ატესტატის ელექტრონულ ვერსიას ორიგინალის ძალა ექნება – მინისტრის ბრძანება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში. ცვლილების მიხედვით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან ერთად გასცეს განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ელექტრონული ასლიც, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც ორიგინალ დოკუმენტს. ბრძანების მიხედვით, „მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი დამოწმდება სააგენტოს ელექტრონული შტამპით …

სამინისტრო: ატესტატი მომავალ წელსაც ნიშნების საფუძველზე გაიცემა

„დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, 23 აპრილს, პარლამენტში მორიგი გამოსვლის დროს. მეტი ინფორმაციისთვის „ბათუმელები“ დაუკავშირდა განათლების სამინისტროს და განმარტება ითხოვა გამოცდების ფორმატსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროში გვითხრეს, დამამთავრებელი გამოცდების ჩატარება სკოლას შეუძლია, თუმცა ამ გამოცდაზე არ იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მოსწავლე ატესტატს. სამინისტროს ინფორმაციით, ატესტატს …

სკოლადამთავრებულებისთვის ატესტატების გაცემა დაიწყო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სკოლადამთავრებულებს იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება უკვე შეუძლიათ. „მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 40 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – განაცხადის წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ,“- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით …

Exit mobile version