არსებობს თუ არა უთანხმოება ინგა შამილიშვილსა და მთავრობის თავმჯდომარეს შორის

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების მინისტრს მეოთხე მოადგილე დაუნიშნა და ამავე დროს დასძინა, რომ სამინისტროს უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო ახალგაზრდობის საქმეთა მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძის სამინისტროში ვიზიტის შემდეგ, უწყებაში სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარი დაიწყეს. როგორი იქნება განათლების მინისტრის „სტრუქტურული ცვლილებების ახალი გეგმა“, რომელიც მან მთავრობას ექვს კვირაში უნდა წარუდგინოს და არსებობს თუ არა უთანხმოება …

მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება

2019 წლის იანვრიდან აჭარის მთავრობას საქვეუწყებო დაწესებულებები აღარ ექნება. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია აღარ ითვალისწინებს „აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების“ არსებობას. ამ დროისთვის აჭარის მთავრობას უშუალოდ 4 დაწესებულება ექვემდებარება: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო,  საარქივო სამმართველო და გზების დეპარტამენტი. რას უპირებს ამ უწყებებს აჭარის მთავრობა? – მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ …

ბათუმის მერი: რეორგანიზაციის შედეგად 101 ადამიანი მერიაში გათავისუფლებულად ითვლება

დღეს, 2 მარტს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიის სტრუქტურული ცვლილებები წარმოადგინა. ახალი მოდელის მიხედვით, მერიაში სამსახურები ერთიანდება – ათი სამსახურიდან რჩება მხოლოდ ცხრა. სტრუქტურულ ცვლილებებამდე მერიაში სულ 217 საშტატო ერთეული იყო, ცვლილებების შემდეგ კი შტატების რაოდენობა 181-ზე ჩამოვიდა. აქამდე მერიაში ხელშეკრულებით 84 ადამიანი იყო დასაქმებული, ამის შემდეგ მხოლოდ 20 ადამიანი იქნება ხელშეკრულებით დასაქმებული. ლაშა კომახიძის …

ზურაბ პატარაძე: სამინისტროების რაოდენობა აჭარაში შესაძლოა გაიზარდოს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, საბოლოო მიღების შემთხვევაში, ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ამბობს, რომ სამთავრობო უწყებების შექმნაზე ინიციატივის დაყენების უფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს აქვს, თუმცა ის ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდის მომხრე არ არის. დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, …

აისახება თუ არა სტრუქტურული ცვლილებები აჭარის მთავრობაზე

„ამ ეტაპზე სტრუქტურული ცვლილებები არ იგეგმება აჭარაში,“ – გვითხრეს აჭარის მთავრობის აპარატში. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 13 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. აჭარის მთავრობას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, შეუერთდება თუ არა, მაგალითად, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც ეს თბილისში იგეგმება. ცვლილების განხორციელების შემდეგ ცენტრალურ დონეზე გარემოს და ბუნებრივი …

Exit mobile version