დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გაატარებს, მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა – მურმან დუმბაძე

„ის, რომ რიჟვაძეს ამზადებდნენ თურმე უფრო დიდ თანამდებობაზე დასანიშნად, წყლის ნაყვაა. წაგებული თამაშის შემდეგ ხელების ქნევა ჰაერში, რადგან ადამიანი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ელჩად უშვებდნენ, ფეისბუქით არ შეგატყობინებს, რომ ტოვებს თანამდებობას. ეს არის აბსურდი“, – ამბობს პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე. მას „ბათუმელები“ ამ დღეებში თორნიკე რიჟვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და „ქართული ოცნების“ განცხადებებზე ესაუბრა, სადაც ითქვა, რომ …

„უნდა მოხდეს დიდი შერიგება“ – მურმან დუმბაძე იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ

10 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე დაკავებული მურმან დუმბაძე დღეს, 12 ნოემბერს, გაათავისუფლეს. ის სასამართლოზე დღეს საღამოს წარსდგება. როგორც მურმან დუმბაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, დაკავებულებს  სსკ-ის 166-ე და 173-ე მუხლით ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. „რატომ დამაკავეს არ ვიცი, ჟურნალისტების და პოლიციელების გარემოცვაში ვიყავი, რაღაცაზე ვსაუბრობდი, ამ დროს ვიღაც მოვიდა და დამაკავა. არ აუხსნიათ …

მურმან დუმბაძე საგარეჯოს იზოლატორშია – როდის გაასამართლებენ აქციაზე სხვა დაკავებულებს

თბილისში, საპროტესტო აქციაზე, გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული მურმან დუმბაძე საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მისი და აქციაზე დაკავებული კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციისთვის დღეს გახდა ცნობილი. დაკავებულები სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანეს, მაგალითად, ელგუჯა ბაგრატიონი მარნეული წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ბონდო თედორაძე – ხაშურში. გუშინ, 10 ნოემბერს, სუსის მოწყობილ საპროტესტო აქციაზე 46 ოპოზიციონერი ერთდროულად დააკავეს, მათ …

მურმან დუმბაძე, ელგუჯა ბაგრატიონი – კიდევ რამდენი ბათუმელი დააკავეს თბილისში აქციაზე

საპროტესტო აქციაზე თბილისში დააკავეს ბათუმელი ოპოზიციონერებიც: მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან ბონდო თედორაძე, აქტივისტი ლაშა კომახიძე, „ალტერნატივის“ წევრი ავთანდილ სურმანიძე. დღეს, 10 ნოემბერს, სუს-ის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით პოლიციელებმა სულ 46 პირი დააკავეს. „კობა ხაბაზის დაკავებაც უნდოდათ, მაგრამ არ გავატანეთ, არ მივეცით ამის საშუალება,“ – …

რა ელის ბათუმის საპროტესტო აქციას – ლიდერების პოზიციები

„მოცემულობა შესაძლოა შეიცვალოს“, – ფიქრობენ საპროტესტო აქციის ლიდერები ბათუმში. აქ თვლიან, რომ საპროტესტო აქციები არ უნდა შეწყდეს და პირიქით, საჭიროა მისი გაფართოება. 35-ე დღეა ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ბათუმში აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ხვალინდელი დღე მოლაპარაკების მორიგ რაუნდზეა დამოკიდებული და იმაზე, შევა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერი პარლამენტში. აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ დგანან სამართალდამცველები, …

„რუსთაველზე მოქალაქესთან ხელისუფალს არასდროს გაუმარჯვია“ – ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მურმან დუმბაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა საერთოდ არ შეიმჩნიოს ის საპროტესტო აქციები, რომელიც არჩევნების შემდეგ იმართება ან ორ დღეში – 8 ნოემბერს ჩატარდება. მურმან დუმბაძეს იმის სჯერა, რომ ამჯერად ივანიშვილმა არჩევნების გაყალბებით მოსახლეობის და პოლიტიკური ძალების უპრეცედენტო გაერთიანება შეძლო, რაც უშედეგოდ ვერ ჩაივლის. „მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამისთვის“, – თქვა ჩვენთან ინტერვიუს …

მურმან დუმბაძე თორნიკე რიჟვაძის მამასთან ნაცნობობაზე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ, დღეს, 17 ივნისს, ბრიფინგი გამართა და რეზო წულუკიძის და ელდარ ანთაძის დაკავებას გამოეხმაურა. მათი ახლობლები რამდენიმე კვირაა პერმანენტულ აქციებს მართავენ ბათუმში. ერთ-ერთი დაკავებულის, რეზო წულუკიძის ძმამ აქციაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა ახსენა, რომელიც მათ „არჩევნებზე დახმარებას სთხოვდა“. მურმან დუმბაძე ბრიფინგი დღეს სწორედ ამ საკითხზე გამართა. მას დამატებითი კითხვები დავუსვით. ბატონო …

ირაკლი ჭეიშვილის სასამართლო დავა მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ

„მე ვითხოვ იმავე მედია საშუალებით ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ფინანსურ ნაწილს აღარ ვითხოვთ,“ – მიმართა მოსამართლეს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა. მას სიტყვა მედეა ვასაძემ შეაწყვეტინა: „ჩვენ არ გავმდიდრებულვართ ხელისუფლებაში, ალბათ, ამიტომ აღარ ითხოვთ…“ სასამართლო დავა პოლიტიკოსებს შორის დღეს, 14 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე 20 ნოემბრისთვის დაჰპირდა. …

„მთავრობის თავმჯდომარედ დავაბრუნებდი ლევან ვარშალომიძეს“ – ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან  

გაპრეზიდენტების შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძემ უნდა მოითხოვოს, რომ დაიწყოს პროცედურა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოსაცხადებლად, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უნდა აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა – ეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მურმან დუმბაძის ხედვაა, რასაც ოპოზიციის კანდიდატს გაპრეზიდენტების შემთხვევაში ურჩევს. ბატონო მურმან, ყოველი არჩევნებისას თქვენ ამომრჩეველთან ახალი შეთავაზებით გიწევთ მისვლა. აქამდე პოლიტიკური გუნდიდან წასვლის შემდეგ ამბობდით – არ ვიცოდი, სად …

მურმან დუმბაძეს და მედეა ვასაძეს პრეზიდენტთან შეხვედრა სურთ – მათ უმაღლეს საბჭოში არ უშვებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც დღეს, 13 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტთან შეხვედრა მიმდინარე საკითხზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატურის შესახებ უნდათ. „ჩემზე საშვი დაშვებულია, თუმცა ჩათვალეს, რომ მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე კარებს გარეთ უნდა …

“ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 9 სექტემბერს, პარტია “ემსახურე საქართვლომ” აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მედეა ვასაძის განცხადებით, ამ კანდიდატებმა გაიარეს ტესტი სამშობლოს სიყვარულზე, პრინციპულობასა და ერთგულებაზე.  ბათუმის #70 ოლქში კენჭს იყრის მედეა ვასაძე – “არ იქნებოდა მედეა ვასაძე და უმაღლესი საბჭო დარჩებოდა ეტიმოლოგიის, VIP ჯიპისა და ქოლგის ამარა. მედეა ვასაძემ წარმოშვა ოთხწლიანი უმაღლესი საბჭო, მედეა ვასაძე …

მედე ვასაძე და მურმან დუმბაძე პარტიის შექმნას ლევან ვარშალომიძის დაბრუნებას უკავშირებენ

პოლიტიკური პარტიის „ემსახურე საქართველოს“ დაფუძნებას, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მედეა ვასაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის აჭარაში დაბრუნებას და მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებს:  „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმ ფაქტს, რომ პარტიის ჩამოყალიბება საბოლოოდ მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც აჭარაში ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე გამოჩნდა“. მედეა ვასაძის თქმით „ემსახურე საქართველოს“ ამ დრომდე იყო საზოგადოებრივი …

ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს

25 ივლისს ბათუმში ახალი პოლიტიკური პარტია „ემსახურე საქართველოს“ დაფუძნდა . პარტიის დამფუძნებლები არიან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი  მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე და ნუგზარ კეკელიძე, ამირან ცეცხლაძე და შალვა ჯინჭარაძე. როგორც პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მედეა ვასაძემ უთხრა „ბათუმელებს“, პარტიის ოფიციალურად დასარეგისტრირებლად იუსტიციის სამინისტროს განცხადებით ხვალ, 27 ივლისს მიმართავენ. „როგორც კი წარვადგენთ სადამფუძნებლო დოკუმენტებს რეგისტრაციისთვის, …

მურმან დუმბაძე: მოვუწოდებ უმაღლეს საბჭოს მხარი არ დაუჭიროს პატარაძის კანდიდატურას

დღეს, 15 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პრესკონფენეცია გამართა, სადაც უმაღლეს საბჭოს მოუწოდა მხარი არ დაუჭიროს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის წარდგენილ კანდიდატს, ზურაბ პატარაძეს. „დღევანდელ დღეს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი, კონტრასიგნაციის წესით ერთობლივი ხელმოწერის დოკუმენტით, 2016 წლის 13 ივლისს სახელმწიფო რწმუნებულად აჭარაში ნიშნავენ ზურაბ პატარაძეს. ეს არის სრულიად არაკონსტიტუციური და ამავე …

მურმან დუმბაძე: „ოცნება“ და „ნაციონალები“ აჭარაში გარიგდნენ

ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძე საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს. ის აპირებს პარტია მის მიერვე შექმნილი ორგანიზაციის „ემსახურე საქართველოს“ ბაზაზე დააფუძნოს. პარლამენტარის თქმით, მას პარტიის შექმნის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა მისი გეგმები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის აჭარაში დაბრუნებამ შეცვალა. მურმან დუმბაძე „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გარიგებაში ადანაშაულებს და ახლა მისი მთავარი მიზანი, …

ჩერნოვეცკი, შეხვედრა ივანიშვილთან და გამქრალი „ბედნიერი საქართველოსთვის“

პოლიტიკური პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის~ დამფუძნებელმა, კიევის ყოფილმა მერმა, ქობულეთში მცხოვრებმა მილიარდერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა. ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტის, გიორგი ქვრივიშვილის განცხადებით, ჩერნოვეცკიმ, რომლის პარტიაც 2016 წლის არჩევნებში გეგმავდა მონაწილეობას, აუდიტის სამსახურს მიმართა, რომ აღარ იყოს პოლიტიკური ფიგურა. რატომ გაქრა „ბედნიერი საქართველოსთვის~ ქართული პოლიტიკური სივრციდან? მურმან დუმბაძე, ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ჩერნოვეცკის გუნდის მომავალ …

მურმან დუმბაძე: მგონია ჩერნოვეცკი ხათრს უწევს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას

შედგება თუ არა საპარლამენრტო არჩევნებისთვის  დუმბაძე-ჩერნოვეცკის ტანდემი? – პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე „ბათუმელებთან“, როგორც ადრე, ახლაც აცხადებს, რომ ის ამას არ გამორიცხავს, თუმცა ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ საარჩევნო სიის პირველი ათეულის დასახელებას ელოდება და ოფიციალურ განცხადებას შემდეგ გააკეთებს. ერთგვარი კონსულტაციები ახლაც არის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ახალი პოლიტიკური პარტია შემოვიდეს, ასე ვთქვათ, საარჩევნო ბაზარზე. ყოველთვის ვამბობდი და …

16 თებერვალს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიტიკური დისკუსია გაიმართება

„ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წინასაარჩევნო დაპირებების შედეგი“  – ამ თემაზე პოლიტიკური დისკუსია „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 16 თებერვალს, 17 საათზე გაიმართება. დისკუსიაზე მომხსენებლებად მოწვეული არიან: მურმან დუმბაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და აკაკი ძნელაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე მომხსენებლები ისაუბრებენ, თუ რამდენად შეძლეს ბათუმისთვის მიცემული დაპირებების შესრულება. …

„ბედნიერი საქართველოსთვის“ – მზადება ფორუმისთვის და მურმან დუმბაძის ბრალდება პრემიერს

ზუსტ თარიღს არ ასახელებენ, თუმცა დიდ ფორუმამდე, რომელსაც ახლადშექმნილი პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ გეგმავს, ორი თვეც არ რჩება: „ზამთარს არ გასცდება, ამ დროისთვის პარტიას ბათუმში ოფისიც ექნება“. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე კი, რომელიც ამ პარტიას შეუერთდა, საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს პარტიის მესიჯების მოპარვაში ადანაშაულებს. მან პარტიის უახლეს გეგმებზე „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო მურმან, შეგიძლიათ უკვე …

მურმან დუმბაძე – ლეონიდ ჩერნოვეცკი – ახალი პოლიტიკური ტანდემი

მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი და საქართველოს ვიცესპიკერი მურმან დუმბაძე ერთი პოლიტიკური  ორგანიზაციიდან გეგმავენ.   ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან  საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი ცოტა ხნის წინ გაახმოვანა, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დაარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა. გამარჯვების შემთვევაში ის მოსახლეობას პენსიების 500 ლარამდე გაზრდას დაპირდა. ერთიან პოლიტიკურ გეგმებზე „ბათუმელების“ …

Exit mobile version