი სააპელაციომ 20-წლიანით შეცვალა – ტრეფიკინგის საქმე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ტრეფიკინგში მსჯავრდებულ ქალს ნ.რ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა 20-წლიანი პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 15 მარტს, გამოაცხადა. საუბარია აჭარაში, ბეშუმის ტყეში, 2013 წელს მოკლული უზბეკი გოგოს საქმეზე, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წელს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულ ქალს, ასევე, უზბეკეთის მოქალაქეს, უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განსასჯელს „ინტერპოლის“ წითელი ცირკულარით ეძებდნენ. რამდენიმე თვის …

12 წლით პატიმრობა ტრეფიკინგისთვის – ბათუმის სასამართლოს განაჩენი

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გულრუხ სოლიევას. მას გამოძიება ტრეფიკინგის ჩადენას ედავებოდა. მსჯავრდებული უზბეკეთის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, გულრუხ სოლიევამ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში გოგო. მსხვერპლმა იცოდა, რომ ის რესტორანში მიმტანად იმუშავებდა. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ბათუმში, ნაქირავებ სახლში, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი და ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში. …

შსს-მ 2018 წელს ოთხი კანონიერი ქურდი და 40 კიბერდამნაშავე დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს, ე.წ. ოთხი კანონიერი ქურდი და „ქურდული სამყაროს“ 52 წევრი დააკავეს. უწყების თქმით, ეს სტატისტიკური მაჩვენებელი 477 პროცენტით მეტია წინა წლის მონაცემზე. „დაკავებულთაგან 19 პირს ბრალი ახალი მუხლებით წარედგინა“. 2018 წელს სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა: „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“ „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“. ტრეფიკინგის ბრალდებით …

ტრანზიტულ დერეფანში მოკლული ქალები 

24 ნოემბერს სამორინე „პრინცესაში“ უზბეკი ქალი მოკლეს, მეორე უზბეკი ქალი კი – დანით დაჭრეს. დაკავებულმა თურქეთის მოქალაქემ მოსამართლეს უთხრა, რომ ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა – არ მინდოდა ჩემი პარტნიორი ქალი სექსინდუსტრიაში დარჩენილიყოო. უზბეკი და შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ქალები ხშირად ხდებიან ბათუმში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბოლო სტრატეგია, რაც ხელისუფლებამ სექსინდუსტრიის ქართულ კორიდორში …

“უხილავნი ჩვენს შორის” – ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია ბათუმში

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის დღის აღსანიშნავად 18 ოქტომბერს, ბათუმში, ვარდების სკვერში არტ-ინსტალაცია მოეწყო. “უხილავნი ჩვენს შორის” ასე ჰქვია კამპანიას, რომლის მიზანიც  ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე ცნობიერების ამაღლებაა. ინსტალაციაზე ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური ისტორიები იყო წარმოდგენილი, ადამიანების, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, თუმცა საზოგადოება მათ ვერ ხედავს. “სამი და მყავს. დედაჩემმა სამივე გაგვყიდა – მიგვყიდა ნაცნობს, რომელთან ერთადაც …

შსს: 4 წლის უზბეკი გოგოს ცხედარი ბათუმში დაკრძალეს

4 წლის ბავშვის ცხედარი ბათუმში დაკრძალეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. 4 წლის გოგო ბათუმში 13 ივნისს ღამით მოკლეს. ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში თვითონ მიიტანა და განაცხადა, რომ გოგონა ცემით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი რამდენიმე დღის წინ გაიტანეს ბათუმის პროზექტურიდან. „დედის ახლობელმა დაკრძალა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. …

ტრეფიკინგში ბრალდებული: ალკოჰოლის დალევას ვუშლიდი და ამიტომ მიჩივლა

ტრეფიკინგში ბრალდებული გ.ს. დღეს, 12 ივნისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქეა. მას შემდეგ, რაც პოლიცია მისი საქმით დაინტერესდა, ის ბათუმიდან გაუჩინარდა. გ.ს. დაახლოებით ერთი თვის წინ, ახალციხეში დააკავეს. ამ საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა ახალგაზრდა გოგო, რომელსაც რესტორანში მიმტანად უნდა ემუშავა. დაზარალებული გოგოს თქმით, …

ბათუმში ტრეფიკინგში ბრალდებულმა მიმალვა შეძლო, მას პროკურატურა ეძებს

ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გ.ს.-მ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში მ.ხ. მსხვერპლმა იცოდა, რომ ის რესტორანში მიმტანად იმუშავებდა. „გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, …

ადამიანით ვაჭრობის მორიგი შემთხვევა გონიოში – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს ტრეფიკინგის საქმეს. პროკურატურის ვერსიით, ადამიანით ვაჭრობის შემთხვევა ამჯერად გასული წლის ზაფხულში დაფიქსირდა. ბრალდებული დ. რ. ბრალს არ აღიარებს. ის წინასწარ პატიმრობაშია. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის ივლისში ბათუმში მოტყუებით ჩამოიყვანა უზბეკეთის მოქალაქე და იგი იძულებით სექსინდუსტრიაში ჩააბა, ანაზღაურებას კი, თვეების განმავლობაში თვითონ იღებდა. „ეს ყველაფერი არის სიცრუე. ვერც ერთი …

ქალი, რომელიც ბათუმში ორი წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო

„ქალატვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, კანქვეშა ჰემატომები, ნაკაწრები…“ – ეს ექიმებმა ჩაუწერეს მ.ტ.-ს, რომელიც ბათუმში ორი წლის განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო. ექიმთან იგი მას შემდეგ მივიდა, როცა მონობას თავი დააღწია. სასამართლო დაახლოებით სამი საათი ისმენდა მსხვერპლის ჩვენებას. თქვა, რომ აშინებდნენ მცირეწლოვანი შვილის დაკარგვით, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დატოვა, ასევე მამით, რომელიც სასულიერო პირია და ის სექსუალურ …

ტრეფიკინგის მსხვერპლის ისტორია: ჩემი უმცროსი დაა, ლოთობს და მაგიტომ ვცემო

„ბათუმში ღამით ჩამოვფრინდით. მან წამიყვანა და დამაბინავა. დაძინებამდე მითხრა, პასპორტი აჯობებს მე მომცე, შენ დაგეკარგებაო. პასპორტი მივეცი. მეორე დილით ის წავიდა და საღამოს დაბრუნდა. მითხრა, რომ სამუშაო იშოვა ჩემთვის. ვკითხე, რა ნახე-მეთქი. მიპასუხა, სექსუალური მომსახურებით უნდა დაკავდეო… ვუთხარი, რომ ამას არ გავაკეთებდი. სახეში გამარტყა, მაშინ 6 ათასი დოლარი რომ გაქვს ჩემი ვალი, ის დამიბრუნეო… მე …

ტრეფიკინგის მორიგი მსხვერპლი – 21 წლის გოგო გონიოში, სექსინდუსტრიაში რჩება

ტრეფიკინგის მორიგი მსხვერპლი 21 წლის გოგოა – ნინა [ სახელი შეცვლილია]  ის გონიოში გასული წლის ზაფხულში ჩამოვიდა. ტრეფიკინგში ბრალდებული კი, 42 წლის ქალია – მუმთოზა უ. ის საქართველოდან მას შემდეგ წავიდა, როცა პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა და ბრალი წაუყენა. მსხვერპლის სტატუსის მქონე გოგო ისევ სექსინდუსტრიაში მუშაობს. საქმის მასალების მიხედვით, ნინა საქართველოში წითელი ხიდის გავლით შემოვიდა. ბრალდებულის …

მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელი: არც ერთი წუთით არ უნდა დაუთმო მოძალადეს

„თავშესაფარში მოდიან, როცა უკვე აუტანელი სიტუაციაა და მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. მოდიან, როცა მშობლებისგან ითხოვენ დახმარებას და მათგანაც მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. მანამდე ისინი მოძალადის გამოსწორებას ელიან. ჩემი აზრით, არც ერთი წუთით არ უნდა დაუთმო მოძალადეს, არ უნდა ელოდო მის გამოსწორებას…“ – ეს ბექა მაჭუტაძემ გვითხრა. იგი ბათუმის ადამიანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების – თავშესაფრის …

ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები ბათუმიდან უკრაინაში დღეს დაბრუნდებიან

ტრეფიკინგის მსხვერპლი მოქალაქეები დღეს, 19 ივლისს, უკრაინაში გაემგზავრებიან. ორი უკრაინელი ქალი თვენახევრის განმავლობაში ბათუმის ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარში ცხოვრობდა. უკრაინის მოქალაქეები შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლი აფხაზეთში გახდნენ. „ისინი არიან პროფესიით მღებავები და ეძებდნენ სამუშაოს. ინტერნეტით მიიღეს შეთავაზება, რომ რუსეთში არსებობდა კარგი სამუშაო. ისინი რუსეთის ნაცვლად აფხაზეთში აღმოჩნდნენ. დაახლოებით წელიწადნახევარი ამუშავეს ისე, რომ სახლიდან გარეთაც …

ტრეფიკინგი – ვიზა ლიბერალიზაციის ხელშემშლელი მიზეზი

 

ევროკომისიის ანგარიშით, რის გამოც საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არ იმსახურებს, რვა მიზეზს შორის ერთ-ერთი ადამიანთა ტრეფიკინგია. „შეშფოთების საგანია ის, რომ ვერ ხერხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა“, – წერია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ. რას ნიშნავს ეს ანგარიში საქართველოსთვის და როგორ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას მთავრობა?

ადამიანებით ვაჭრობის გამო აშშ დახმარებას შეგვიწყვეტს

ტრეფიკინგი – ადამიანით ვაჭრობა, თანამედროვე მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით ნარკობიზნესსა და იარაღით ვაჭრობასთან ერთად პირველ სამეულშია. საქართველო, როგორც წესი, იმ ქვეყნების ჯგუფშია  მოხვედრილი, როცა სახელმწიფო არ ღებულობს რაიმე კონკრეტულ ზომებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ანუ მესამე ჯგუფში (პირველში ის ქვეყნებია, სადაც მუშაობენ და ტრეფიკინგის კუთხით კარგი შედეგები აქვთ, მეორეში – მუშაობენ, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ). …

Exit mobile version