18-19 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მშვილდოსნობის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ფედერაციის ჩართულობით გაიმართა. „გონიოს თასი 2018“-ის მოსაპოვებლად შეჯიბრი მოეწყო როგორც ვაჟთა, ასევე, ქალთა კატეგორიაში. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ „გონიოს თასით“, სიგელებითა და მედლებით. გონიოს ციხეში გამართულ მშვილდოსნობის ტურნირს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები …
Tag Archives: მშვილდოსნობა
ბათუმში მშვილდოსნობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო
დღეს, 23 მარტს, ბათუმში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მშვილდოსნობაში. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 5 პარასპორტსმენი. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩემპიონატი 3 დღეს გაგრძელდება და გამარჯვებული 25 მარტს გამოვლინდება. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი
ქედაში მშვილდოსნობის სექცია გაიხსნა
ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე დღეს მშვილდოსნობის სექცია გაიხსნა. სექციის გახსნასთან დაკავშირებით აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციამ დღესვე ეროვნული ნაკრების წევრებს შორს საჩვენებელი ტური მოაწყო. „ქედაში ყველა ის საჭიროება და ბაზა არსებობს, რომ სპორტის ამ სახეობამ იფუნქციონიროს, ინვენტარი შევუძინეთ ქედის სექციას, მწვრთნელიც გვყავს, ვგეგმავთ შუახევსა და ხულოში გავხსნათ მშვილდოსნობის სექციები, ჩვენ ამ მომენტისთვის ოთხი მშვილდი შევიძინეთ, თუ იქნება …
საქართველოს ჩემპიონები მშვილდოსნობაში
საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები მშვილდოსნობაში 14 თებერვალს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დარბაზში დასრულდა. ტურნირი საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, ჩემპიონატში თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ხელვაჩაურის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატში ასევე ოთხი პარაოლიმპიელი სპორტსმენი ასპარეზობდა. ჩემპიონატის შემდეგ გამოვლინდნენ ჩემპიონები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები: დიდები ქალთა შორის: ქრისტინე ესებუა – I …