აღებულია საკვების ნიმუში – სურსათის სააგენტო კარანტინში ადამიანების მოწამვლის შესახებ

„ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნედლეულის ნიმუშები, რომლის პასუხებიც უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი“ – მოგვწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან, სადაც ბათუმში, საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შემთხვევას სწავლობენ. შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი. სასტუმრო სხვა რესტორნიდან იღებდა კვების მომსახურებას. „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტოს აჭარის რეგიონული სამსახური მყისიერად გავიდა ადგილზე …

კარანტინში 45 ადამიანი მოიწამლა ბათუმში

ბათუმში, კარანტინში მყოფი 45 პირი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. შემთხვევა ერთ-ერთ სასტუმროში დაფიქსირდა, სადაც საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. სასტუმროს მზა საკვებით ერთ-ერთი კვების ობიექტი ამარაგებდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ საკვებით მოწამლული ორი პირი კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, თუმცა შემდეგ ისევ საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს, დანარჩენის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქი იყო. ამ 45 პირს Covid-19 არ დაუდასტურდა …

საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე  ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცა. „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულ პირს, ერთ-ერთი ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელს, 2018 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში,  სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში  შემავალი საბავშვო ბაღებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის კარაქი უნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის …

Exit mobile version