რატომ დაშალეს ძენწმანის მეჩეთი, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს

ქედაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძენწმანის მეჩეთი დაშალეს. ეს მეჩეთის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ნაწილია. ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტები გაძვირდა. მეჩეთების რეაბილიტაციის სატენდერო თანხა 650 ათას ლარს შეადგენს. „ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, სოფიო სანიკიძეს ესაუბრა. მას ვკითხეთ, ძეგლის სრული დემონტაჟი იყო თუ არა შეთანხმებული სააგენტოსთან, როგორ მოხერხდება ძეგლის ავთენტური სახით …

სააგენტო 3 თვეში საკათედრო ტაძრის რესტავრაციის პროექტზე ტენდერს გამოაცხადებს

ბათუმის საკათედრო ტაძრის სრული სარესტავრაციო დოკუმენტაციის მომზადება-შეძენაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ტენდერს 2020 წლის თებერვლიდან გამოაცხადებს. ბათუმის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 15 დღის წინ კი, როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოს ბათუმის საკათედრო ტაძარში დაგვიდასტურეს, დასრულდა ტაძრის დროებითი გადახურვა. ამ დრომდე დაზიანებული სახურავიდან ტაძარში წყალი ჩადიოდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ფრესკების ნაწილი. მას შემდეგ, რაც წყლით გაჟღენთილი …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ზუბალაშვილის #38-ში, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის  უკვე  გაამაგრეს საძირკველი. დასრულებულია, ასევე, სარდაფის, შიდა კონსტრუქციების მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, დარჩენილია მოპირკეთება. შპს „გეოგრაფიკის“  სპეციალისტების შეფასებით, რომლებმაც 2015 წელს მერიის დაკვეთით ბათუმში ძეგლები აღწერეს, XIX საუკუნის ბოლოს აგებული L-ის ფორმის ერთსართულიანი სახლი დაბალ ცოკოლზე დგას. შენობა ქუჩის ისტორიული …

ავეჯის თვითნასწავლი რესტავრატორი – ყველაფერი Youtube-ით ვისწავლე [ვიდეო]

27 წლის თორნიკე აბესაძე ავეჯის თვითნასწავლი რესტავრატორია. ოთხი წლის წინ, მეგობრის სახლში ძველი კარადა ნახა, იყიდა, სახლში მიიტანა და საბჭოთა კარადა ახალ ნივთად აქცია. მერე ფოტო ფეისბუქზე დადო. სწორედ ასე მიიღო პირველი შეკვეთა. რესტავრაციას უტარებს ყველაფერს, რაზეც ფიქრობს, რომ რესტავრაცია სჭირდება. ყველაფერი, რაც ამ სფეროში იცის, იუთუბის და სხვადასხვა სპეციალური ვებგვერდის დახმარებით ისწავლა. სანამ ავეჯის …

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

მას შემდეგ, რაც „ბათუმელებზე“ გამოქვეყნდა სტატია – „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით ვერ აღდგება, სადაც აღნიშნული იყო, რომ წყლის მტვერი, რომელიც „რვაფეხას“ თევზებიდან იფრქვეოდა, განახლებულ ფიგურებში აღარ იქნება, თემაზე კომენტარი გააკეთა „რვაფეხას“ მხატვარ-რესტავრატორმა, ილია ფესვიანიძემ. ის „რვაფეხას“ რეაბილიტაციაზე მუშაობს. ილია ფესვიანიძე აცხადებს, რომ ჯგუფმა ფოტომასალაზე დაყრდნობით იმუშავა: „24-იანი არმატურები სრულიად დაჟანგული იყო. არ ვიცი, როგორ გადარჩა ისე, რომ …

საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციოდ სამუშაოები დაიწყო

ბათუმის საკათედრო ტაძარში კედლის მხატვრობის რესტავრაციისთვის, „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის“ სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება. პირველ ეტაპზე ეს სამუშაოები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასებას, საარქივო მასალის დამუშავებას, სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას და ბიოლოგიურ ანალიზს.  საპროექტო …

ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის დაზიანებული ფრესკების აღდგენა-რესტავრაცია იგეგმება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ბათუმში იმყოფებოდნენ ,,სახვითი ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ცენტრის“ თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში არსებულ დაზიანებულ ფრესკებს. შეხვედრის მიზანი იყო დაზიანებული კედლის მხატვრობის აღწერა-შეფასება და წინა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ითვალისწინებს საარქივო მასალის დამუშავებას და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის კვლევა-მონიტორინგს, ფოტოფიქსაციას, მოხატულობის დაზიანებათა ტიპების იდენტიფიკაციას …

Exit mobile version