ბონისა და თამარის დასახლებაში მერია ახალ სერვისცენტრებს ააშენებს – ტენდერი 260 ათასი ლარით

ბათუმის მერია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვისცენტრების ახალი ოფისების მშენებლობას აგრძელებს. ამჯერად ახალი ოფისები ბონისა და თამარის დასახლებაში აშენდება. ორთავე ოფისის ასაშენებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 260 ათასი ლარია გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებულია. ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება.             მერიის …

ბათუმში მერიის მორიგი ახალი სერვისცენტრი გაიხსნება – რა მომსახურებას მიიღებთ სერვისცენტრში

ბათუმის მერია იანვრის ბოლომდე კიდევ ერთ სერვისცენტრს გახსნის, რომელიც ლუკა ასათიანის №36-ში მდებარეობს. ეს იქნება მეორე ახალი სერვისცენტრი. გასულ წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ახალი სერვისცენტრი ვაჟა-ფშაველას 93-ში გაიხსნა. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრის შენობის მშენებლობა. ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ქალაქის მერიამ 2018 წლის ნოემბერში დააანონსა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, …

ტერიტორიაზე, სადაც სკვერი უნდა გაშენდეს, მერიამ შენობა ჩადგა

ტერიტორიაზე, სადაც ახალი სკვერი უნდა გაშენდეს, მერიამ ადმინისტრაციული შენობა ჩადგა. სკვერის გაშენებაზე გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ გასულ წელს მიიღო, ხოლო ტენდერი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ შენობა-ნაგებობა სკვერისგან გამიჯნულია. „სერვისცენტრი და სკვერის პროექტი ერთმანეთს ხელს არ უშლის, სკვერის პროექტი არ იცვლება და მათი საზღვრები ერთმანეთს არ კვეთს“, – …

Exit mobile version