თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო ილუსტრატორები

ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საბავშვო ლიტერატურის კონკურსზე მსოფლიოს საუკეთესო ავტორებსა და ილუსტრატორებს აჯილდოებენ. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ, 2 აპრილს იმართება – ანდერსენის დაბადების დღეს. თუ კონკურსის ბოლო რამდენიმე წლის გამარჯვებული ილუსტრატორების ნამუშევრებს გადაავლებთ თვალს, ძალიან საინტერესო, ახალი სამყარო გადაგეშლებათ თვალწინ. სამწუხაროდ, წიგნების უმრავლესობა, რომლებიც ანდერსენის პრემიაზეა ნომინირებული ორ წელიწადში ერთხელ, ქართულად თარგმნილი არ არის. მსოფლიოს …

„ორ რამეს ვერ აიძულებ ადამიანს: სიყვარულს და კითხვას” – მაკა ლდოკონენი

„მკითხველს, როგორც დანიელ პენაკი ამბობს, საკუთარი უფლებები აქვს და ყველას აქვს უფლება არაფერიც არ წაიკითხოს, ან არ წაიკითხოს რაიმე ბოლომდე. ასევე ყველას შეუძლია საიდანაც უნდა იქიდან დაიწყოს კითხვა, წიგნის შუიდან, დასაწყისიდან და ბოლოდანაც კი. ორ რამეს ვერ აიძულებ ადამიანს: სიყვარულს და კითხვას,“ – ასე დაიწყო სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, მწერალმა მაკა ლდოკონენმა საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისადმი …

ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა – წიგნი ასტრიდ ლინდგრენის შესახებ

ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიული წიგნი ცოტა ხნის წინ იანს ანდერსენმა გამოსცა სახელწოდებით „ქალი პეპი გრძელიწინდას მიღმა“ საბავშვო ავტორის დამაფიქრებელი ბიოგრაფია, მისი შეურიგებელი, ძლიერი ხასიათის შტრიხებს ავლენს. ასტრიდ ლინდგრენმა, რომლის სახალისო, საბავშვო წიგნებიც სხვადასხვა თაობის ბავშვებისთვის დღემდე ყველაზე საყვარელი ტექსტების სიაშია, ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ბევრი ტრაგედია გადაიტანა, ასტრიდის ცხოვრება სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ისეთი ხალისიანი, როგორც ბიულერბიუელი …

საბავშვო ლიტერატურის უფასო ციფრული ბიბლიოთეკა

ციფრული ბიბლიოთეკა UCLA 1800-ზე მეტ საბავშვო, ილუსტრირებულ წიგნსა და სასწავლო სახელმძღვანელოს გთავაზობთ უფასოდ. ბიბლიოთეკის არქივში ნახავთ წიგნებს კლასიკური საბავშვო ლიტერატურიდან, ასევე შეუზღუდავადაა შესაძლებელი თანამედროვე ინგლისურენოვანი საბავშვო ლიტერატურის როგორც ონლაინ კითხვა, ასევე გადმოწერა. მე-17 საუკუნეში საბავშვო წიგნები თითქმის არ არსებობდა. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები, გრამატიკული თუ სხვა სახის აკადემიური ტექსტები, მაგრამ არა გასართობი ლიტერატურა. …

Exit mobile version