სახელმწიფო აუდიტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ნივრის პროგრამის“ დაგეგმვასა და განხორციელებაში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს, რის შედეგადაც, 2018 წელს, ბიუჯეტიდან 180 ათასამდე ლარი არაეკონომიურად დაიხარჯა. აუდიტის მიერ შემთხვევითი შერჩევით გამოკითხული ბენეფიციარების უმრავლესობა „ნივრის მოსავლით უკმაყოფილოა, ასევე ირკვევა, რომ ბენეფიციართა ნაწილმა ნიორი დარგო წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება ქვეპროგრამის მიზნებს, რადგან ქვეპროგრამა უნდა განხორციელებულიყო აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე“. …
Tag Archives: მთის ნიორი
„ნიორის პროგრამა“ ჩავარდა – სანაცვლოდ ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესასხურებელ აპარატებს შეიძენენ
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს „ნიორის პროგრამას“ ვეღარ განახორციელებს. პროგრამის ჩავარდნის მიზეზად „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ არშემდგარ და შეწყვეტილ ტენდერებს ასახელებს. ცენტრის მიერ 48 ტონა ნივრის სათესლე მასალის შესაძენად სექტემბერში გამოცხადებული ბოლო, მესამე ტენდერიც შეწყდა. სატენდერო თანხა 624 000 ლარი იყო. ცენტრის დირექტორი, ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიის „მსოფლიო ტექნიკის“ მიერ ბოლო ტენდერის შედეგების …
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს ვერ ყიდულობს
„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალის ფერმერებისთვის გადასაცემად, „აგროპროექტების მართვის ცენტრს“ 48 ტონა ნიორის სათესლე მასალა უნდა შეესყიდა. ნიორი მთაში ოქტომბრის თვის ბოლომდე უნდა დაირგოს და სათესლე მასალას ამ დროისთვის 258 ბენეფიციარი ითხოვს. მათ ნიორი, 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით უნდა გადაეცეთ, თუმცა „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ პროგრამის ჩავარდნას არ გამორიცხავენ. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროპროექტების მართვის ცენტრში“ …
Continue reading “აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნიორს ვერ ყიდულობს”